• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ – თემურ ჭყონია

ალია ავტორი - ალია
11:17 01-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,499

„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ დასაქმებულთა ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ თანამშრომელთა მოტივაციისთვის და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ანაზღაურება, ისე სამუშაო საათების ხანგრძლივობა. „რა საჭიროა 24/7-ზე მუშაობა?! ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა 8 საათი იმუშაოს“, – ამბობს ის.

– მაქვს სურვილი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ ევროპული დონის ხელფასები გვქონდეს. მინდა, დასაქმებულთა ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს;

– რომელი წლისთვის დაისახეთ ამ მიზნის მიღწევა?

– ვფიქრობ, 1.5 წელიწადში, 2025 წლისთვის მიღწევადია. თანამშრომელს რამეს რომ სთხოვ, თხოვნის და მოთხოვნის საფუძველი უნდა გქონდეს. ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა 8 საათი იმუშაოს; არ მიყვარს, როცა 24/7-ზე მუშაობას გამოაცხადებენ. როგორ შეიძლება, ადამიანი 24 საათი მუშაობდეს?! რა საჭიროა ეს?! 8 საათი მუშაობა სავსებით საკმარისია. სხვა სიამოვნებაც არსებობს ცხოვრებაში და მხოლოდ სამსახურს არ უნდა გადაჰყვე; 2024 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელფასო ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება.

– ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, რომ ხელფასი იმდენი უნდა იყოს, ადამიანს ევროპაში წასვლა არ უღირდეს… დამსაქმებლების ნაწილის აზით, კომპანიებიდან კადრების გადინების და ზოგადად, მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ანაზღაურებაა…

– სწორი უთქვამს <პაატა კოკაიას>… რატომ მიდის საქართველოს მოქალაქე ევროპაში სამუშაოდ? – იმიტომ რომ მეტი შემოსავალი მიიღოს და ყოფითი პრობლემები მოიგვაროს; ოჯახს მოუაროს… ამიტომ ვალდებულები ვართ, მაღალი დონის სპეციალისტებს და არა მარტო, შევუქმნათ ისეთი პირობები და მივცეთ ისეთი ანაზრაურება, რომ საქართველოს მოქალაქე ევროპაში წავიდეს დასასვენებლად და არა – სამუშაოდ. ამის შესაძლებლობა არსებობს თუ არა? – არსებობს. მეტი უნდა იშრომო, მეტი შემოსავალი გქონდეს და ეს შემოსავალი სწორად უნდა გადაანაწილო….

– ქართველმა დამსაქმებლებმა რა უნდა გაიაზრონ?

– დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ გინდა, პატივისცემა დაიმსახურო და შენი კომპანია წარმატებული იყოს, თანამშრომელთა ანაზაღაურებაში ინვესტირება ერთ-ერთი მთავარი საქმეა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved