• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქ რა გინდა, ჩვენთან გადმოდი და დაფინანსებაც გექნება” – იქ, წალენჯიხაში, მინისტრი გუნდის წევრების დაფინანსებაზე დაუფინანსებელ თანამშრომლებთან

ალია ავტორი - ალია
00:48 12-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
735

თაიმერის ინფორმაციით, 27 დეკემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი წალენჯიხის სალოტბარო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდა.

შეხვედრაზე წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელაქანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წალენჯიხის მერიის პრიორიტეტი კულტურა და განათლება ნამდვილად არის, თუმცა ბელქანიას თქმით, საჭიროა, რომ კულტურის სამინისტრომ სალოტბარო სკოლას მეტი ყურადღება მიაქციოს. ბელქანიამ წულუკიანს, როგორც ქვეყნის ვიცე-პრემიერსა და კულტურის მინისტრს უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე წერილებს უგზავნის, თუმცა უწყება პასუხად დუმილს ამჯობინებს. მერის მოადგილემ წულუკიანს ენგურჰესი და სქურის გზა და სხვა პრობლემებიც შეახსენა.

როგორც ჩანს, ბელქანიას გამოსვლა მინისტრ თეა წულუკიანს მაინცდამაინც არ მოეწონა და ჯერ იყო და საკუთარი გამოსვლა  ასე დაიწყო: – მოგესალმებით ჩემ თანამშრომლებს. ამის შემდეგ, წულუკიანს მადლობის თქმაც მოუწია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, სალოტბარო სკოლის შეფარებისთვის, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების დაფინანსებისთვის.

მინისტრმა გადაწყვიტა, თამარ ბელქანიას საჯაროდ შესთავაზა “ოცნების” გუნდში გადასვლა:

წულუკიანი:

-იქ რა გინდა, სადაც ხარ. ჩვენთან, გადმოდი და დაფინანსებაც გექნება და ყველაფერიც.

ბელქანია:

-ზუსტად ვიცი  სადაც ვდგევარ და ჯობია ერთად დავდგეთ ხალხის სამსახურშიო.

წულუკიანის ცინიზმმა დარბაზში მსხდომთა უსიამოვნება გამოიწვია, გაუგებარი იყო, რა იგულისხმა მინისტრმა, სად აქ არ უნდა იყოს მერის მოადგილე და რატომ თვლის რომ რომელიმე ქალაქის მერიაში მუშაობა მიუღებელია და ასევე, ისიც შეურაცხმყოფელი იყო მოქალაქეებისათვის, რომ თურმე, მინისტრი თვლის, რომ მხოლოდ მისი გუნდის წევრებს უნდა გამოუყოს დაფინანსება რაიონის პრობლემების მოსაგვარებლად და თუ მისი გუნდის წევრები არ არიან ადგილობრივ ხელისუფლებაში, დაე, მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტი აკმარონ წლობით დაგროვილ პრობლემებს და ბონუსად, მისივე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიც ამ მწირი ბიუჯეტიდან დააფინანსონ. ორმაგად უხერხული იყო ეს განცხადება იმის გათვალისწინებით, რომ სალოტბარო სკოლის მხოლოდ 2 პედაგოგს უხდის სამინისტრო ხელფასს, დანარჩენებს კი, “იქ”, ანუ წალენჯიხის მერია უხდის ხელფასს.

 

თეგები: თამარ ბელქანიათეა წულუკიანიწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved