• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას – გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე, ამიტომ არის საჭირო გონიერი პოლიტიკის გატარება

ალია ავტორი - ალია
11:41 11-07-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

რთულია განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა ოკუპაციის სახით – უსაფრთხოების რისკებია, რაც საქართველოს აქვს, რადიკალურ ოპოზიციაში თვალს ხუჭავენ იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს და რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, ყოველდღიური საფრთხეა ჩვენი სიმშვიდისთვის.

„სწორედ ასეთი ფაქტი და გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი სიმშვიდისთვის, ამიტომ არის საჭირო გონიერი პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ქვეყანაში.

რთულია განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა ოკუპაციის სახით. „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ არის გააზრება, რომ საფრთხეები სერიოზულია, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა და დახურულ ფორმატში ვისმენდით საკითხებს, ამაზეც გვქონდა საუბარი. ყველა მოქალაქემ უნდა გაუსწოროს თვალი იმ უსაფრთხოების რისკებს, რაც ქვეყანას აქვს. ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, აღნიშნავს, რომ „სერიოზული უსაფრთხოების რისკები არსებობს, რაზეც რადიკალური ოპოზიცია თვალს ხუჭავს“.

„უსაფრთხოების რისკებია, რაც საქართველოს აქვს. პრობლემა იმაშია, რომ ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციაში ხუჭავს ამაზე თვალებს, თითქოს ის ქვეყანა ვიყოთ, რომელიც ამ რისკების გარეშე არსებობდეს. აქედან გამომდინარე ამბობდნენ, რომ სანქციები დავაწესოთ, ყველაფერზე უნდოდათ მყვირალა მიდგომები. თვალს ხუჭავენ იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს და რეგიონს. შევხედოთ, რამდენი რისკის რეალიზება მოხდა რეგიონში, რამდენად რეალური საფრთხეა საქართველოსთვის. ვსაუბრობთ, რომ სერიოზული უსაფრთხოების რისკები არსებობს, ამაზე თვალს ხუჭავს რადიკალური ოპოზიცია, თითქოს, კუნძული ვიყოთ, განყენებული, რომელიც დალხენილად ცხოვრობს, თითქოს ორი რეგიონი ოკუპირებული არ იყოს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე და დასჯილი უნდა იყოს ის, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა.

„რა თქმა უნდა, აღნიშნულზეც გვქონდა საუბარი. მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო ჩვენი მოქალაქის ოჯახს, გუშინ ეს მკვლელობა რაც მოხდა, სჭირდება დასჯილი იყოს ის ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა. კარგია, რომ გუშინ გვიან ღამევე შედგა შეხვედრა და ეს საკითხები იყო დაყენებული, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის წინაშეც. ველით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასებებს და დამნაშავეების დასჯას, მთავრობა ამ მხრივ ძალიან აქტიურია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, განმარტა, რომ დამნაშავე საქართველოს უნდა გადმოეცეს. „რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა გადმოეცეს. საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved