აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ბლინკენი დღეს დილიდან შეხვედრებს გამართავს თურქ ოფიციალურ პირებთან ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფერდოღანმა რამდენიმე დღის წინ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში მისი ქმედებები “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.“ ამასთან, ერდოღანის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კომუნიკაციას წყვეტს. თურქეთმა ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩიც გაიწვია.
ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩასვლამდე ისრაელს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროს, კვიპროსსა და ერაყსაც ეწვია და ოფიციალურ პირებს შეხვდა.
კომენტარები