• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ მიხეილ სააკაშვილი არის სიტუაციაში, როცა თქვენ მას წაართვით მედიასაშუალება და პოლიტიკური პარტია“ – იაგო ხვიჩია „ოცნებას“

ალია ავტორი - ალია
15:13 10-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

„გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

„საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ სააკაშვილთან  შეხვედრის შესახებ გუშინ მე რომ ვთქვი, რაღაცნაირად იმედი მქონდა, მიხეილ სააკაშვილის გუნდის შიგნით მაინც ექნებოდა ამ პროცესს გამოხმაურება. ფაქტობრივად, ირღვევა როგორც პატიმრის, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების უფლებები. პოლიტიკურ წელს, როცა არჩევნები უნდა ჩატარდეს, არ გვეძლევა მიხეილ სააკაშვილთან  შეხვედრის შესაძლებლობა, გავიგოთ, რა უნდა მას და რა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“. იმიტომ, რომ თუ მასთან რამეს არ გაარკვევ, სხვანაირად სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, შეუძლებელია. შეუძლებელია ასევე გამოვთქვათ მოსაზრება რა გაიაზრა მიხეილ სააკაშვილმა , რასთან დაკავშირებით შეიძლება მასთან თანამშრომლობა, რასთან არ შეიძლება. ჩემი აზრით, თუ რაიმე პოლიტიკური დარღვევა ხდება საარჩევნო წელს, ხდება ის, რომ ქვეყანაში გვყავს დიდი ოპოზიციური ძალის რეალური ლიდერი, რომელიც გამოკეტილია ციხეში და მას არ ეძლევა კომუნიკაციის საშუალება როგორც თანაგუნდელებთან, ასევე არ აქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ამით ხდება პოლიტიკური პროცესების დაბლოკვა. ჩვენ ფიზიკურად ვერ ვიგებთ რა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და წლის ბოლომდე შეუძლებელი ხდება ამის გაგება. მიგვაჩნია, რომ მას თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“ წაართვით მედიასაშუალებები, ახლა თქვენ აკონტროლებთ მას და სწორედ ამიტომაა, რომ მიხეილ სააკაშვილის  საკითხი მეათასე საკითხზეა და არავინ აპროტესტებს იმას, რომ ასე ადამიანისგან მიუწვდომლადაა გამოკეტილი. ჩემი აზრით, მას წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში. ის, რომ მისი პარტია ეგუება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, შეუძლებელი მგონია თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით. მიხეილ სააკაშვილი არის სიტუაციაში, როცა თქვენ მას წაართვით მედიასაშუალება და პოლიტიკური პარტია. ახლა კი თქვენვე აცხადებთ, რომ ის არის ოპოზიციის რეალური ლიდერი, თქვენვე აცხადებთ იმას, რომ იქიდან მართავს სიტუაციას, თქვენვე აცხადებთ, რომ ჯანმრთელია, თქვენვე აცხადებთ, რომ მონაწილეობს და არსად წასულა პოლიტიკური პროცესიდან და ის არის თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე. მინდა მივმართო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის პარტიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორებს, რომ წინასაარჩევნო წელს პოლიტიკური პროცესები თქვენ მიერ ხელოვნურად ფერხდება იმის გამო, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოთამაშედ აცხადებთ ადამიანს და მას არავის აკარებთ, მისი აზრი ფაქტობრივად მიუწვდომელია საზოგადოებისთვის. ჩვენც არ გვაძლევთ საშუალებას შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და საზოგადოებას ვუთხრათ, შევხვდით, ველაპარაკეთ, ამაში დავუჯერეთ, ამაში არ დავუჯერეთ. მინდა აქედან დაველაპარაკო მიხეილ სააკაშვილს სხვა გზა რომ არ მაქვს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ, მისი მედიებისა და ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ და ჩემი აზრით, გონთ უნდა მოეგოთ, სცადოთ კომუნიკაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან იმისთვის, რომ თქვენი მდგომარეობა არჩევნების შემდეგ იგივე არ დარჩეს“

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved