• რეკლამა
  • კონტაქტი
05:12, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოგმართავთ თხოვნით, შეიწყალოთ და პატიმრობიდან გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი – პეტიცია საქართველოს პრეზიდენტს

ალია ავტორი - ალია
11:25 01-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,065

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელზე მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, სადაც მსჯავრდადებული საქართველოს ექსპრეზიდენტის პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

“საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ თქვენი ექსკლუზიური უფლებამოსილება, შეწყალების უფლება, და პოლიტიკური პატიმრობისაგან გაათავისუფლოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. თქვენი გადაწყვეტილება იქნება თქვენი პასუხი ევროკომისიის მოთხოვნებზე, რომელიც საქართველოს წარედგინა, როგორც წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად.

მიგვაჩნია, რომ:

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი და საქართველოში მას არ აქვს უფლება ისარგებლოს თავისუფალი სასამართლოთი. ჩვენს მოსაზრებას საქართველოს სასამართლოების მხრიდან შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების პრაქტიკა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების (ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვიმყარებს.

სულ ცოტა ხნის წინ, ამერიკის მთავრობამ სანქციები გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებიც სასამართლოში კორუფციასა და კლანურ მმართველობაში ამხილა.

პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეფასებისას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, რუსეთის მოქალაქის, ოთარ ფარცხალაძის გავლენა საქართველოს მთავრობაზე და მისი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გახმოვანებული კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, “სავარაუდოდ FSB ფარცხალაძეს იყენებდა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენების მოხდენაში“. ამერიკის მთავრობისაგან ასეთი საგანგაშო ინფორმაციის მიღების მიუხედავად „ქართული ოცნება“ განაგრძობს ოთარ ფარცხალაძის დაცვას რაც სარწმუნოს ხდის ინფორმაციას, რომ ფარცხალაძეს დღემდე აქვს გავლენა ქართულ სასამართლოზე და ზოგადად მთავრობაზე, განსაკუთრებით სპეცსამსახურებსა და პროკურატურაზე. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს სამართლიანი მართლმსაჯულება.

მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და მის მიმართ შურისძიება ხორციელდება საქართველოს პრორუსული მთავრობის ხელით. სააკაშვილი პუტინის მიერ ისჯება იმისათვის, რომ მან 9 წლის განმავლობაში საქართველო გაათავისუფლა რუსეთის გავლენებისაგან და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მაქსიმალურად დაუახლოვა ევროკავშირის გენერალურ პოზიციას. სააკაშვილმა ქართველი ხალხის თვალში მოახდინა ევროკავშირის და მისი იდეოლოგიის პოპულარიზაცია, რისი ობიექტური შედეგიცაა ქართველი ხალხის დღევანდელი მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი.

სააკაშვილის განთავისუფლებით თქვენ შეძლებთ პოლარიზაციის შემცირებას საქართველოში, რაც ასევე არის ჩვენი ევროპელი მეგობრების და ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა. ეს უკანასკნელი დასტურდება ბოლო ხანებში ჩატარებული ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული გამოკითხვებით.

პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობიდან განთავისუფლებით, თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენებთ თქვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ხელს შეუწყობთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. მხოლოდ ძლიერი ოპოზიცია შეძლებს, არ მისცეს საქართველოს პრორუსულ მთავრობას არჩევნების გაყალბების საშუალება და იყოს იმის გარანტი, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ გზით არჩეული მთავრობა შეძლებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ამ პროცესში აუცილებელია ყველა გამოცდილი, პროდასავლელი პოლიტიკოსის და ბუნებრივი მოკავშირის ჩართულობა და სააკაშვილი სწორედ ასეთ პიროვნებად წარმოგვიდგენია.

ოლიგარქის ძალაუფლებისაგან ჩამოშორების გარეშე შეუძლებლად მიგვაჩნია დეოლიგარქიზაციის პროცესი და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განხორციელება. აქ პირველ რიგში იგულისხმება თავისუფალი სასამართლოს შექმნა, რაც არის საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ერთადერთი ურყევი გარანტია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოგმართავთ პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობისაგან განთავისუფლების მოთხოვნით, რასაც ვადასტურებთ ჩვენი ხელმოწერით.” ნათქვამია პეტიციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved