• რეკლამა
  • კონტაქტი
22:49, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მომწამვლელმა ნივთიერებამ გაჟონა

ალია ავტორი - ალია
12:00 10-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
490

25 ოქტომბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფი კოსმონავტები გარეთ გავიდნენ, რათა მაციებელი აგენტის გაჟონვა დაეთვალიერებინათ. პროცესში ისინი მომწამვლელი ნივთიერების ერთგვარ ბურთულას წააწყდნენ და მისგან თავის დაღწევა მოუწიათ.

გაჟონვა პირველად თვის დასაწყისში დაფიქსირდა. თავიდან მიიჩნიეს, რომ იგი გადაუდებელ საშიშროებას არ ქმნიდა. ახლახან დაკვირვების შედეგად კოსმონავტებმა, ოლეგ კონონეკომ და ნიკოლაი ჩუბმა, რამდენიმე დამატებითი გართულება შენიშნეს.

ღია კოსმოსში ყოფნისას კოსმონავტები მომაკვდინებელი ამიაკის მაციებლის “წვეთს” წააწყდნენ. ნივთიერება იმ თოკს მოეცხო, რომელზეც ოლეგ კონონეკო იყო მიბმული. იმისათვის, რომ სადგურში სახიფათო ნივთიერების გავრცელება აერიდებინათ თავიდან, კოსმონავტს თოკის გარეთ დატოვება მოუხდა. ღია კოსმოსში ტივტივისას ეს საკმაოდ სახიფათო სიტუაციაა.

ამიაკის გაჟონვა სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც რადიატორს მაციებლის მარაგი შეუწყვიტეს, კოსმონავტები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ნარჩენ ამიაკს რადიატორის სარქვლებიდან გამოეღწია და ერთად დაგროვილიყო. სწორედ ამიტომ, მათ დამატებითი ნაჭრები წაიღეს, რათა კოსტიუმზე მოხვედრის შემთხვევაში მაციებელი აგენტი მოეშორებინათ.

ამ პრობლემის გარდა, კოსმონავტებმა რადიატორის პანელებში უჩვეულო ხვრელებიც შენიშნეს, რომელთა წარმომავლობასაც ვერ ხსნიან.

„ხვრელებს ძალიან თანაბარი კიდეები აქვს, თითქოს ბურღით იყოს გახვრეტილი”, – განაცხადა კონონეკომ – „ბევრი ასეთი ხვრელია. ქაოსურადაა გავრცელებული”.

საგულისხმოა, რომ ISS-ის რუსულ სეგმენტში მსგავსი პრობლემები არცთუ ისე იშვიათად იქმნება.

გასული წლის დეკემბერში როსკოსმოსის კოსმოსური ხომალდი სოიუზი (იგი ISS-თან იყო შეკავშირებული) მწყობრიდან გამოვიდა და კოსმოსში მაციებელი აგენტის გაშვება დაიწყო. აქედან ორი თვის შემდეგ უკვე რუსეთის სხვა ხომალდმა, Progress MS-21-მა, დაიწყო გაჟონვა, როცა სადგურის რუსულ სეგმენტთან იყო შეკავშირებული.

ორივე ინციდენტი, რომლებიც რუსული რადიატორების სიახლოვეს მოხდა, მიკრომეტეორიტისაგან წამოსულ „გარეგან ზემოქმედებას” მიეწერა. თავისთავად, ეს ახსნა აზრსმოკლებული არაა. მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული ეჭვებიც, რადგან მოკლე დროში საკმაოდ ბევრი მექანიკური პრობლემა შეიქმნა.

ახლახან მომხდარი გაჟონვის შესახებ ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით არავის გაუკეთებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved