• რეკლამა
  • კონტაქტი
08:54, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო

ალია ავტორი - ალია
11:07 11-02-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

„TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“,სრულად დაფინანსებულ, ტექ–პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!

iOS Development, კიბერუსაფრთხოება, DevOps, ინფორმაციული უსაფრთხოება, Python, React, Blockchain – ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლას, 18 წელს ზევით ყველა მსურველს, თიბისი USAID-თან პარტნიორობით გთავაზობთ. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

1-დან 25 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე:

1. DevOps – https://forms.office.com/e/C97JLKgStY
2. Blockchain – https://forms.office.com/e/7eepMNKH26
3. კიბერუსაფრთხოება – https://forms.office.com/e/Lnu5mKR7YB
4. ინფორმაციული უსაფრთხოება – https://forms.office.com/e/RQkn5wMcRn

ნოემბრის ბოლოდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ პროგრამებზე:  iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django);

კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით, 3-6 თვეა. სწავლა 2024 წლის თებერვალში დაიწყება.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ  ტექნოლოგიურ კომპანიებში.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

„თიბისიმ IT აკადემია 2019 წელს შექმნა. აქტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს  შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის მანძილზე 1,000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს და რაც ძალიან გვახარებს, 300–ზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული დღეს თიბისისა და შვილობილ კომპანიებში მუშაობს. USAID-თან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში საშუალება გვაქვს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი გავზარდოთ და გავაძლიეროთ საქართველოში IT ეკოსისტემა” – თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.  

პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved