• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაბანში, მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს – მას უვადო პატიმრობა ემუქრებოდა

ალია ავტორი - ალია
17:03 12-09-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო – ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს.

საუბარია გარდაბანში, მაისში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ოჯახის წევრები მაშინ ამბობდნენ, რომ მოკლული სისტემატურად სვამდა და მთვრალ მდგომარეობაში ძალადობდა ცოლზე, ოჯახზე და მათ მოკვლითაც ემუქრებოდა.

ცოლი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი ქმარი მკვლელობის დღესაც ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შვილი იძულებული გახდა თავი დაეცვა:

“მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, სრულიად უმიზეზოდ, სრულიად უსაბაბოდ. მომსწრენიც არიან მაგისი, დაიწყო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოსვლა. გამოიწვია ჩემი შვილი, ეძახდა – მოდი აბა დამარტყიო – დანა დაუნახია თვითონ ჩემს მეუღლეს, ეცა ამ დანას, მოდი აბა რას მიზამო. ამის შედეგად წაბორძიკდნენ, დანა წაართვა და ეს დარტყმა როგორ მოხდა რანაირად მოხდა მე უკვე არ ვიცი. ” განუცხადა ჟურნალისტებს მოკლულის ცოლმა.
21 წლის ბიჭი პოლიციას თავად ჩაბარდა და ბრალიც აღიარა. მის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved