• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გერმანიამ საქართველოს სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო – გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ალია ავტორი - ალია
20:00 12-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,087

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის ვიზიტის შედეგად ქვეყნებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას განიხილავს.

როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წერს, გერმანიას ქართველ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ორი მიზანი აქვს: “ნაკლებმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვოს გერმანიისგან თავშესაფარი, რადგან ისინი, როგორც წესი, თავშესაფარს ვერ იღებენ და ეს პროცედურები ისედაც დატვირთულ გერმანულ ბიუროკრატია კიდევ უფრო აწვება. ამის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეები ემიგრირდნენ ჩვეულებრივ შრომის ბაზარზე, რადგან გერმანიას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა აქვს”.

მაუწყებლის ცნობით, მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მიხედვით, საკუთარი სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა. დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს. როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, “გერმანიის პერსპექტივიდან ეს ლოგიკური შეთავაზებაა, თუმცა, საქართველოს მთავრობისთვის სრულებით უინტერესო”.

გამოცემა წერს, რომ საქართველო “ტვინების გადინების” პროცესს ისედაც განიცდის: “უამრავმა განათლებულმა ახალგაზრდამ ქვეყანა უკვე დატოვა, ქვეყანაში დარჩენილი კადრები კი საქართველოს თავადვე აუცილებლად სჭირდება”. გამოცემის შეფასებით, ქვეყნიდან გადინების მიზეზი ზოგ შემთხვევაში კარიერული პერსპექტივის ნაკლებობაა, ზოგში კი რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაცია.

როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, იოაჰიმ შტამპი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით “შეთანხმება საქართველოს იმ მოქალაქეებზე შედგა, რომლებმაც სამშობლო უკვე დატოვეს და ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან”. მისივე თქმით, სწორედ ამ კადრებს მიიწვევენ გერმანიის სამუშაო ბაზარზე “განსაკუთრებით ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და ზრუნვის სფეროში, სადაც გერმანია კადრების ნაკლებობას განიცდის”.

მაუწყებელს მაგალითისთვის მოჰყავს ის ქართველები, რომლებიც პოლონეთსა ან საბერძნეთში დაბალანაზღაურებად სამსახურებში არიან დასაქმებულნი, რომლებიც, შესაძლოა, გერმანიის სამუშაო ბაზარზე უკეთესი პირობებით დასაქმდნენ.

გერმანიის ფედერალური ხელისუფლების ცნობით, ქვეყნები უკვე მუშაობენ საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის ლეგალური უფლება არ აქვთ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და სანაცვლოდ, გერმანია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონურად მუშაობენ, უკეთეს პერსპექტივას შესთავაზებს.

თანამშრომლობა გაღრმავდება, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებით და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით, მაგალითად, სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლითი პროგრამებით. ამისთვის საქართველოს ჩართულობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება.

როგორც გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, გერმანიის ფედერალური ხელისუფლება მსგავსი შეთანხმების მიღწევას მოლდოვასთანაც შეეცდება.

„ტაბულა“

თეგები: ნენსი ფეზერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved