• რეკლამა
  • კონტაქტი
19:23, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რას მოგვცემს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაო?! ჯერ მარტო, კანდიდატი ყველა ქვეყანა წელიწადში 2 მილიარდ ევროს იღებს საერთო ფონდიდან, ეს საჩუქრია“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
16:42 11-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
565

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე:

– „რას მოგვცემს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, არაფერსო, იძახიან. იცი, რომ ევროკავშირის კანდიდატი ყველა ქვეყანა წელიწადში 2 მილიარდ ევროს იღებს საერთო ფონდიდან? ეს საჩუქრია. ამ დროს საქართველოს ბიუჯეტი, დღეს ევროსთან ლარის კურსით, 5.6 მილიადრი ევროა, 3.6 მილირდით მეტია, სულ ეს რის. ეს 2 მილიარდი ყოველწლიური საჩუქარი გვაწყენს, თუ მერე რუსეთი მოგვცემს? მერე, ევროკავშირი მოგვცემდა გრანტებს სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, მართლმსაჯულების რეფორების გასატარებლად,  სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხზე დასაყენებლად…

… ახლა მთავარი პრობლემა გაქვს პოლარიზაცია, ეს ხელის გულზე დევს. არ აწყობთ ასეთი პოლარიზებული და რამდენიმე ნაწილად გახლეჩილი ქვეყანა. საქართველო უნდა შეიკრას პოლიტიკურად, სხვა გზა არ არის. თუმცა, კიდევ გვითხრეს სათქმელი. სასამართლო, პროკურატურა არ გვაქვს იმ დონეზე, რომელსაც ევროპა ითხოვს. კიდევ ჩვენი მედიის თავისუფლების ხარისხი არ მოსწონთ, მასზე ხელისუფლების ზეწოლა,  გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთაში გვაქვს პრობლემები. ბოლო წლებში უკვე აღარ მახვილდება ყურადღება ერთსქესიანთა ქორწინებასა და ლგბტ თემის  უფლებების განსაკუთრებულ  დაცვაზე… ეს თემა უკვე ევროპაშიც მიჩუმათებულია. თვითონ ევროპის საზოგადოებამ არ მიიღო ეს გეი-პროპაგანდა და  მასთან მიბმული ათასი რაღაცა. ამერიკიდან დაიწყო ეს ამბები, მერე ევვროპას გადმოსწვდა და რამდენიმე ტალღა იყო თავიდან. მერე გაჩუმდნენ. ევროპის საზოგადოებამ არ მიიღო ეს ლიბერალური ძალადობა. საფრანგეთში მილიონი კაცი გამოვიდა ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ, იტალიაში ბევრი არ აკლდა მილიონს  და ქვეყანა არ დარჩა ევროპაში, სადაც დიდი აქციები არ ჩატარდა. განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან წინააღმდეგნი და ანგარიში თუ არ გაუწიეს მათ მოთხოვნებს დასავლეთ ევროპის ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებმა, მაშინ დაიშლება ევროკავშირი. მარტო იმას „აწვებიან“, რომ უნდა ჩაატარონ გეი-აღლუმები და მათ წინააღმდეგ ძალა არ უნდა გამოიყენო. 6-7 წლის  კატეგორიული მოთხოვნები რომ იყო ამ  ლგბტ-ს უფლებების მართლა გადამეტებულ დაცვაზე, მართლა იმას რომ ატენიდნენ ხალხს, რაც არ უნდოდა, ახლა ასე არ არის და ეს ძალიან კარგია.“

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved