• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

KidNest-ი საბავშვო ბაღების სამართავი სისტემა, რომელიც ბაღების ადმინისტრაციას მშობლებთან აკავშირებს, სტარტაპ პრე-აქსელერატორის ფინალისტია

ალია ავტორი - ალია
15:21 12-25-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

კომპანია KidNest-ი სტარტაპ პრე-აქსელერატორის მონაწილე ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც პრე-აქსელერატორის გუნდთან, მოწვეულ ექსპერტებთან და სპიკერებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებაზე იმუშავებს. სამუშაო პროცესი ოქტომბერში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, მონაწილე სტარტაპებმა,პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, პროგრამები მნიშვნელოვნად დახვეწეს.

მობილური აპლიკაცია KidNest-ი 2023 წლის ზაფხულში შეიქმნა და მისი მიზანი საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის, აღმზრდელებისა და მშობლების ერთმანეთთან სწრაფად და ეფექტურად დაკავშირებაა.

მარტივად სამართავი, მრავალფუნქციური სისტემა,ერთი მხრივ, აღმზრდელების სამუშაოს ამარტივებს– საშუალებას აძლევს მათ, დაზოგონ დრო, ენერგია და სულ რამდენიმე წამში შეატყობინონ მშობლებს ბავშვის ყოველდღიური თუ პერიოდული აქტივობების, ასევე მათი საჭიროებების შესახებ, მეორე მხრივ კი, KidNest-ის საშუალებით მშობლები სისტემატურად იღებენ ინფორმაციას საბავშვო ბაღში დაგეგმილი ღონისძიებების, გადასახადის დაფარვის ვადებისა და დასვენების დღეების შესახებ, ადმინისტრაციას კი აპლიკაცია აღსაზრდელების, მათი მშობლების და ფინანსების შესახებ მწყობრ ინფორმაციას აწვდის.

KidNest-ს მარტივად სამართავი სისტემა აქვს. პირველ რიგში, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია პლატფორმაზე არეგისტრირებს აღსაზრდელს და მშობელს სარეგისტრაციო ლინკს უგზავნის. ამგვარად აპლიკაციის შემქმნელებმა ბავშვთა უსაფრთხოებაზეც იზრუნეს – ამ ლინკის საშუალებით ბავშვთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მშობელს, ან მშობლის მიერ დარეგისტრირებულ სანდო პირს ეძლევა. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მშობელს სისტემაში ყველა ის ინფორმაციაშეჰყავს, რაც მას ხელშეკრულებაში უნდა მიეთითებინა, ამგვარად, აპლიკაციის საშუალებით მშობელი საბავშვო ბაღთან ონლაინხელშეკრულებას აფორმებს. სისტემაში შეყვანილი მონაცემების საშუალებით, ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს სწრაფად მოიძიოს მშობლის ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასევე, აპლიკაციის ჩათში დაეკონტაქტოს მას. ჩათი და ქლაუდ-სისტემა KidNest-ის ასევე მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომლებიც ბავშვის შესახებ ინფორმაციას ერთიან სივრცეში უყრის თავს.

აპლიკაცია ხანგრძლივი კვლევის შედეგად შეიქმნა და უკვე რამდენიმე საბავშვო ბაღში გაიტესტა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სატესტო ვერსიას საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მოჰყვა,როგორც საბავშვო ბაღების, ასევე მშობლების მხრიდან.

„სისტემა სამ დიდ საბავშვო ბაღში გავტესტეთ და შედეგით კმაყოფილი ვართ. ორივე მხარემ საკმაოდ მარტივად აუღო ალღო ჩვენს პლატფორმას და საბოლოოდ ყველა მიხვდა, რამდენი დროის, ენერგიისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა შეიძლება KidNest-ის საშუალებით და რამდენად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს კომუნიკაცია საბავშვო ბაღსა და მშობლებს შორის. ამავდროულად, სატესტო რეჟიმმა ცხადად დაგვანახა ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზეც სისტემატურად ვმუშაობთ. ამაში ძალიან დაგვეხმარა პრე-აქსელერატორი, რომელმაც საშუალება მოგვცა, შევხვედროდით მაღალი დონის ექსპერტებს, სპიკერებს, გაგვეცნო მათთვის ჩვენი სტარტაპი და უნიკალური ფიდბექი მიგვეღო.სასწავლო პროცესის განმავლობაში შევცვალეთბიზნესგეგმა, დავუმატეთ კომპონენტები, დავხვეწეთ  სტრატეგია. საბოლოოდ, მოვამზადეთ ძალიან კარგი ფიჩი, რის საფუძველზეც „ქიდნესტი“იმ 9 სტარტაპს შორის მოხვდა, რომლებიც პრე-აქსელერატორის პროექტის ფარგლებში 3 დღით ტალინში გაემგზავრება. ეს არის სრულიად უნიკალური პროცესი და გამოცდილება, რომელიც მივიღეთ და რომელიც პრე-აქსელერატორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – ამბობს ქიდნესტის თანადამფუძნებელი, ქეთანა სტურუა.

„ქოდნესტი“ სხვა სტარტაპებთან ერთად ტალინში იანვარში გაემგზავრება, სადაც 3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში ბუტკამპი და საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებია დაგეგმილი. .

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა დაპროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემისგამოწვევებს პასუხობს. პროექტს, დაარსების დღიდან თიბისის პროგრამა სტარტაპერი უჭერს მხარს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი ჩაერთო და, მთლიანობაში, გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved