• რეკლამა
  • კონტაქტი
22:15, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ჩემი წიგნების განადგურებამ ძალიან იმოქმედა” – როგორ განადგურდა ჰენრი კუპრაშვილის წიგნის ფონდი

ალია ავტორი - ალია
02:53 01-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
906

ლეგენდარული ქართველი მოცურავე, ჰენრი კუპრაშვილი ახალი წლის წინა დღეს გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა, მიზეზი კი ხაშურში მისი სახელობის ბიბლიოთეკის განადგურება გახდა.

ჰენრი კუპრაშვილი:

,,სამშობლო არ გამიყიდია, კორუფციაში არ გავრეულვარ მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში მაღალ თანამდებობებზე ვმუშაობდი ხელისუფლებაში, ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ მქონია. ცოლშვილთან ერთად ყველა გაჭირვება გადავიტანეთ, მაგრამ წიგნებს მაინც ვიძენდით, რადგან ცოდნა და წიგნები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს! ამას მხოლოდ წიგნიერი ადამიანი გაიგებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ჩემი წიგნების განადგურებამ ძალიან იმოქმედა… 31 დეკემბერს Tbilisi Heart Center/თბილისის გულის ცენტრი -ში მოვხვდი… ეეეჰ, ხაშურლებო!!!”

 

ირაკლი წერეთელი ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

,,ჩემი ძალიან დიდი სოლიდარობა ერის ერთ-ერთ გამორჩეულად ღირსეულ მამულიშვილს, მოზროვნეს, შესანიშნავ მეცნიერ-მ,ვლევარს, პედაგოგ-ლექტორს, პროფესორსა და დოქტორს, პოლიტოლოგს, უტყუარი სტრატეგიული პოლიტიკური პოზიციებისა და ორიენტაციის მატარებელ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ მორკინალს, არაერთი მსოფლიო რეკორდების დამამყარებელს ჰენრი კუპრაშვილს, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის უსინდისო უპასუხისმგებლობის გამო შეხვდა ძალიან დიდი ნერვიულობა და განუვითარდა მტკივნეული და სახიფათო გულის შეტევა. ბატონმა ჰენრიმ 2017 წელს ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში, ხაშურის ბიბლიოთეკას გადასცა 2000 ცალი უნიკალური წიგნი. ხაშურში გაიხსნა ბატონი ჰენრი კუპრაშვილის სახელობის წიგნების ფონდი და ეს ყველაფერი, ყველასათვის მოულოდნელად განადგურდა ბიბლიოთეკის ადგილობრივი დირექტორის დანაშაულებრივი გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის გამო. კერძოდ ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე წიგნები ხსენებული ფონდიდან გადაიტანეს სხვა სათავსოში ,რომელიც შემდგომში ჩამოინგრა და ამხელა, წლების მანძილძე, რუდუნებით ნაგროვი 2000 წიგნოვანი უნიკალური ფონდი, რომ იტყვიან უღმერთოდ ჩაიკარგა და გაცამტვერდა ახალი სათავსოს ჩამოშლილ და ჩამონგრეულ კედლებში.//////////////////////////////////////////////////////////ბატომ ჰენრიმ იმდენად ინერვიულა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით რკინასავით ჯანმრთელ, გაუტეხელ კაცს შეხვდა ინფაქტი და ახლა წოლით რეჟიმზეა გადაყვანილი და საჭიროებს გადაუდებელ და სერიოზულ მკურნალობას.////////////ჰენრი კუპრაშვილი არის ოთხი ქართველი შვილის მამა, რვა შვილიშვილის ბაბუა და ორი შვილთაშვილის პაპა. პირდაპირი შვილიშვილი საქართველოს დამოუკიდებობისათვის ბრძოლაში დაცემული, 1924 წლის დიდი განმანთავისუფლებელი აჯანყების მონაწილის ლუკა კუპრაშვილისა. ///////////////////////////////////////////////////// მივმართავ ოფიციალურად საქართველოს მთავრობას, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სასწრაფოდ ჩაერიონ ამ ღირსეული მოღვაწისა და პიროვნების მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაში და აუცილებლად აღმოუჩინონ სრული შესაბამისი ფიმასური დახმარება! ბატონო ჰენრი უკვე შექმნილი მდგომარეობით ნამდვილად არის თანამდებობრივი დანაშაულებრივი უპასიხისმგებლობის მსხვერპლი და ამ სამწუხარო ფაქტს აუცილებლად უნდა მიეცეს შედეგებზე ორიენტირებული აუცილებელი სამთავრობო ყურადღება. ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ბატონი ჰენრი!

თეგები: ჰენრი კუპრაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved