• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იდიოტი აქ არავინაა”; “ავადმყოფი რომ მიგვყავს, ორმოცი გზაში გვეწევა”; “ჯოჯოხეთში გვაცხოვრებთ”; “მოკლედ, @ლეები ხართ” – რას წერს ხალხი თბილისის მერს

ალია ავტორი - ალია
00:45 12-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,581

თბილისის მერიის განცხადებას, რომლითაც გამოეხმაურნენ “ფლანგვის დეტექტორს” და გვერდს “ჩემი ქალაქი მკლავს” და წერეთლის გამზირის დასრულების ვადის სამი თვის გადაწევის შესახებ ინფორმაციას დეზინფორმაცი უწოდეს და დაწერეს, რომ გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში, ანუ, 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება, არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. მოქალაქეები თბილისის მერს მიმართავენ და წერენ, რომ თავად უყურებენ რა მდგომარეობაა წერეთელზე და არ სჯერათ ამ დაპირების და განსაკუთრებით კი არ სჯერათ იმის, რომ რეაბილიტაცია ნამდვილად ისე დასრულდება, როგორი დაპირებაც იყო და არა ფასადურად.

 

კომენტარების წყარო – თბილისის მერიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში, კომენტარები აღებულია მხოლოდ ერთი განცხადებიდან:

რაც კეთდება და ლამაზდება კარგია მაგრამ რეაბილიტირებული წერეთლის მაკეტი დადეთ თქვენს გვერდზე, ანუ როგორი იქნება სარემონტო.სამუშაოები რომ მორჩება. .. ტროტუარზე ფილების ნაცვლად “ასფალტს” რომ აგებენ ეს რა არის?.. უფრო სწრაფად რომ მორჩეს იმიტომ ხდება და სილამაზეს არააქვს მნიშვნელობა თუ ასფალტს ზემოდან დაეკრება ფილები? მართლა საინტერესოა ტროტუარზე ასფალტი. კომუნისტების დროს ხდებოდა ასე.. თან ამდენ მილიონიან ტენდერში

ღამე მუშაობენო და რამდენჯერაც გავიარე ალბათ 9-10 საათის მერე კაციშვილი არ მინახავს იქ მუშაობდეს. სამუშაოების ნახევარია დარჩენილი და თვენახევარში (იანვრის ბოლოს) დასრულდებაო, ანუ სუ 3-4 თვის ამბავი უნდა ყოფილიყო ესეიგი რეაბილიტაცია ხო ლოგიკურად?

დიღმის მასივში პარკიც 31 იანვარს უნდა დასრულდეს? 30 ნოემბერი გეწერათ ??? 2023 წლის 30 ნოემბერი(!) და რა დღეა დღეს?! გაჩვენოთ პარკი თუ იცით როგორცაა? იდიოტი აქ არავინაა Kakha Kaladze კახა კალაძე ❗

თემქაზე 50 მეტრი გზა (მთავარი) ვერ გააკეთეთ რვა თვეა.

მერმა რო ვიდეო ჩაწერა წერეთელზე ეგეც სრული სიცრუეა და არ ასახავს იმ რეალობას რაც აქ დაატრიალა . რა მდგომარეობაშიც ჩააგდო მოსახლეობა. რეაბილიტაცია კი არა ადამიანის არაფრად ჩაგდება და დამცირებაა ის რაც აქ ხდება, როგორ მდგომარეობაშიც ბავშვები დადიან სკოლებში და საბავშვო ბაღებში. მუდმივ საცობებზე,უწყლობაზე და უგაზობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ჯერ უკომენტაროდ… დაგიბრუნდებით 01.02.2024- ში. პ.ს რაც არ უნდა დაასრულოთ რაც ახლა წერეთელზე ხდება ხალხის უპატივცემულობაა სულ მინიმუმ, თხრაში და აყრაში ბადალი არ გყავთ და მერე 2 მუშაობს 5 უყურებს, ერთი ფიცარი ვერ იშოვეთ ამხელა ტენდერში 500-700 მეტრის დაშორებით მაინც რომ დაგედოთ. აი დღეს გადაიღეთ ტიკტოკ ედითი კარგი ამინდია “გაზმანული” იდეებისთვის.

თუ შეიძლება, პროექტი დალინკეთ, როგორი იქნება საბოლოოდ. დიდი ხანია, ველოდებით და ცოტა ხნის წინ შევნიშნე, ტროტუარზე ასფალტს ასხამდნენ…. იმედია, ფილებს გადააგებთ ზემოდან და ასე უშნოდ არ დატოვებთ…

ასფალტი გერჩიოთ. ყვითელი ფილები რომ დააგეს ჭავჭავაძეზე და მელიქიშვილზე, საშინლად სრიალებს და გადაგლესილია უკვე ჭუჭყისგან.

აქ ვინც ვცხოვრობთ ნერვული სისტემა კი მოგვენგრა და აწი @რაკში სარი გითხრიათ ძმებო.

მიკცევიჩის ქუჩის ხვნა-დაბარვა როდის უნდა დასრულდეს? კატასტროფა ხდება. რით ვერ დასრულდა?

უნივერსიტეტის ქუჩაზე საშინელება ხდება.

ბატონო კახი, უკვე გაუსაძლისია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მარშალ გელოვანის (სოფლის მეურნეობის სამინისტროდან) დიდუბის მიმართულებით. მხოლოდ ერთი სამარშუტო ტაქსი დადის #531 და ისიც სულ დაკავებულია. იქნებ სამარშუტო ტაქსი ავტობუსით ჩაანაცლოთ, რომ ყველამ შეძლოს მგზავრობა.

აუ საღოლ თქვენ თუ 1.5 თვეში მოაგვარებთ იმას, რასაც 8 თვეა ჩიჩქნის სხვადახვა სამსახური, აი მართლა საღოლ 
პ.ს. ადამიანები ვცხოვრობთ წერეთელზე, ბავშვები დადიან სკოლაში, ნავები და მებორნეები მაინც დააყენეთ რომ ბავშვებმა წვიამიან ამინდში გზა გადაცურონ. ?
პ.ს.ს. ცალ მხარეს მაინც მოგეგვარებინათ ტროტუარი, სანამ მეორე მხარეს გადათხრიდით! ეხლა ტროტუარიც აღარ არსებობს. პურზე წასული სახლში ვბრუნდები ტყიდან რო 3 ურემ შეშას გამოიტან გაზელილი ტალახში ისე.
ვაკის პარკის შადრევანიც დაასრულეთ და გახსენით თქვენი მოკლე ჭკუით, თქვე იდიოტებო!!! თემქაზე, 4 მიკრო რაიონში კანალიზაციის მილები შეცვალეთ და გათადხრილი დატოვეთ მეოთხე თვეა! ან რა გაგიკეთებიათ დროულად და ხარისხიანად?!
თბილისის მერია / Tbilisi City Hall ვაი თქვენს ქოც პატრონს, უბედურს. ჩვენც გვაქვს თვალები და თქვენდა სამწუხაროდ, ჩვენც ვხედავთ ქოცურად აოხრებულ ქალაქს, მათ შორის წერეთელზეც. ან კი რა პროექტი დაგისრულებიათ დროულად, ახლა ეს რომ შეიცხადეთ? თქვენს მომყვანს და ამომრჩეველს უნდა გაუხმეს მარჯვენა.
უმაქნისებო. ხალხი დაახრჩეთ მტვერში და ტალახში და ყველა ვხედავთ რაც არის გაკეთებული. რომელია დეზინფორმაცია?! მაგ ქუჩას ერთ თვეში მორჩებით? უნივერსიტეტის ქუჩა როგორც “გაკეთდა“ ისე აკეთებთ ამასაც? დასაჭერები ხართ ყველა.
იმედია ისე არ დაასრულებთ როგორც უნივერსიტეტის ქუჩა “დაასრულეთ”.ტროტუარი გადათხრილია ისევ,ჭის თავსახურში ხან ერთი ბორბალი ვარდება ხან მეორე,უსწორმასწორო გზაა. 8 წელია გზას აგებთ და ისიც ვერ დაგიგიათ ნორმალურად!! ისეთ გამტარ ქუჩას როგორიც წერეთელია მანქანას ორ ზოლს არ უნდა უტოვებდეთ!
წერეთლის მერე რუსთაველი ითხრება. რა ეშველება ხოხობს? ან პარლამენწარებს?
უკვე გაკეთებულს თავიდან რატომ თხრით?
რა აზრი აქვს, გინდ ყოფილა ეს წერეთელი გინდ არა. ისე ასაზიზღრებთ მაგ მშვენიერ გამზირს რომ აღარ აქვს აზრი მალე დასრულდება თუ არა. აი რატომ უნდა 6 მოძრაობის ზოლიდან 4 ავტობუსს მიანიჭოთ? გააკეთეთ ეზ გაჩერებები ტროტუარზე, რა უნდა შუაში რაა!
ნაგვის გატანა ისწავლეთ ნორმალურ დროს, და არა პიკი საათში

დღეს სანაგვე ურნას სად დადგამთ, თუ სეკრეტ სანტაა?

ეს ორგანიზაცია აწარმოებდა თბილისში ბერიაშვილის ქუჩაზეც რეაბილიტაციას დააბრუნონ ისევ იმ სახით რაც იყო მანამდე უარესი უქნეს ქუჩას და ჩავარებულიაო ვინც ეგ ჩაიბარა კიდე ერთი ვეპატიჟები ჩემთან მაგ …..

თბილისის მერია / Tbilisi City Hall იანვრის ბოლოს რომ მორჩეთ, 24/7-ზე უნდა იმუშაოთ, თუმცა დილის 9-ზეც არავინ არ მუშაობს ხოლმე და რა ვიცი… იანვარი 2025 ხომ არ იგულისხმეთ?

რა ტემპებშიც მიდის მახათიანი უსაქმურების მიერ საკუთარი @ვერების წვალება, ძნელი დასაჯერებელია საერთოდ როდესმე მორჩნენ! საზიზღრობა ხდება, ამაზრზენი სიტუაციაა! უკვე პანიკა მეწყება ამ უმოქმედოდ გაჩერებულ და კიდევ უფრო ერთიდა იგივე ლოკაციაზე მეათასედ გადაჩიჩქნილ, გადატკეპნილ მიწაზე! ერთამენთის დამბრალებელ მუშებზე, რომ სხვამ გააფუჭა და ახლა ის მიხედავს, ამგრამ მერე აღმოჩნება რომ ესეც იმ სხვის თემაშია! და მერე ახალი ასწორებს ამის გაფუჭებულს და ასე წრეზე! პ..ს უნივერსიტეტის ქუჩა ხო დაამთავრეთ ვადაზე ადრე, აქ რა ღმერთი გაგიწყრათ? არ დადიან მთავრობის წარმომადგენელთა ოჯახები წერეთელზე და დაიკიდიეთ?!?!?!?!

იმედია ეს პოსტი არ წაიშლება იანვრის ბოლოს ? ხალხი აქ ვცხოვრობთ და ვხედავთ, რომ მიწისქვეშა მილებს ეხლა ამონტაჟებენ, ჯერ მიწიქვეშა სამუშაობი არ დამთავრებული და ამ ყველაფრის კეთილმოწყობა 50 დღეში მოხერხდება???

 

რამდენი ქუჩის რეაბილიტაცია გაგიხანგრძლივებიათ და რამდენი მილიონიც დაგიმატებიათ საწყის თანხას-იმდენჯერ ჩაუვარდეს ფეხი კალაძეს თბილისის ათხრილი ქუჩების ორმოებში

 

წერეთელზე ავადმყოფი რო წაიყვანო ორმოცი გზაში გვეწევა სად გძინავთ რაში იღებთ ხელფასებს როდემდეეე, საბაგირო მაინც გაგვიბით შეგრცხვეთ!

 

რამე არ დაგრჩეთ სიჩქარეში

 

ბახტრიონზე რას აპირებთ ? გზა როა ჩავარდნილი 3 თვეა ?

 

უნივერსიტეტის ქუჩა რო დაამთავრეთ ხო რას ამბობ, სანიმუშოდ ნაკეთებია ყველაფერი. ან ვითომ გახსნილი დიდუბის ხიდი. უქნარა კორუფციონერების ხროვა

მთავარია ხარისხიანი იყოს, როდის ჩაბარდება ეს მერის და სპეციალისტების გადაწყვეტია. თქვენ კი გაბოროტებულო ნაცო ხროვა, ჩასვრილ შარვლებს მიხედეთ.

მეზობელი უკანონოდ აშენებს საერთო ფართზე კედელს, ტერიტორიის მისაკუთრების მიზნით. მერიას რეაგირება არა აქვს. გთხოვ დროულად მიიღოთ ზომები

ვთქვათ, ეს აქტივისტები სიცრუეს ავრცელებენ, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ბრმები გგონივართ, თუ სულელები?! ამხელა სამუშაოების დასრულება იანვრის ბოლომდე, ნამდვილად დაუჯერებელი ფაქტია, პროფესიონალიზმის იმ დონით, რა დონითაც ეს სამუშაოები მიმდინარეობს!

ჩვენი სინოპტიკოსებივით არ მოგივიდეთ, გარეთ გაიხედეთ

კანალიზაციის პრობლემა მაქვს და დამეხმარეთ, თორემ იძულებული ვარ გავუშვა ქუჩაში და პრეტენზიით მოვიდეს მერე ვინმე, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემ ადგილას, გთხოვთ. 

Საზღვარი აქვს ყველაფერს, დაისაჯოს სიცრუის გამავრცელებლები…ერთი მუჭა სექტანტები მაინც არ გაიგებენ სიმართლეს…უგულავამ რა დატოვა გაკეთებული ეგ გამაგებინეთ რაა?

რადროს უგულავაააა 2023 წელია.. თამარმეფემ რა დაგიტოვა აბა ჩამოთვალე

ჰო, – როსტევანმა რა დღეში დაგვიტოვა ხატაეთის გზა, ეგ გაგვაგებინონ რაა

შაჰ აბასმა როგორ გააჩანაგა ჩვენი ქვეყანა,ამაზე კი არ იტყვიან არაფერს, მხოლოდ აწმყოზე საუბრობენ

ამდენს თუ ერთ თვეში ასრულებთ ერთი წელი რას აკეთებდით ?! სირცხვილია თქვენი ყოველი ნაბიჯი და ქალაქის დაგეგმარება 

ერთი უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია მორჩით და მეორე წერთელს მორჩებით. კანალიზაციის ჭის თავსახურები რომ ვერ დაამთხვიეთ ტრასის ზედაპირს და “იამკებია”, ეს ვისი ბრალია? კალაძის უსწავლელობის და კირუფციის, ხომ?! ან დასრულებულად როგორ გამოაცხადეთ, როცა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები ისევ გადათხრილია?! ზოგ მონაკვეთზე გზა შევიწროვებულია და მოკლედ, ყლეები ხართ რა!

თბილისის მერიის პასუხი:

მოგესალმებით, უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებასა და დარჩენილ სამუშაოებზე არაერთხელ ითქვა. პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულდა და რაც მთავარია გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. დარჩენილია მხოლოდ მცირე სამუშაოები ტროტუარების გარკვეულ ნაწილში, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მოქალაქეები:

რაც მთავარია მოძრაობა “აღდგა”

მოძრაობა მანამდეც იყო. ჭის თავსახურები რომ ვერ დაამთხვიეთ ტრასის ზედაპირს, მაგაზე რას გვეტყვით?

რაც მთავარია პური ცხვება

მეპურე აშკარად არ აცხობს პურს

აშკარად არ გივარგათ დაგეგმარების სამსახური. ჯოჯოხეთში აცხოვრებთ მთელს ქალაქს!

უსაქმურები ხართ ყველა ჩემი ნება რო იყოს ყველას ნიჩბებით დაგაყენებდით წერეთეზე

უნივერსიტეტის ქუჩა, რომ ჩაიბარეთ არის საოცრება.

გადააგებენ უცებ ერთ დღეში, როგორც უნივერსიტეტის ქუჩაზე ქნეს. გზა ხო ცუდადაა დაგებული და გარშემო კიდე ყველაფერი მოსაწესერიგებელია. ერთი ზომბი აპოკალიფსის ფილმის გადაღება შეიძლება.

ისეთი საცობია ამ წუთას დიდუბის ტერიტორიაზე ერთი კილომეტრი ნახევარი საათია ვერ გავიარეთ. ერთ თვეში ამისი დასრულება ეჭვქვეშ იმიტომაა, რომ ისევ ისეა გადათხრილი და არეული აქავრობა

და ყოფილ იპოდრომს მთლიანად პარკად ვაკეთებთო და ეხლა გაირკვა რომ თურმე ყველაზე ლამაზი ადგილი სადაც ხეებით სავსეა უკანა ნაწილი და ყველაზე კარგი ადგილია თურმე გაიყიდა და კორპუსებს დგავენ. ესეც ტყუილია? როგორ უნდა წაგივიდეთ ხელი ამ გასაზიზღრებულ, დაბინძურებულ ქალაქში ამდენი ხეები კიდე მოაჭრევინოთ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე.

 

,,თურმე 1 თვეში მთავდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია – ,,ჩემი ქალაქი მკლავს” VS თბილისის მერია

თეგები: თბილისის მერიაკახა კალაძეწერეთლის გამზირიხალხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved