• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, პარტიას, რომელსაც ჰყავს კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი, იმას ხმა როგორ უნდა მისცენ?” – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
21:38 12-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,621

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის“თავმჯდომარე, ეკა ბესელია.

–ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები გამოვიდნენ და განაცხადეს, საარჩევნო ბარიერის 2%–მდე დაწევას ვინც ითხოვს, სერიოზული პარტიები დაპოლიტიკოსები არ არიან, 5%–ს თუ ვერ გადალახავენ, საერთოდ რა უნდათ პოლიტიკაშიო. მათ შორის, თქვენს პარტიასაც გულისხმობენ. მკითხველს რომ აუხსნათ, რა აზრი აქვს ბარიერის დაწევას და რას მოუტანს ეს ამ ეტაპზე ქართულ დემოკრატიას?

–ძალიან ბევრ ქვეყანაშია დაბალი ბარიერი, მით უმეტეს, ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც ვერ ხერხდება სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია და გაყალბების ბერკეტები კი უამრავი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც კოალიციური მთავრობისთვის ვემზადებით, ბუნებრივია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია, რომ პარლამენტში იყოს რამდენიმე ოპოზიციური პარტია. თუ 2%–იანი ბარიერი იქნება, „ქართული ოცნება“ დაკარგავს ბერკეტს, თავად წაიღონ მანდატები. 5%–იანი ბარიერი იმიტომ აწყობთ, რომ ბარიერ გადაულახავი პარტიების მიღებულ ხმებს, ამ ორ, სამ და ოთხ პროცენტს თავად მიიწერენ და მეტ მანდატს მიიღებენ. ამის გამო არ უნდათ ბარიერის დაწევა, ეს გასაგებია, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას, სადაც სწერია, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს 2%–იანი ბარიერის პირობებში. ეს ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. უთავმოყვარეო ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მოგვცემენ თუ არა ევროკანდიდატის სტატუსს, ჩვენ 2%–იან ბარიერს დავაწესებთო. ახლა გამოდის და იძახის, ეს მაშინ ვთქვი, ახლა სხვა აზრზე ვარ და ის ნათქვამი აღარ არის ძალაშიო. ისეთი არასაიმედო პარტნიორის სახე ჩამოიყალიბა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მას არავინ უნდა ენდოს. ამომრჩეველმა უნდა შეხედოს ამას. შენ როდესაც გყავს მატყუარა წარმომადგენლები ამ პარტიაში, როგორ უნდა მისცე მას ხმა? პარტიას, რომელსაც ჰყავს კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი, იმას ხმა როგორ უნდა მისცენ? ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ჩანს მაგ პარტიაში, თავიანთ წარმოსახვებში აძლევენ ხმას ივანიშვილს? ამ ხალხს ხმა როგორ უნდა მისცენ, ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია.

–2%–მდე რომ ჩამოსწიონ ბარიერი, ასეთ შემთხვევაში რა გათვლები გაქვთ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ ინარჩუნებს და კოალიციური მთავრობა შეიქმნება?

–ჩემი მოლოდინია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შეიცვლება 2024 წელს. ახლა მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ მოახერხოს და რამდენიმე არჩევანი შესთავაზოს ამომრჩეველს. უნდა იყოს ორი, სამი და მაქსიმუმ ოთხი მსხვილი გაერთიანება. შესაბამისად, საჭირო იქნება გარკვეული გადაჯგუფებები. მთავარი ამოცანაა, მოხდეს კოალიციური ტიპის დაჯგუფებების შექნმა, რაც კოალიციური ხელისუფლების შექმნის გარანტია იქნება.

თეგები: ეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved