საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„აზერბაიჯანი მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის უკრაინაში, სუმგაიტის ტექნოლოგიური პარკიდან ელექტრომოწყობილობების პირველი პარტია დაიძრა. უკრაინელები აზეირბაიჯანის და აზერბაიჯანელი ხალხის დიდ მხარდაჭერას გრძნობენ, აცხადებენ უკრაინაში. აგრეთვე აზერბაიჯანმა გამოყო დამატებით 38 მილიონ დოლარამდე დანგრეული ინფრასტრუკტურის აღსადგენად. რატომ არ ეშინიათ აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს რუსეთის გაღიზიანება?
პ.ს. ეჭვი მაქვს, რომ აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები “ვეფხისტყაოსნის” ღირებულებებს დაეწაფნენ და ქართველები ისე დამცრობილები არიან კლდიაშვილის შემოდგომის აზნაურებამდეც კი დიდი გზა აქვთ გასავლელი.“
კომენტარები