• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, კვირა, 19 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, თავისუფლების მოედანი 21:00 საათამდე სრულად ჩაკეტილი იქნება

ალია ავტორი - ალია
11:43 12-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

თბილისის მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 00:00 საათიდან 21:00 საათამდე თავისუფლების მოედანი სრულად ჩაკეტილი იქნება. შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას.

შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.

ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით.

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებითვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე (ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩის კვეთა).

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.

“15 დეკემბრის 00:00 საათიდან 10:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე“ და შემდეგ უკუმიმართულებით, ხოლო 10:00 საათიდან, ავტომობილები რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩამდე, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ.

შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. თავისუფლების მოედნის გადაკეტვის შემთხვევაში, N316, N324, N364, N374, N380, N382, N383, N390 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ ამაღლების ქუჩის N11-მდე და უკან.

მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, N301, N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ კოსტავას ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ზეთისხილის ხემდე, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას.

უკუმიმართულებისას, N306, N310, N314, N326, N342, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, ამის შემდეგ მტკვრის მარჯვენას სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და მოძრაობას განაგრძობენ დადგენილი სქემით.

N301,331,N337,N345 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან ჩავლენ იუსტიციის სახლისკენ და იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგ კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N305, N309, N325, N344, N350, N359, N371, N393 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ბოლო გაჩერებაზე მისასვლელად, თავისუფლების მოედნის ნაცვლად, მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში და გადავლენ „კონკის“ მხარეს.

N320,323,395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან აღარ ავლენ რუსთაველის გამზირზე და მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რის შემდეგაც გადავლენ მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაუკავშირდებიან ხეთაგუროვის ქუჩას. ამის შემდეგ N323 და N395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ დადგენილი სქემით.

N320 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები დაუკავშირდებიან ზაარბრიუკენის მოედანს, ამის შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

N344, N350, N371 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებენ ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბართაშვილის ხიდის გავლით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved