• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ საქართველოს საზღვრებს სცდება და აშშ-ში ახალი პროექტის მშენებლობას იწყებს

ალია ავტორი - ალია
14:50 11-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

სულ ცოტა ხნის წინ „არქიმ“ აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დააანონსა.
„არქი მაიამი“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს გააერთიანებს. პროექტის ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს და მას „არქი“ ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან პარტნიორობით განახორციელებს.
„მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის პროექტების შემდეგ, ვფიქრობ, „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა, საქართველოში საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ – გეგმაში არაერთი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში განვახორციელებთ. თუმცა პარალელურად „არქი“ თავის ძალისხმევას უცხოური ბაზრის ათვისებისკენაც მიმართავს“, – ამბობს „არქის“ პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია.
ფლორიდის შტატი, სადაც „არქის“ ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. კომპანიაში ამბობენ, რომ ის დასაქმების დიდი შესაძლებლობებითა და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობითაც გამოირჩევა.
„ამ შტატის პოპულარობაზე ისიც მიუთითებს, რომ ბოლო 24 თვის განმავლობაში ბინების გაქირავების ფასი 14%-ით გაიზარდა. მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მომავალი 15-20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ პომპანოს სანაპიროს ურბანულ განვითარებას ხელს ადგილობრივი მერიაც უწყობს. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ეს ტერიტორია უნიკალურ და მიმზიდველ ადგილად იქცევა როგორც ტურისტებისთვის, ისე ახალი მცხოვრებლებისთვის“, – ამბობს Elit Group-ის დამფუძნებელი და
აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აქირთავა.

კომპანიაში ამბობენ, რომ გამორჩეული იქნება „არქი მაიამის“ არქიტექტურაც, მისი ხარისხი კი სრულად დააკმაყოფილებს ამერიკაში არსებულ სტანდარტებს. კომპლექსის ვიზუალურ მხარეზე წამყვანმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია Deforma Studiom იმუშავა.
„ჩემი ოცწლიანი გამოცდილების განმავლობაში ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. ის იქნება ძალიან თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მაღალი ხარისხის მასალებით აშენდება. ვფიქრობ, ნაგებობის უნიკალური და დახვეწილი იერსახის დამსახურებით, მას
მარტივად გამოარჩევენ აქ არსებული სხვა შენობებისგან“, – ამბობს პროექტის არქიტექტორი ხავიერ ბარერა.

„არქი მაიამის“ პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა. კომპლექსის მშენებლობა მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში, 2026 წლისთვის დასრულდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, „არქი მაიამი“ პირველი გლობალური პროექტია, მაგრამ არა უკანასკნელი. კომპანიის ერთ-ერთი
პრიორიტეტია, აითვისოს ფლორიდის შტატის სხვა ლოკაციები და, ზოგადად, ამერიკული ბაზარი.
„არქის“ 4 წლის წინ შემოვუერთდი. ამ პერიოდიდან უკვე ვმსჯელობდით, რომ ის გლობალური კომპანია გამხდარიყო და დიდ ქვეყნებში დაეწყო მშენებლობა. განსაკუთრებით მსურდა, ეს ქვეყანა აშშ ყოფილიყო, რადგან 20 წელია აქ ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. აი, ეს დღეც დადგა და პირველ პროექტსაც ჩაეყარა
საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის გამოცდილების დამსახურებით, წარმატებით განვახორციელებთ არა მხოლოდ „არქი მაიამის“, არამედ ჩვენს სამომავლო პროექტებსაც“, – გვითხრა „არქის“ პარტნიორმა ზაზა ფაჩულიამ.

https://

თეგები: არქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved