• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყოველგვარი სიმპატია ანტიპატიის გარეშე, სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილი 3-0” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
14:36 11-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,201

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მხოლოდ ფაქტის კონსტატირება, ყოველგვარი სიმპატია ანტიპატიის გარეშე, სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილი 3-0, თანაც ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან ღია დიალოგის ერთადერთი ხაზი ისევ სალომე რჩება. გასაგებია რატომ არის ოცნება იმდენად გაღიზიანებული, რომ ორი დღეა პირდაპირ წყევლიან ზურაბიშვილს. ჯერ ერთი სალომემ თავის მიზნებისთვის გამოიყენა ოცნების მთელი რესურსი, მოვიდა პრეზიდენტად და შემდეგ თავისი პოლიტიკის გატარება გააგრძელა, ოცნება გამოიყენა და გადააგდო. მიუხედავად შეზღუდული რესურსისა, მოახერხა დასავლეთის თვალში ავტორიტეტის შენარჩუნება და ოცნება თავისივე მინდორში, პარლამენტში დაამარცხა, შემდეგ ოფიციალურად დაუსვა დიაგნოზი და ოცნების პრორუსულ პოლიტიკის ამძრავად ივანიშვილი ამხილა, რითაც ივანიშვილის უსაფრთხო მომავალი თავის წონიან სიტყვაზე დაკიდა.
რა შეიძლება ითქვას, ბოტების და ტელეეთერებიდან ლანძღვა გინების გარდა ოცნებას სხვა პოლიტიკური კომპეტენცია არა აქვს, მათი პოლიტიკის კეთება ძალიან უსუსურად გამოიყურება, ისინი საქმიანობენ არა როგორც პოლიტიკური გუნდი, არამედ რაიონული მაშტაბის ბიზნესმენის კორპარაციული ერთობა. არა აქვთ საგარეო პოლიტიკური კავშირები, რუს პოლიტიკოსებთანაც კი. ამიტომ ერთმა მეტნაკლებად მცოდნე პოლიტიკოსმა თავისი თამაში ათამაშა და ზუსტად ის აკეთებინა რაც მას სურდა. ოცნებამ თავისი “გენიალური” სვლებით სალომე დემოკრატიის და დასავლური ვექტორის დამცველად, კოლაბორაციონიზმთან უთანასწორო ბრძოლაში შესულ პრეზიდენტად აქცია.
ოცნება რომ ამ სიტუაციდან გამოსავალს ვერ მონახავს ნათელია, მათ ამის არც გამოცდილება აქვთ და არც კომპეტენცია, მაგრამ საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის საპასუხო სვლები, 2024 წლის არჩევნებში წაგების ალბათობის ზრდისა და რუსეთის გავლენების დასუსტების ფონზე, ერთადერთ მაშველ რგოლად მისთვის სალომე რჩება. თუმცა ამ მაშველი რგოლის საიმედობა ეჭვს იწვევს და ისევ დგება საშინაო პოლიტიკის გადატვირთვის აუცილებლობა, რომელიც ასევე ბევრ რისკს შეიცავს და დაუგეგმავ, არასასურველ შედეგების ალბათობაც ძალიან დიდია.”

თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved