• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებთან ვიზიტს

ალია ავტორი - ალია
13:35 12-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა და ე.წ. ვიცეპრემიერმა, კრისტინა ოზგანმა სპუტნიკ აბხაზიასთან საუბარში დაადასტურა, რომ გასულ დღეებში ის ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ოზგანის თქმით, ქართულ მხარესთან “სამუშაო შეხვედრა ენგურჰესის კაშხალთან” გამართეს.

“განვიხილეთ 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული”. – თქვა ოზგანმა.

ოზგანის თქმით, მათმა რეჟიმმა ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციას აპირებენ.

როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამომგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ. ამავე ინფორმაციით, მან თქვა, რომ 2015 წელს რეკონსტრუქციის პროექტი განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის გამოყენება თითქმის ორჯერ უფრო მცირე იყო.

ოზგანის ვიზიტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ ოპოზიციურ ჯგუფებში. ერთ-ერთ მოძრაობაში, არუააში გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ე.წ. მინისტრის ქმედება გააკრიტიკეს.

მათი თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, “აფხაზეთის რესპუბლიკის არც ერთი მაღალჩინოსანი საქართველოში არ ყოფილა”, ხოლო ქართულ მხარესთან ენერგეტიკასა და ინციდენტების პრევენციაზე საუბარი გალის რაიონში იმართებოდა.

“როგორ გაბედეთ მოქმედმა პოლიტიკოსმა ჩასულიყავით მტრულ ქვეყანაში, ხალხისგან დამალულად და გეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენი სახელით?”. – წერია განცხადებაში.

აფხაზური მედია, Нужная газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და ზუგდიდში ენგურჰესის წარმომადგენლებს შეხვდა.

მედიის ცნობით, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრი ჰესის წარმომადგენლებს საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდებას სთხოვდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ხანებში ელექტროენერგიის კრიზისია. გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონს საკუთარ ელექტროობას უსასყიდლოდ არ მიაწვდიდა.

,,ტაბულა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved