• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფრანგეთმა იმიგრაციის შესახებ კანონი მიიღო

ალია ავტორი - ალია
11:19 12-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
927

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სამთავრობო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მას პარლამენტის ორივე პალატა მიემხრო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ კონსერვატიულ ოპოზიციასთან კომპრომისს მიაღწია.

კანონპროექტი ითვალისწინებს კვალიფიციური მუშახელისთვის საფრანგეთში დროებითი ბინადრობის ნებართვას. საუბარია ინდუსტრიებზე, რომლებიც განიცდიან მუშახელის დეფიციტს. კანონპროექტი ამარტივებს თავშესაფრის მიღების პროცედურას. თუმცა უცხოელები სახელმწიფო შემწეობის მიღებას საფრანგეთში ცხოვრების ხუთი წლის თავზე შეძლებენ, დასაქმებულები კი – 30 თვის შემდეგ.

მაკრონისთვის მოულოდნელობა იყო მარინ ლე პენის პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მხარდაჭერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ის პოლიტიკურ ოპორტუნიზმში დაადანაშაულა, შემდეგ კი სატელევიზიო ინტერვიუში ინციდენტს „უაზრო ნაბიჯი“ უწოდა, იუწყება Reuters-ი.

საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ ექვს თვეში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი საკითხი სწორედ მიგრაცია იქნება. ფრანგი კანონმდებლების მიერ საიმიგრაციო კანონის დამტკიცებამ შეიძლება მემარჯვენეები გააძლიეროს და მათ დამატებითი ძალა შესძინოს. მარინ ლე პენმა საიმიგრაციო კანონპროექტის დამტკიცებას თავისი ულტრამემარჯვენე პარტიის “დიდი იდეოლოგიური გამარჯვება” უწოდა.

მაკრონის სოციალ-ლიბერალური „აღორძინების“ პარტიის მემარცხენე წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას ვეღარ დაუჭერენ მხარს. რამდენიმე მინისტრი კი გადადგომით დაიმუქრა.

არასამთავრობო და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კანონს უწოდეს „უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე რეგრესული“, რომელიც ზღუდავს საფრანგეთში ხანგრძლივად მცხოვრები უცხოელების უფლებებსაც.

პარლამენტის მხარდაჭერილ კანონს ხელმოსაწერად მაკრონს უახლოეს პერიოდში გადასცემენ.

სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის გამოკითხვით, ფრანგების 70 % ახალ კანონს ემხრობა. მათ შორის 87% მაკრონის მხარდამჭერია.

საფრანგეთში მცხოვრები, მაგრამ სხვა ქვეყნებში დაბადებული ემიგრანტების რაოდენობა 1946 წელს 5% იყო, 1975 წელს 7,4%-მდე გაიზარდა, 2010 წელს გახდა 8,5%, ხოლო 2022 წელს საფრანგეთის მთლიანი, 68 მილიონი მოსახლეობის 10%-ს გაუტოლდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved