• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა – „საქსტატი“

ალია ავტორი - ალია
12:05 10-31-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

 

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით

 

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,

 

მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები.

 

მისივე თქმით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.

 

“როგორც მოგეხსენებათ 2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით, 13%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 18%-ით.

 

2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით, 14%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდ.მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით.

 

3%-ით გაზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 170 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში – მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 9% სამშენებლო მასალების იმპორტი და 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა ცემენტის იმპორტის მიმართულებით.

 

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა.

 

ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის გაფართოებასთან. დაახლოებით, 97%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად ყირგიზეთის და ყაზახეთის მიმართულებით, თუმცა ასევე გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მოცულობაც.

 

სასტუმროების და რესტორნების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ტურიზმთან. 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი საერთაშორისო ვიზიტი, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს.

 

რამდენიმე სექტორში ზრდის მიუხედავად კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება მეტალურგიული მრეწველობა. კერძოდ, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობების შემცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 28-29%-ით არის შემცირებული ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად, რუსეთის და ამერიკის მიმართულებით.

 

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კლებას განაპირობებს დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების მოცულობის შემცირება, ხოლო რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს – აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასთან და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved