• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის მიშას გეგმაც და მიზანიც… ხაბეიშვილს კი ახლა ის ადარდებს, მოხვდება თუ არა, გამსვლელ სიაში“

ალია ავტორი - ალია
18:35 12-05-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,735

ანი დვალიშვილი

წესითა და რიგით, ახლა ქვეყანაში მთავარი სამსჯელო და სალაპარაკო მოახლოებული ახალი წელი უნდა იყოს, ხელისუფლება იმას უნდა ფიქრობდეს, ეს დღე მაინც როგორ გაულამაზოს ხალხს, მაგრამ არა – მთავარი თემაა, დარჩება თუ არა ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ და ვის გადააყოლებენ ყველა მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ გამოცხადებულ რეორგანიზაციებს? მოდით,  ჯერ ხაბეიშვილზე ვთქვათ.

შესაძლოა, ბევრს გამორჩა, მაგრამ ხაბეიშვილის წინააღმდეგ წასვლის მცდელობა რუსთავის ორგანიზაციასაც ჰქონდა, მაგრამ დავით კირკიტაძემ აჯანყება დროულად „მოაშთო“. ზოგადად, ქვემო ქართლის რეგიონი ხმას რომ არ იღებს, ხაბეიშვილი სწორედ კირკიტაძეს უნდა უმადლოდეს, თუმცა ამ კონტროლის სანაცვლოდ, კირკიტაძე წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტ ფულს მოითხოვს და მიიღებს კიდეც. ზოგადად, პარტიაში, მომავალი არჩევნებისთვის თანხების გადანაწილებაზე რეგიონების მიხედვით უკვე მსჯელობენ და გვერწმუნეთ, ფული იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე „ოცნებას“ წარმოუდგენია და სწორედ ეს იყო 2012 წელს „ნაცების“ შეცდომა – მათ ვერ გათვალეს, თუ რა ოდენობის თანხის დახარჯვა შეეძლო ბიძინა ივანიშვილს და ახლაც, თითქოს მმართველ ძალას არ სჯერა, რომ ოპოზიცია უზარმაზარი რესურსის მობილიზებას შეძლებს. თუმცა, 2012-ში ივანიშვილს ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდა, რასაც დღევანდელ „ნაცებზე“ ნამდვილად ვერ ვიტყვით.

გარდა იმისა, რომ თანხების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, აქტიური ვაჭრობაა გაჩაღებული არა საპარლამენტო, არამედ თვითმმართველობის არჩევნების დროს, საკრებულოს გამსვლელ სიებში მოსახვედრად. ჰო, რეგიონებში პარტიების მოქმედი ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, თუ გარანტირებულად არ ეცოდინებათ, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, საკრებულოში მოხვედრის შანსი ექნებათ, ისედაც არეულ სიტუაციას უფრო არევენ.

ხაბეიშვილმა კარგად იცის, რომ პარტიის ლიდერებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ იმპიჩმენტი მოუწყონ, უბრალოდ, სახლში გაუშვან, ამიტომ, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი არ გააბრაზოს და როგორმე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გამსვლელ სიაში მოხვდეს. ხაბეიშვილი იმასაც მიხვდა, რომ არჩევნებისთვის მთავარი ვიოლინო ის კი არა, სოფო ჯაფარიძე იქნება, რომელზე ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, რომ დიდი ალბათობით, სიის პირველი ნომერი იქნება. რატომ უნდა გახდეს ნაციონალების ლოკომოტივი ჯაფარიძე, ვერ გეტყვით, თუმცა, იმას დაგიანონსებთ, რომ სიაში კიდევ ბევრი მოულოდნელობა იქნება, ანუ მთლიანად გადახალისებული და…

„რეალური გათვლა იმაზეა, რომ ძველი გვარდია სიის ქვედა ნაწილში გადაინაცვლებს, მაგრამ იმის იმედად, რომ არჩევნების შემდეგ, დასავლეთის მხარდაჭერით, ნაციონალები ქუჩაში გამოვლენ და იმის გაკეთებას შეეცდებიან, რაც 2003 წელს მოახერხეს. ეს არის მიშას გეგმაც და მიზანიც, ხელისუფლება 2024 წელს, სწორედ რევოლუციური სცენარით უნდა შეცვალოს და თუ ასე არ მოხდება, რეალურად, სააკაშვილისთვის მნიშვნელობა აღარ ექნება, პარლამენტარის მანდატი ბარამიძეს და კირკიტაძეს ექნება, თუ სხვა, სრულიად უცნობ გვარებს. „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა, მიშასთვის ციხეში მომდევნო არჩევნებამდე დარჩენას ნიშნავს და ამიტომ, ის ვა-ბანკზე მიდის“, – ეუბნება„ალიას“ წყარო.

სააკაშვილი კი მიდის ვა-ბანკზე, მაგრამ რამდენად წავა მისი პარტია იმავეზე, ძნელი სათქმელია. ციხიდან რეალობის აღქმა მაინც ძნელია, გარეთ მყოფებმა კი, კარგად იციან, რომ მოსახლეობის გამოყვანა ძალიან გაჭირდება, მაგრამ რეალურად, მოსახლეობის დიდი იმედი არც 2003 წელს იყო, შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, პრაქტიკულად, სამ დღეში ამოყირავდა და სავარაუდოდ, ახლაც იგივეს იმედი აქვს სააკაშვილს.

მმართველი გუნდი დეკემბრის ზეიმისთვის ემზადება, ანუ იმ დღისთვის, როცა კანდიდატის სტატუსს ოფიციალურად მოგვცემენ და ასევე ოფიციალურად, „ოცნება“ რუსეთის მთავრობის მსახურის ლაქას ჩამოირეცხავს. მერე უკვე ძნელი იქნება ამომრჩეველი დაარწმუნო, რომ „ოცნება“ რუსულ თამაშს თამაშობს, რადგან სტატუსს ევროპა მოგვცემს, ე.ი. ევროპელები მმართველი გუნდის პოლიტიკას ეთანხმებიან და არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან ერთად, გაზაფხულიდან, ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქურული პროექტები დაიწყება და „ოცნებას“ მოსახლეობისთვის სათქმელიც ბევრი ექნება. ამას დაამატეთ გაზრდილი ხელფასები, მომატებული პენსიები, მერე რა რომ ფასებიც კატასტროფულად იზრდება და ამომრჩეველსაც მეტი რა უნდა?

 

თეგები: ლევან ხაბეიშვილიმიხეილ სააკაშვილისოფო ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved