სოფელ კირბალთან, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მკვლელობიდან მალევე, პოლიციას სოფელში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა.
ამ ეტაპზე, სოფელში შესვლა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება მედიისთვისაც არ არის შესაძლებელი, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ცოტა ხანში, მედიის წარმომადგენლები, სამართალდამცველებთან ერთად, შეძლებენ სოფელ კირბალში შესვლას.
კომენტარები