• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ცნობილი ადამიანის მკვლელობა, კიბერშეტევები, ტერაქტები…“ – ვანგას წინასწარმეტყველებები 2024 წლისთვის

ალია ავტორი - ალია
11:24 01-05-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

მართალია, ვანგელია პანდევა გუშტეროვამ, რომელიც საზოგადოებამ ბაბა ვანგას სახელით გაიცნო, ადრეულ ასაკში, ძლიერ ქარიშხალში მოყოლილმა დაკარგა მხედველობა, მაგრამ იმავე ქარიშხლის წყალობით შეიძინა მომავლის ხედვის უნარიც. ვანგას უნიკალური ნიჭი პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა, როცა ადოლფ ჰიტლერის და გერმანიის მარცხი იწინასწარმეტყველა, რაც იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბულგარეთის მონარქისთვის, ბორის მესამისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოითხოვა საოცარ ქალბატონთან აუდიენცია. მოგვიანებით მონარქს ევროპელი მმართველები შეუერთდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებით საბჭოთა ლიდერები აქტიურობდნენ.

ამბობდნენ თითქოს სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა რუსული წყალქვეშა ნავის „კურსის“ ჩაძირვა, პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვა და 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში.

ბაბა ვანგამ 5079 წლამდე მოასწრო პროგნოზის გაკეთება, მერე კი, ვეღარაფერი დაინახა, რადგან მისი გათვლით სწორედ 5079 წელს დადგება სამყაროს აღსასრული.

ტერორისტული და ბიოლოგიური შეტევები – ბაბა ვანგას პროგნოზით, 2024 წელს ტერორისტული თავდასხმები გაორმაგდება, „დიდი ქვეყანა“ კი (რომელიც არ დააკონკრეტა და საზოგადოებას მისცა „მარჩიელობის“ უფლება), ჯერ გამოცდის, მერე კი, მტრის წინააღმდეგ გამოიყენებს ბიოლოგიურ იარაღს.

კიბერშეტევები – ტერაქტებისა და ბიოლოგიური იარაღის შემდეგ სამყაროს „გენიოსი“ ჰაკერები დაემუქრებიან განადგურებით, რომლებიც მასობრივად შეუტევენ ინფრასტრუქტურის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიც ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებია, რაც თავის მხრივ, სერიოზულად აზარალებს სხვა ობექტებს და კატასტროფით დაემუქრება მთელ მსოფლიოს.

ცნობილი ადამიანის მკვლელობა – ვანგამ 2024 წელს ცნობილი ადამიანის იწინასწარმეტყველა, რომელზეც მისივე თანამემამულე განახორციელებს თავდასხმას და რომელსაც დიდი რეაქცია მოჰყვება.

ეკონომიკური კრიზისი – ვანგას მტკიცებით, 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოუწევს, რისი მიზეზი მზარდი დავალიანება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია გახდება.

ბუნებრივი კატაკლიზმები – როგორც ჩანს, ის, ვინც ტერაქტებს და ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩება, ბუნებასთან მოუწევს სერიოზული ბრძოლის გამართვა, რადგან მომავალ წელს განსაკუთრებით გახშირდება სტიქიური კატასტროფები.

მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარება – მეტწილად ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, მომავალი წელი არც ისე უიმედო იქნება, რადგან ბაბა ვანგას რწმენით, სწორედ 2024 წელს შეძლებენ მედიკოსები მრავალი უკურნებელი სენის, მათ შორის სიმსივნისა და ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდების შემუშავებას, მეცნიერები კი, სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ კვანტური გამოთვლების სფეროში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved