• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები – პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
15:58 11-18-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
430

ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად – ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ – ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ აკეთებს ამას.

პრეზიდენტის თქმით, საბოლოოდ, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია

„მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-დან – 76%-მდე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის გარეთ პრემიერს საჯაროდ არ გააკრიტიკებს, რადგან „ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები – ვიცი, რომ ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ქართველი ხალხი მიჰყვება. რა მიზეზი შთააგონებს პრემიერს, ვფიქრობ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მისი სიტყვები წარმოვადგინო, ან ქვეყნის გარეთ ის [პრემიერი] საჯაროდ გავაკრიტიკო, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ მე ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის შეხედულებას წარმოვადგენ, რომ მათ ევროპაში ყოფნა სურთ. ეს ის ხალხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დემონსტრაციას აწყობდა.. დემონსტრაცია სწორი სიტყვა არაა – [ხალხი], რომელიც უერთდებოდა ჩემი სასახლის წინ სიხარულს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ასობით, ათასობით ხელმოწერას, რომ კომისიის ეს რეკომენდაცია უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გავამყაროთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved