• რეკლამა
  • კონტაქტი
22:10, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა, დეტალები უცნობია

ალია ავტორი - ალია
16:20 01-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა, განსაკუთრებით როდესაც ქონება ოფშორულ კომპანიებს გადაეცემა, აუცილებელია გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზციაში ამბობენ, 2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს კომპანიას“ სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში. 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაც, სავარაუდოდ, პროექტის საინვესტიციო ვადის მორიგ ჯერზე გახანგრძლივებას ეხება. პრივატიზაციის ეს შემთხვევა წარსულში “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების დაკვირვების საგანიც გამხდარა.

პრივატიზაციის საინვესტიციო პირობების შეცვლა ხშირი პრაქტიკაა და ეს თავისთავად არ არის პრობლემა. კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც მთავრობა პირობებს უცვლის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირს და ამის შესახებ ინფორმაციას მალავს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.

2007 წლის 9 აგვისტოს დაარსებული შპს „სომგოს კომპანიას“ მესაკუთრე სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია „სონატა ალიანს ინკია“, რომლის 100%-ის მფლობელი და დირექტორი 2014 წლიდან ვანო ჩხარტიშვილის შვილი ნათია ჩხარტიშვილია. შპს „სომგოს კომპანიის“ დირექტორი ლევან სკამკოჩაიშვილია, რომელიც ამავდროულად ვანო ჩხარტიშვილის კომპანია „თბილისის თამბაქოს“ დირექტორის თანამდებობას იკავებს. შპს „სომგოს კომპანია“, რომლის ეკონომიკურ საქმიანობადაც „ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობები“ არის მითითებული, საქსტატის მონაცემებით არააქტიურია.

„სონატა ალიანს ინკის“ წილები და დირექტორი წლების განმავლობაში ვანო ჩხარტიშვილის შვილებსა და რამდენიმე სხვა პირს შორის იცვლებოდა. საჯარო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემებით, კომპანია ნათია ჩხარტიშვილის მფლობელობაშია.

ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია, რომლის ბიზნეს ინტერესების დიდი ნაწილი დაფარულია ოფშორული კომპანიების გამოყენებით. ეს ფაქტი 2016 წელს გაჟონილმა Panama Paper-ის სახელით ცნობილმა დოკუმენტებმა დაადასტურა. ჩხარტიშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (2001-2004 წწ) და შემდეგ მე-6 მოწვევის (2004-2008 წწ) პარლამენტის წევრი იყო. მისი სახელი დაკავშირებულია რამდენიმე კორუფციულ სკანდალთან, მათ შორის არის „ომეგა ჯგუფის“ გახმაურებული საქმე და სასამართლოზე არასათანადო გავლენის სავარაუდო შემთხვევა (რადიო თავისუფლების 2023 წლის გამოძიება).

2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ვანო ჩხარტიშვილზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, დასანქცირების მიზეზები, ერთი მხრივ, მისი ბიზნეს კავშირია რუსული ენერგეტიკის სექტორთან, ხოლო, მეორე მხრივ, მისი კავშირები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც სააგენტოს თანახმად, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს ლობირებს.

ზოგადად, ოფშორულ კომპანიებზე სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან ხშირად უცნობია საბოლოოდ ვინ დგას ამ კომპანიების უკან და ვინ და რა პირობებით იღებს სარგებელს ხალხის ქონებისგან. ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული პრივატიზაციის ეს შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა, რომ ოფშორული კომპანიის მესაკუთრე შეიძლება მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი იყოს.

თეგები: ვანო ჩხარტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved