• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წყალი 31 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ალია ავტორი - ალია
11:51 01-16-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

17 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს აუცილებელი გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებით სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქუთათელაძის, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ოთარ ჩხეიძის, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, „ახალ თბილისს“, ოლიმპიური ქალაქს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს.

მთაწმინდა – კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას 1-ელ და მე- 2 შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩას, ოქროყანას, შანიძის, გრიბოედოვის, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ჭონქაძის, გ.ტაბიძის, დადიანის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; თავისიფლების მოედანს, პუშკინის, აბესაძის, საიათნივას, გრ. ხანძთელის, იერუსალიმის, ონის, ლადო ასათიანის, სამღებროს, ორთაჭალის, ღვინის აღმართის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის. ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს.

17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში – ქობულეთის ქუჩა N22-42 ლუწ ნომრებს, რაზმაძის ქუჩა N1-25, N2-20, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში – კეკელიძის ქუჩა N15-25 კენტ ნომრებს, N14, 16, 18-ს, გოგებაშვილის, გალის, რჩეულიშვილის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძის) და ჯაფარიძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved