• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, სამშაბათი, 2 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მთელი თვის მარაგი ამ დღისთვის დახარჯა და ხვალიდან იშიმშილებს” – ნადიმ ხმალაძე

ალია ავტორი - ალია
21:57 01-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,440

ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ამასაც თუ ბევრი გადააზიარებთ მადლობელი დაგრჩებით . მაინც დავწერ?, იმიტომ დავდე პოსტი ახალ წელს მარტო ვხვდები მეთქი რომ , არ მინდოდა იმ უსასრულო , მეტ შემთხვევაში ფარისევლურ საიდანღაც მოტანილ სადღეგრძელოებს , დღეისათვის შეუფერებელ და უადგილო სადღეგრძელოებს არ მესმინა. გაუმარჯოს , ჩვენს ქვეყანას, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველოს, დავით აღმაშენებელს გაუმარჯოს , თამარს გაუმარჯოს , დედმამიშვილობას გაუმარჯოს , დედას გაუმარჯოს , ისე მამამ რა დააშავა არ ვიცი ?, ჩვენს ჯიშს და ჯილაგს გაუმარჯოს, სიყვარულს გაუმარჯოს, მეგობრობას გაუმარჯოს, ვინც ციხეშია მათ გაუმარჯოსო მაგრამ იმ ერთს არაო ,ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს, წასულებს ფეხზე დგომით გაუმარჯოს, ვინც ეს ქვეყანა მოგვიტანა იმათაც ფეხზე ადგომით გაუმარჯოს, ვინც აფხაზეთში რუსეთთან ომში დაიღუპა იმათ გაუმარჯოს, ვინც 2008 ში გმირულად დაეცა იმათ გაუმარჯოს, ვინც სულ ახლა უკრაინაში გმირულად დაეცა იმათ გაუმარჯოს , უკრაინელ გმირ ხალხს გაუმარჯოს , ვინც ახლა უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის იმათ გაუმარჯოს , ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შესვლის დასაწყისს თუ არ ვიცი დასასრულს გაუმარჯოს , ჩვენს მოგონებებს გაუმარჯოს , ბევრგან 37.50 მანეთიან ბილეთს მოიგონებენ კარგად , გაუმარჯოს . უუუხ რა დრო იყოო???, ბევრგან ბიძოს გაუმარჯოს ალბათ , ხო ილიამეორეს გაუმარჯოს , ჩვენს მართლმადიდებლობას გაუმარჯოს, და კიდევ ძალიან ბევრი , გავჩერდები ახლა აქ. ისე აქედან რომელიმეს რეალობაში თუ ვასრულებთ ქართველები სუფრის იქეეთ? იცით ამიტომ შევხვდი ახალ წელს მარტომ. ზუსტად ამიტომ , და კიდე იმიტომ რომ თუ დააკვირდით ქუჩაში და ახალწელსაც ქართველები უმცირესობაში ვართ ჩვენს ქვეყანაში , აღარ დადის ქუჩაში ქართველი, აღარ სეირნობს რუსთაველზე ქართველი , ქართველი ამ დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვიღაც ფულიანი მოხუცის გვერდით ზის და მის კაპრიზებს ასრულებს, რბილად რომ ვთქვა. მილიონნახევარზე მეტი ქართველი. ამ დროს აქ ვინც დარჩა უმეტესი ნაწილი სახლში ზის და საცივზე და გოჭზე არაა საუბარი , ჩვეულებრივი ყოველდღიური კერძი რაც არის ისიც არ აქვს. ან თუ აქვს მთელი თვის მარაგი ამ დღისთვის დახარჯა და ხვალიდან იშიმშილებს. ნაწილისთვის გამოფენილი სუფრები სოცქსელებში , თან იმდენი რომ 80 პროცენტს ხვალ ნაგავში გადაუძახებენ, და ჩენ ამას ტრადიციებს ვეძახით , უნდა შევინარჩუნოთ ძღომის ტრადიციები. მაინტერესებს რა დროიდან მოდის ეს ტრადიციები? იმ დროიდან ხომ არა რაც რუსმა ვანიამ დაგვიპყრო და შემოგვტენა ეს ტრადიციებიი? უზომო სმის, უზომო ძღომის ,უზომო ერთმანეთის ჯიბრზე რაც შეიძლება დაყრილი , ზუტად დაყრილი საჭმელი რის უმეტეესობა არაა საჭირო. სადაური ტრადიციააა? 2 ლიტრიანი ყანწების სმა ქართველების ტრადიციაა? მე წაკითხული მაქვს ქართველი პატარა ფიალით სვამდა ღვინოს და ისიც სამ ფიალას, მეტის დალევა სირცხვილი ყოფილა. კიდე იმიტომ შევხვდი ახალ წელს მარტომ რომ უკრაინაში ომია , ახალ წელს ზუსტად ის ადგილი დაბომბეს სადაც მე ვიყავი ლოკაციაზე , სადაც ჩვენ ბიჭებთან ვიყავი ადგილას, და ახლაც იქედან წამოვედი, იქ საშინელება დატრიალდა ახალ წელს და მე ამ დროს სუფრასთან მაგარ ქეიფში უნდა ვყოფილიყავი, კიდე იმიტომ რომ ჩვენი ბიჭები უკრაინელებთან ერთად გაყინულ სანგრებში ხვდებიან ახალ წელს და როგორც ნახეთ ჩურჩხელები დრონით გაუგზავნეს. და კიდევ!!! თუ დროზე გონს არ მოვეგეთ ცუდი ამბები ელოდება საქართველოს ოთხივე მხრიდან თუ დააკვირდებით. რუსეთი თუ არ დაინგრა ნუ გაქვთ რაიმის იმედი და დღეს დავდგეთ ერთად , გავერთიანდეთ , სოცქსელებს შევეშვათ და დროულად მივხედოთ ჩვენს მართლა ოდესღაც ძლიერ და ლამაზ ქვეყანას თორემ მოგვიწევს ქართველებს გადახვეწილში ყოფნა და ყურება ამ მიწის შორიდან როგორ იქნება ყველა უცხოტომით გავსებული მაგრამ ქართველით არააა. დიახ ასე იქნება ეს თუ ასე სუფრიდან ადგომის შემდეგ დავივიწყებთ იმ სიტყვებს რაც თრობისას ჭარბად გვაქვს და ფხიზელზე დედის გინებით ვკავდებით. დიდი ამბები იქნება 24 ში და საქართველ მზად უნდა იყოს ამისთვის ოღონდ არა ასე როგორც ახლა . ჩვენ ყველანაირი მოვლენისათვის მზად უნდა ვიყო . სხვა ჩემთხვევაში დაგვრჩება ხინკალი , გასაწელი ელარჯი და ბევრი მოგონება რაც კარგი მოგონება დამიჯერეთ არ იქნება. პს : ახალ წელს უამრავ ახლობელთან თუ ოჯახის წევრთან თუ მეგობართან შემეძლო შეხვედრა , ან სულ მცირე რომელიმე მაგარ ქვეყანაში, ისე სულ ცოტა მაკლდა უკრაინაში წასვლას და იმ ადგილას შევხვდებოდი რომელიც ახალ წელს დაბომბეს კიევში. ” ბედნიერი ერი”

თეგები: ნადიმ ხმალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

19:07 12-01-2025
თეატრ „სახელოსნო 42“-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
ახალი ამბები

თეატრ „სახელოსნო 42“-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი

17:32 12-01-2025
მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი
ახალი ამბები

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი

16:15 12-01-2025
1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
ახალი ამბები

1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

15:02 12-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved