• რეკლამა
  • კონტაქტი
12:23, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გელოდება დღეს? – 3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ალია ავტორი - ალია
11:35 01-03-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
995

ვერძი

ამ დღისთვის არაფერი დაგეგმოთ – მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. შეგიძლიათ უსამართლო კრიტიკას „ორი ყურის პრინციპით“ უპასუხოთ და საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმის დასრულების ან მიცემული დაპირებების შესასრულებლად. გირჩევთ, რომ ძველი ვალდებულების შესრულებამდე ახალი არ აიღოთ. ეს როგორც ფინანსურ, ისე საყოფაცხოვრებო საქმეებს ეხება. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.

ტყუპები

ძველ მეგობრებთან და დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან ურთიერთობა კმაყოფილებას მოგანიჭებთ. არსებობს მოულოდნელი შემოსავლის მიღების შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. სირთულეებს აუცილებლად გაუმკლავდებით. შესაძლოა, ვიღაც ისეთის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

ლომი

მეგობრები რომელიღაც მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, ძველი კონტაქტები არ დაკარგოთ, რომ საჭირო დროს მათთან დაკავშირება შეძლოთ. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას მიჰყვეთ და ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევთ. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან კამათი, თუმცა ყველა გაუგებრობას მალე ორივე დაივიწყებთ.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე მეტად, ნაჩქარევი, ემოციური გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერდოთ და კარგად შედგენილ გეგმას უნდა მიჰყვეთ. გირჩევთ, ნებისმიერ კამათში ემოციები აკონტროლოთ, რათა უნებურად, თანამოსაუბრე არ შეურაცხყოთ. შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ.

სასწორი

ამ დღეს ყველაზე მეტად სხვის საქმეებში ჩარევას და რჩევების მიცემას უნდა მოერიდოთ, განსაკუთრებით თუ ამის შესახებ არ გთხოვენ. ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერ დაბრკოლებას ადვილად გადალახავთ. ეცადეთ დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ.

მორიელი

ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში შესაძლოა, დაძაბულობამ თავი იჩინოს. გირჩევთ, პაუზა აიღოთ და გარკვეული დრო განმარტოებით გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, თქვენთვის საინტერესო ადგილს ეწვიოთ. სწორედ აქ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

მშვილდოსანი

მთელ დღეს საკუთარი სიმართლის მტკიცებაში გაატარებთ. პიროვნული თვისებების და პლანეტების ხელსაყრელი განლაგების დამსახურებით ახალი მოკავშირეების პოვნას და ოპონენტების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.

თხის რქა

გავლენიანმა ადამიანებმა, რომლებსაც დღეს შეხვდებით, შესაძლოა დახმარება ან მფარველობა შემოგთავაზონ, ამიტომ მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და ყველა იმ შესაძლებლობით ისარგებლეთ, რომელიც ამ დღეს გექნებათ. საღამოს მოულოდნელ ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

მერწყული

მოერიდეთ კამათს, საკუთარი სიმართლის მტკიცებას და დაპირისპირებას. გირჩევთ, ახალ გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და შეძლებისდაგვარად, მოერგოთ. ნუ ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ – ეს აუცილებლად დანაკარგებს გამოიწვევს.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 3 იანვარს დაწყებული საოჯახო საქმეები დროულად დაასრულოთ და საღამოს საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ. დაგეგმილი მოგზაურობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება – შეიძლება თქვენი მომავალი პროექტისთვის მშვენიერი იდეა იპოვოთ. უმჯობესია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved