• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, სამშაბათი, 9 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე თუ მკითხავ, ხალხმა არჩევნებამდე არც უნდა მიიყვანოს საქმე“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
16:19 11-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
846

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, იურისტი ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, „ქარული ოცნებასთან“ ასოცირებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა  გამოაქვეყნა კვლევების ახალი შედეგები. „გორბის“ მონაცემებით,  სადღეისოდ, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 55% უჭერს მხარს, „ნაცმოძრაობას“ 20% და სხვა დანარჩენი პარტიებიდან ყველას 5%–ზე ნაკლები აქვს  ანუ ამ მონაცემებით,  მხოლოდ 2 პარტია გადალახავს ბარიერს. არსებობს მოსაზრება და ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი ეთანხება ამ ვერსიას, რომ ხელისუფლება იმ აზრს გვაგუებს, რომ 2024 წელს არჩეულ პარლამენტში მხოლოდ 2 პარტია იქნება–„ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. ასეა?

– ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კლასიკური მოდელი და მოსახლეობისთვის არასასურველია ერთიც და მეორეც, ანუ ეს ორივე პარტია.  ხელოვნურად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაიდო ეს შედეგები. რეალობა კი ის არის, რომ საარჩევნო სუბიექტების ცვლილეები, რაღაც გადაჯგუფებები თუ არ მოხდა არჩევნებამდე, ეს ორი პარტია შეიწოვს დანარჩენ პარტიებს და მართლა მივიღებთ ორპარტიულ პარლამენტს. მთავრობის ხელშია მანიპულაციები, სამთავრობო რესურსი, არჩევნების გაყალბების ყველა მექანიზმი და „ქართულ ოცნებას“ ამ საშუალებებით არაერთი არჩევნები გაუყალბებია და ისე მოუგია. „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია მოხვდებიან მანიპულაციების ქვეშ, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ,  გადალახავენ ბარიერს და იქნებიან პარლამენტში. დანარჩენი პარტიები, ვინც ამ კვლევებშია, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ამის კანდიდატები არიან. არჩევნებამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ რაც დღეს ჩანს, იქიდან გამომდინარე  რადიკალურ ცვლილებებს არ ველი. შესაბამისად, ისეთიც არაფერი უნდა მოხდეს, რომ ეს შედეგები კარდინალურად შეიცვალოს.

– არჩევნებამდე შეძლებს  ოპოზიცია გაერთიანებას?

–საარჩევნო ბლოკები აკრძალულია, მაშინ უნდა გაკეთდეს უპარტიო სია, იქ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია. თუ ოპოზიციის გაერთიანება მოხდა, მაშინ ამ გაერთიანებულ ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების თანაბარი შანსი ექნებათ, ერთი ერთზე, როგორც იტყვიან. ეს თუ არ გააკეთა ოპოზიციამ, წაგებული აქვს არჩევნები. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარგად იციან, რომ ცალ–ცალკე ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუგებენ არჩევნებს. ეს ძალიან კარგად იციან ამ კვლევებში მოყვანილი იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც, რომელთაც 4%–ზე მეტი არ დაუწერეს, 5% და ბარიერის გადალახვის შანსიც არ გაიმეტეს არც ერთისთვის. „ნაცმოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ეგენი იქნებიან პარლამენტში და  მათი 20%–იც ამას ადასტურებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხედავენ ამას და თუ არ გაერთიანდებიან, ეს უკვე წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა იქნება, ეს დახმარება, ხელის შეწყობაა „ქართული ოცნებისთვის“, დარჩეს ხელისუფლებაში.

– ბატონო ვალერი, ვიცი გჯერათ, რომ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდება. რის ხარჯზე? ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს რომ გვაძლევენ დეკემბერში, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე დაკვირვების მასშტაბი გაიზრდება, გაყალბების ნაკლებ საშუალებას მისცემენ საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებას და ეს არის თქვენი ოპტიმიზმის მიზეზი?

– საერთაშორისო კონტროლი, ეს ერთი საშუალებაა საიმისოდ, რომ არჩევნები  ტოტალურად არ გაყალბდეს. მთავარია, ხალხმა არ დაუშვას შეცდომა. „ქართული ოცნება“ არჩევნების  გაყალბებას რომ შეეცდება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ქართველი ხალხის ნებამ უნდა შეაშინოს ხელისუფლება, რომ ტოტალური გაყალბება ვერ გაბედოს და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შედეგები დაიდოს. მე თუ მკითხავ, „ქართული ოცნება“ არ არის ქართველი ხალხის ნების განმხორციელებელი, არ არის ქვეყნის ევროკავშირში შემყვანი, გამოკვეთილი პრორუსული საგარეო კურსი აქვს და ხალხმა არჩევნებამდე არც უნდა მიიყვანოს საქმე. ხელისუფლება როდესაც მიდის ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ხალხს ლეგიტიმური უფლება აქვს, არჩევნების გარეშე შეცვალოს ხელისუფლება და ამის მსოფლიო პრაქტიკა არსებობს.

– თუ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები და საერთაშორისო საზოგადოებამ არ სცნო მისი შედეგები, შესაძლოა, ის მოხდეს საქართველოში, რაც 2003 წლის არჩევნებს მოჰყვა – მშვიდობიანი რევოლიციით შეიცვალოს ხელისუფლება?

– რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი კი არა, საკმაოდ რეალური ვარიანტია, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. საერთაშორისო საზოგადოება იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, არ სცნობს მის შედეგებს და შესაბამისად, არჩეულ ხელისუფლებას,  რაც სანქციების ტოლფასია. საქართველო ვეღარ ითანამშრომლებს დასავლეთთან, ბლოკირებული იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებიდან, რაც ქვეყანაში  გამოიწვევს კოლაფსს. ეს ხალხზე, მის მდგომარეობაზე აისახება და ხალხი თუ ამას მოითმენს და შეარჩენს, ეს უკვე ამ ხალხის ნამუსზე იქნება დამოკიდებული.

– თუ ასეთ შემთხვევაში ხალხი გაჩუმდა და გაჩერდა, მთელი ცხოვრება იცხოვრებენ ბიძინა ივანიშვილის მონობაში.

– კი, ბატონო, ზუსტად ეგრეა და ხალხის გადასაწყვეტია, მონობასა და უპერსპექტივობაში ცხოვრება ურჩევნია თუ თავისუფლებაში ცხოვრება და განვითარების პერსპექტივა.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

16:45 09-09-2025
ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან
ახალი ამბები

ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

15:10 09-09-2025
რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?
ახალი ამბები

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?

13:18 09-09-2025
9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე
ახალი ამბები

9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე

12:37 09-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved