• რეკლამა
  • კონტაქტი
22:43, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბატონო ბიძინა, ეს ხომ ჩემი საკუთრება იყო, რაც კაპიკებში წამართვით?! თუ ვერ აკეთებდით გზას რატომ დამინგრიეთ საწარმო?“ – ნადიმ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილს

ალია ავტორი - ალია
19:01 01-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
699

ნადიმ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

„მოგესალმებით, ბატონო ბიძინა. თქვენ სასამართლო წააგეთ, შვეიცარიაში. თქვენი ფულისთვის იბრძვით. ეს სასამართლო წააგეთ, თან იქ, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია და ნამდვილად სამართალიანი. რამდენი წააგეთ არ ვიცი, მაგრამ თქვენს მილიარდებს არც კი დაეტყობა. აი, როცა პრემიერი იყავით 2013 წელში, თქვენი განკარგულების საფუძველზე აუდიტორული კომპანია შემოვიდა და ჩემი საწარმოო ტერიტორია აღწერა. რა დროსაც ნაწილი აღურიცხავი და შეუფასებელი დარჩა , უბრალოდ გამორჩა რამდენიმე შენობის აღწერა და შეფასება. არ ვამბობ რომ შეგნებულად გამორჩა, სასამართლოზე ამ მოწმემ აღიარა რომ გამორჩა. თქვენი დანაბარები გადმოგვცეს, რომ სახელმწიფო გადაიხდიდა, რეალურ, შესაბამის თანხას, რადგან იგივე მიწა, იგივე შენობა ნაგებობები სხვა ადგილას გვეყიდა და აგვეშენებინა.
2013 წელში შეფასებული უძრავი ქონება – 2016 წლამდე გააჭიანურეთ და 2013 წელში შეფასებული 3 წლის შემდეგაც იგივე დატოვეთ რაც ყოვლად მიუღებელია რადგან 3 წელიწადში შეიცვალა უძრავი ქონების ფასი საგრძნობლად , თან ქონება ლარში შეაფასეთ, როცა იმ დროს უძრავი ქონება დოლარში ფასდებოდა. 2013-ში კურსი – 1.65 იყო. როცა გადახდა მოინდომეთ – 2016 წელი, კურსი – 2.80 იყო.
კარგი, კურსს თავი დავანებოთ. მიწა 25 ლარად შეაფასეთ, რაც 8 დოლარი გამოვიდა. 8 დოლარში თბილისში მიწა, ვინმეს გიყიდიათ?!
ოკ, ესეც დავიკიდოთ. სახელმწიფო ექსპერტიზამ, “სამხარაულის” ექსპერტიზა გადააფასა და ერთიმილიონ შვიდასიათასით ნაკლები გადაგიხადესო და გადახდა დაგავალათ. მაგრამ არ გადაიხადეთ. ასეთი პასუხი მივიღე, წადი და იდავეო .მივმართე, თქვენს სასამართლოს, რაც წლები გაგრძელდა, რადგან იმდენად მართალი ვიყავი, გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. ბოლოს 2021 დეკემბერში, საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ჩემი სარჩელი. დააკმაყოფილა მხოლოდ იმ გამორჩენილი ქონების ეპიზოდში , მიწის დაბალი შეფასება და დანარჩენი ყველაფერი არ გაითვალისწინა , რაც თქვენ სააპელაციოში გაასაჩივრეთ და სააპელაციოს კლანმა, საქალაქოს გადაწყვეტილება გააუქმა და წავაგე. თან ეს შემატყობინეს, როცა სანგრებში ვიყავი უკრაინაში – ირპენში. შემდეგ უმაღლესში შევიტანე, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში, რადგან ასეთი დავალება ჰქონდა ალბათ, ვინმესგან და ასე დაასრულეთ თქვენს დამოუკიდებელ სასამართლოებში, ჩემი საკუთრების ამბავი. ბატონო ბიძინა თქვენ მილიარდერი ხართ. ეს, ჩემი ქონება, ჩემთვის, თქვენს მილიარდზე ძვირი და უფრო დიდი დანაკარგია, რადგან თქვენ კიდევ ბევრი მილიარდი გაქვთ და ეს ჩემი – 30 წლის ნაშენ – ნაწვალევი ბოლო იყო. რატომ ვწერ, ამ ყველაფერს? რატომ იბრძვით შვეიცარიაში, ძნელია დაკარგოო?! მე მითხარი, რა ვქნა, სად ვიჩივლო კიდევ, როცა უმაღლესმა წარმოებაშიც არ მიიღო, ასპროცენტიანი ჩემ სასარგებლოდ გადასაწყვეტი საქმე?! „თქვენმა ექსპერტიზამაც კი ვერ შეაფასა იმაზე ნაკლებად და აფასება დაადო, სადაც დაწერა, რომ მილიონ შვიდასი ათასით მეტი ღირს ეს ქონება, ვიდრე თქვენ უხდითო და ეს თქვენ უნდა გადაგეხადათ – სახელმწიფოს, თქვენი ხელმძღვანელობით! ბატონო ბიძინა, ძალიან მტკივნეულია როცა გართმევენ, ხომ? შენ ხომ მართალი გგონია თავი შვეიცარიაში, რომ დავობ? აი მე მართალი ვარ, რაც სახელმწიფო სამხარაულის ექსპერტიზამ დადო და მაინც თქვენმა უსამართლო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და სამხარაულის შეფასებაც კი დაიკიდა. მოდი კიდე გეკითხები: რატომ სთხოვ შვეიცარიას სამართალს, როცა იქ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მიიღეს?!
მე აქ მოგიყევით, რაც გააკეთეთ. ეს, მოკლედ მოგიყევით. ისე, სამჯერ მეტი ღირდა ის ქონება, რაც წამართვით.
ნუ ითხოვ ბიძინა შვეიცარიაში სამართალს! ჯერ აქ გვაპოვნინე სამართალი და იქ მერე მოითხოვე! ps: დაანგრიეთ მომგებიანი მუშა საწარმო, მიაყენეთ ბულდოზერები დაანგრიეთ და 8 წელი გადის გზა მაინც ვერ გაიყვანეთ. თუ ვერ აკეთებდით გზას რატომ დამინგრიეთ საწარმო? ხომ იმუშავებდა დღემდე და ბიუჯეტში გადასახადებს გადაიხდიდა?“
თეგები: ბიძინა ივანიშვილინადიმ ხმალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved