• რეკლამა
  • კონტაქტი
11:36, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა გადაჭამეს აჭარა“ – ლევან ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
10:18 12-01-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

„საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს თუ რატომ უპირისპირდებიან რუსული პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფიზიკურად. ყველამ კარგად ნახა აჭარაში განვითარებული მოვლენები, ჩვენს თანამებრძოლებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წერებს – ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ადგილობრივი პუტინისტები დაესხნენ თავს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ახლა ამას წინ. სანამ ეს ფიზიკური დაპირისპირება დაიწყებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა 360 ათასი ადამიანი რომ ცხოვრობს აჭარაში და აქედან 147 ათასი არის სოციალურად დაუცველი. რომ სკოლებში მნიშვნელოვანია აჭარაში უფასო კვება ბავშვებისთვის და რომ ოფიციალურივე სტატისტიკით ათასობით ბავშვი შიმშილობს აჭარაში. სოფელ კვირიკეთში და გვარაში, საბავშვო ბაღები რომ უნდა აშენებულიყო და გაქრა, შეჭამა „რუსულმა ოცნებამ“ ფული. ასევე, ბათუმში, მდინარე ჭოროხზე ახალი გზის მშენებლობა რომ ვერასდროს ვერ დაასრულეს და ვერ მიიყვანეს ბოლომდე, ამ პრობლემებზე საუბრობდნენ ჩვენი წევრები და ლიდერები. ასევე, ხულოში, ქედაში, შუახევში, სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც იყო დაგეგმილი, ზოგი შუაში მიატოვეს, ზოგი ვერც დაიწყეს. ასევე, ჩვენი წევრები საუბრობდნენ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე ადგილობრივი პენსიონერებისთვის, რომლებიც კაბალურ პირობებში იღებენ ამ სესხებს და უწევთ 1000-1500 ლარზე, 3000-4000 ლარის გადახდა. ასევე, საუბარი შეეხებოდა დაბერილ შტატებს აჭარაში და ამის პარალელურად, როცა სეკვესტრირებული ბიუჯეტი შემოიტანეს, შევარდნაძისეული ბიუჯეტი შემოიტანეს აჭარაში და როცა დაბერილ შტატებზე საუბრობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარალელურად 30-მდე მოხუცი უსახლკარო ელოდებოდა ჩინოვნიკებს, რომ ორი წელია რომ პრობლემის მოგვარებას სთხოვდნენ, ის პრობლემა მოეგვარებინათ და ნაცვლად იმისა, რომ ეს პრობლემები, რაზეც ვსაუბრობ, საქმიანი დებატები ყოფილიყო და პრობლემის გადაწყვეტაზე ემსჯელა რუსული პარტიის წარმომადგენლებს, გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. გადაჭამეს აჭარა რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა და ეს კონკრეტული ადამიანიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინც დაუპირისპირდა ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს. ეს არის ტიტე აროშიძე, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს ძალიან ბევრ კორუფციულ ფაქტშია მხილებული, ასევე, ბაციკაძე, რომელიც ახლაც კი უკანონო მშენებლობებში მონაწილეობს ბათუმში და ეს კრიმინალური დაჯგუფება, ბანდა ცხადია ვერ იტანს და ვერ ეგუება, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ახსენებენ ხალხს და ხალხის პრობლემებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ თავს არავის არ დავაჩაგვრინებთ, მზად ვართ ამ პუტინისტებთან ფიზიკურად დავიცვათ თავიც და ხალხის ინტერესებიც, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ახლა მე ჩამოვთვალე და ცხადია ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ჩვენს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს, ელგუჯა ბაგრატიონს, ლევან ანთაძეს, მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ისინი იბრძვიან ხალხის ინტერესებისთვის.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved