• რეკლამა
  • კონტაქტი
20:58, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:39 01-20-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,315

„ღარიბაშვილს ვურჩევ, რომ სხვის პროცენტებზე ფიქრს, ქვეყანაზე იფიქროს. ეგ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი არ არის,“ – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმების 60%-ს აიღებს.

ამასთან, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ნამდვილად აქვს პრობლემები და დაქსაქსულად გამოიყურება.

„ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე გამოვიყურებით ჩვენ, ოპოზიცია. ისინი უფრო მწყობრად მიდიან, ოპოზიციაში კიდევ ერთმანეთის ლანძღვა არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ამდენი ხანი ამრევი იყო და რჩება ძირითად დესტრუქციულ ძალად. რევოლუცია რომ უნდა და რომ არ გამოდის მეთორმეტე წელია, აი, ამ ძალად რჩება და დანარჩენების მოხრჩობას ცდილობს ისევე, როგორც „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ოპოზიციის წევრებზე შეტევა კარგი რამეა. ძალიან დაქსაქსულად გამოვიყურებით,“ – ამბობს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი გადაცემაში „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლსაც ეხმაურება, სადაც იგი აცხადებს, რომ მთელს საქართველოს საკუთარი მანქანით შემოივლის და ამომრჩეველს შეხვდება.
„ჯერ ერთი, იმ „ფორდ მუსტანგით“ მთელ საქართველოს ვერ შემოივლის, ზოგან ისეთი გზებია. ხაზარაძე აშკარად ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს. შურით არ ვამბობ, კეთილი რჩევაა ჩემი, რომ ხაზარაძემ თავისი პიარის ხალხი შეცვალოს. ისეთ ფოტოებს და ვიდეოებს დებს ბოლო დროს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსისთვის არა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი ასევე გამოეხმაურა მატრონა მოსკოველის ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„ჯერ ერთი, ეს ვინ დაუშვა რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ხატზე სტალინს რა უნდა. მერე კიდევ, თვითონ მატრონა მოსკოველის ხატი რატომ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარ ტაძარში? მაკრონაა თუ მატრონა, ვინ არის? არ დამეზარა და უამრავი რაღაც წავიკითხე. ეს ქალი იყო მკითხავი, ოკულტიზმის მიმდევარი იყო. კანონიზაციის კომისიაში ვისაც ნამუსი ჰქონდა, ეს ყველამ თქვა. მართლმადიდებლობისთვის ხომ მკითხაობა, მჩხიბაობა და ოკულტიზმი მიუღებელია? მკრეხელი როგორ შეიძლება იყოს[წმინდანი]. რა უნდა სამებაში მის ხატს, ქართველი წმინდანი აღარ გვყავს? ეს ჩემთვის, როგორც ქართველისთვის იყო შეურაცხყოფა საქართველოს ეკლესიის მხრიდან და კარგად დაფიქრდნენ ხოლმე ეკლესიაში. ჩვენ თუ გვაქვს რაღაც ვალდებულებები, მათაც აქვთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved