• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყნები, სადაც ძველით ახალი წელი აღინიშნება

ალია ავტორი - ალია
13:16 01-13-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,829

საქართველოში 13 იანვრის ღამეს, ძველით ახალი წელს ეგებებიან. ეს დღესასწაული მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, რაც დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ”ახალი სტილის” – რომლითაც თანამედროვე ადამიანები ცხოვრობენ.

ამ განსხვავებამ XX – XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13 დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. პრაქტიკულად, ევროპის ყველა სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში.

რუსეთში ცვლილება 1918 წლიდან დაიწყო. ვინაიდან თანამედროვე ახალი წელი ემთხვევა მარხვის პერიოდს, იმ ქვეყნებში სადაც მართმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებს, მორწმუნე ადამიანებს ძველით ახალი წელი აძლევს საშუალებას, იზეიმონ ახალი წლის დადგომა, როდესაც მარხვა უკვე დასრულებულია.

ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს “უხვს” უწოდებენ, რამდენადაც მიღებულია მარხვის შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლა. ყოფილ იუგოსლავიაში – სერბია, მონტენეგრო, მაკედონია, ასევე ზეიმობენ ამ თარიღს. სერბები მას “სერბულ ახალ წელს” უწოდებენ. მონტენეგროში კი ძველით ახალ წელს “ნამდვილ ახალ წელს” უწოდებენ.

ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისათვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.

შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. ამას გარდა ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ უელსში.

2100 წლის 1 მარტიდან იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის განსხვავება გახდება 14 დღე-ღამე. 2101 წლიდან ძველით ახალი წლის აღნიშვნა მოხდება ერთი დღით გვიან.

საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა! წელი სიკეთე-სათნოებისა, მშვიდობისა, ბარაქისა, სიყვარულისა, გამრავლებისა! ღმერთმა დაგლოცოთ კაც-დიაცით, თქვენი შვილებით, აკვნების სიმრავლით, პურ-ღვინის დაძველებით, ზვარ-ყანების სიდიდით, ცხვარ-ძროხის სიმრავლით, კარგი სტუმრითა და ყველა მოკეთით! მრავალ ახალ წელს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved