• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიმაჩნია რომ, იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ“ – ანდრია ჯაღმაიძე

ალია ავტორი - ალია
21:24 01-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
458
 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:
„მიმაჩნია რომ, იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესი ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან დააკნინონ ქართული ეკლესია.
200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არც ერთი მათგანი არ გაუშუქებია იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ და ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ საეკლესიო დღესასწაული, როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე?
დღეს ინტერვიუ მთხოვა რადიო თავისუფლებამ, აქ ვდებ კომენტარს:
პირველი შეკითხვაა, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი მაინცდამაინც შობის ღამეს? ამ დღისთვის რატომ შემოინახეს ეს თემა? რას მიაღწიეს? ხალხს წაართვეს სიხარული და ეს უფრო მეტი ბოროტებაა არაა, ვიდრე დავუშვათ სტალინის ხატზე გამოსახვა. ასეთი რამ ბოლო წლებში არაერთხელ გაუკეთებიათ, როდესაც სადღესასწაულო დღეს, სკანდალის გამოგონებაში იყვნენ. ეს უკვე ერთგვარი ტექნოლოგიაა.
მხოლოდ ერთს დავამატებ, მატრონასთან სტალინის მისვლის ისტორია ჩემი აზრით უფრო მითია, ვიდრე რეალობა. მისი ცხოვრების აღმწერი ახსენებს ამას. ჩემი პირადი აზრით, რადგან წმინდანის ცხოვრება მის ღვაწლს უნდა უკავშირდებოდეს, მატრონას შემთხვევაში ნაკლებად შეიძლება ასეთი ღვაწლის გამოკვეთა, თუმცა მრავალი მორწმუნე და არა მხოლოდ რუსეთში, მისადმი ლოცულობს.
გარდა იმისა, რაც მის ცხოვრების აღმწერი გადმოსცემს, არის ბევრი მითქმა-მოთქმა, რაც მისი ღვაწლის შესახებ მსჯელობას ნაკლებად შესაძლებელს ხდის, არა მხოლოდ ჩემი აზრით. ასე რომ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
რაც შეეხება სტალინის ხატზე გამოსახვას, პირველ რიგში სათქმელია, რომ ეს არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არაა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი რომელზეც ლოცულობს ვინმე, როგორც ეს ამ ატეხილ აჟიოტაჟში დახატეს.
მთლიანობაში ეს ორი დღეა მათი მსმენელი სტალინზე ფიქრობს, ხოლო მორწმუნეები იესო ქრისტეს სასწაულებრივ განკაცებაზე და კაცობრიობის ხსნის დასაწყისზე. თქვენ აირჩიეთ ვისი სიახლე სჯობს. გილოცავთ შიბას!“
თეგები: ანდრია ჯაღმაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved