• რეკლამა
  • კონტაქტი
13:06, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები ₾1.5 მილიონით, სულ ₾18 მილიონამდე გაიზარდა – „ფლანგვის დეტექტორი“

ალია ავტორი - ალია
14:01 12-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

„ფლანგვის დეტექტორი“ მორიგ კვლევას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ  უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები 1.5 მილიონი ლარით, 18 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები კი “ქართული ოცნების” დონორების კომპანიამ – შპს “ჯეუ გრუპმა” – შეასრულა:

„უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიამ ტენდერი 2023 წლის 12 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17,221,286 მილიონი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს 1-თვიანი ვადა ჰქონდათ, თუმცა მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანია შპს ჯეუ გრუპმა გამოთქვა, რომელმაც შეთავაზებული 16,529,440 ლარით აღნიშნულ ტენდერში  გაიმარჯვა კიდეც.

კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 25 მაისს გაფორმდა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადაც ჯამში 190 კალენდარული დღე განისაზღვრა. აქედან 45 დღე – საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად, ხოლო 145 – სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად. 2023 წლის 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა.

თბილისის მერიამ ამ შემთხვევაშიც მანკიერ პრაქტიკას მისდია და ხელშეკრულებაში არა ერთი ცვლილება შეიტანა, რამაც შესყიდვის ღირებულება გაზარდა. 2023 წლის 11 აგვისტოს ცვლილებით ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ცვლილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ავტოტრანსპორტის გადაადგილების პროექტი დასახელდა. პროექტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშოები შესაბამისობაში არ მოდიოდა ქუჩის რეაბილიტაციის თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვასთან.

ამის შემდეგ,  2023 წლის 28 ნოემბერს, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. სამუშაოების მოცულობა დაზუსტდა და ის საბოლოოდ ჯამში 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარი გახდა.

სახელშეკრულებო პირობებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თბილისის მერი კახი კალაძეც ამავე ვადებს ასახელებდა, მაგალითად, 2023 წლის 4 ნოემბერს პირველი არხის ეთერში, ხოლო 2023 წლის 22 ნოემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე. საბოლოო ჯამში, სამუშაო ოფიციალურად 4 დეკემბერს დასრულდა და ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ კომპანია ჯამში სამჯერ დააჯარიმა სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო. ჯარიმების საერთო ღირებულებამ 32,500 ლარი შეადგინა.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანია

შპს ჯეუ გრუპი 2008 წლის 23 აპრილს დაარსდა. კომპანიის 50-50%-ს ფლობენ გიორგი მარკოიშვილი და ნინო კიკაბაძე. აღნიშნული კომპანია გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობს. 2013 წლიდან ის აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში, რომლის შემსყიდველიც ყველა შემთხვევაში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოა. 2013-2023 წლებში ამ კომპანიამ 389 მილიონი ლარის ტენდერებში გაიმარჯვა და 7,982,215 ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

ამ კომპანიის მფლობელები არიან მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები. 2017 წლის აგვისტოში, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, შპს ჯეუ გრუპის მფლობელებმა 25-25 ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. წარსულში ეს კომპანია ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების გამო. მაგალითად: 2019 წელს, როცა კომპანია კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს ჯეუ გრუპი გააკრიტიკა და თქვა რომ: “ის რაც კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზებზე ხდებოდა იყო სრული კატასტროფა”.

აგრეთვე ეს კომპანია თბილისში ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, რომელიც დაგეგმილზე 9 თვით გვიან დასრულდა, ხოლო უშუალოდ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კი არა ერთი ხარვეზი გამოვლინდა, რამაც აგრეთვე კითხვის ნიშნები გააჩინა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მამრთველ პარტიასთან დაახლოებულმა კომპანიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ხოლო თბილისის მერიისგან სამუშაოების დასასრულებლად შეთავაზებულ ფასზე 1.5 მილიონი ლარით მეტი ჩაერიცხება.

დასკვნა

თბილისის მერიამ უკონკურენტო გარემოში მოგებული ტენდერის პირობებში 16,529,440 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა მისი შემომწირველის კუთვნილ, წარსულში სამუშოების არაჯეროვნად შესრულებაში მხილებულ კომპანიას, ჯეუ გრუპს.

ხელშეკრულებაში შესული ცვლილების თანახმად სამუშოების მოცულობა 1,490,861 ლარით გაიზარდა და 18,020,301 ლარი გახდა. ხოლო შემდეგ ის მიზერული 407 ლარითა და 88 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 18,019,893 ლარია. კომპანიას ჯერჯერობით ჩარიცხული აქვს თანხის მხოლოდ 60%. სამუშაოების მიმდინარეობისას ის აგრეთვე სამჯერ იქნა დაჯარიმებული თბილისის მერიის მიერ, სამუშოების არაჯეროვნად შესრულების გამო.

სამწუხაროდ, თბილისის მერია მრავალმილიონიან ტენდერებს კორუფციის მაღალი რისკების ქვეშ ატარებს, სამუშაოები კი ბიუჯეტს დაგეგმილზე მეტი უჯდება. ეს ყოველივე ან არასწორ დაგეგმარებასა და ცუდ მენეჯმენტზე, ან შესაძლო კორუფციული გარიგების ეჭვს აჩენს.“

თეგები: კახა კალაძეფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved