• რეკლამა
  • კონტაქტი
12:49, ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როდესაც გვესმის 3+3 და ოჩამჩირე, ერთი ალტერნატივაღა გვაქვს – სახალხო პროტესტი” – რა საფრთხეებზე საუბრობს გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
16:19 10-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,141

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე.

– ბატონო გიორგი, რა სახის პრობლემები შეიძლება მოგჰვეს ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსებას? ვგულისხმობ, არა მხოლოდ სამხედრო, ასევე, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკურ და სხვა სახის პრობლემებსაც.

– მოდით, თავიდანვე გეტყვით, რომ ოჩამჩირის სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენება, რუსეთისთვის არ არის მხოლოდ უკრაინის გამო შექმნილი პრობლემების გამოსავლის ძიება, რომ მან თავისი საზღვაო ფლოტი სადღაც შეაფაროს. მივყვეთ თანმიმდევრულად. დღესდღეობით, რუსეთისთვის პრიორიტეტული ამოცანაა   კავკასიაში გავლენის შენარჩუნება. რუსეთის სამხედრო ძალა მთლიანად დაკავებულია უკრაინაში საომარი მოქმდებებით. რუსეთს გააჩნია პრობლემები შეიარაღებასთან და ცოცხალი ძალის რაოდენობასთან დაკავშირებით.ამიტომ, მას არ აწყობს, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტები განათავსოს კავკასიაში, შეავსოს ის ბაზები, რომლებიც აქ აქვს და კვლავ იყოს სამხედრო ფაქტორი კავკასიაში. რუსეთი რადგან უყურებს ამ საკითხს,  დარწმუნებულია, რომ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები ზუსტად იგივე საზომით ზომავენ. გავლენის შესანარჩუნებლად არსებობს ძლიერი ეკონომიკური ბერკეტები ან სამხედრო ფაქტორი. ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს ნაკლებად გააჩნია, რადგან მას არ აქვს ისეთი კეთილმეზობლური ურთიერთობები თავის მეზობელ ქვეყნებთან, რომ ის სარგებელი, რასაც გაზის, ნავთობის, სხვა ნედლეულის გაყიდვით ნახულობს, ამაში ჩართული ჰყავდეს სომხეთი, საქართველო და ა.შ. ერთადერთი, სამხედრო ფაქტორი ჰქონდა კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად. ეს ფაქტორიც კლებულობს და შესაბამისად, ეს რაღაცით უნდა ჩაანაცვლოს. ამიტომ, დაკავებულია კომბინაციებით. მისი ერთ–ერთი კომბინაცია ახლა არის 3+3 ფორმატი და ამაში საქართველოს ჩართვა. თუ ამ ფორმატში ჩავერთეთ, საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად გახდება დამოკიდებული რუსეთზე, ეს არის რუსეთის განზრახვა ამ ფორმატიდან გამომდინარე საქართველოს მიმართ. თუ რუსეთი საქართველოში თავის გავლენას ვერ გაზრდის, მისთვის არსებობს საშიშროება, რომ სომხეთმა თავი დააღწიოს რუსულ გავლენას და მისი სწრაფვა დასავლეთისკენ უფრო ეფექტური გახდეს. აზერბაიჯანი კი არის გარკვეულწილად დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ ეს დამოკიდებულება ხანმოკლეა, აზერბაიჯანს ჰყავს საიმედო მოკავშირე თურქეთის სახით. გარდა ამისა, თუ სომხეთი არ გაამწვავებს კონფლიქტს და დათანხმდება აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, ამით აზერბაიჯანის რუსეთზე დამოკიდებულებაც შემცირდება. საქართველოს ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს დასავლეთთან და რომ არა ჩვენი ხელისუფლების გამრუდებული საგარეო კურსი, საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან იქნებოდა კიდევ უფრო ღრმა და რუსეთისგან ვიქნებოდით დისტანცირებულნი. რუსეთმა იცის, რომ საქართველოს ჰყავს სუსტი ხელისუფლება, ვერ აკონტროლებს საქართველოში პროცესებს, ორწლიანი ანტიდასავლური პროპაგანდით იმას მიაღწია,რომ საქართველოში დასავლეთში ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა, ვერაფრით ვერ მოახერხა საქართველოს მოსახლეობაში პრორუსული კომპონენტის გაზრდა. მას სჭირდება ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ერთი, რომ ჩართას ამ 3+3 ფორმატში, რაც დიდ გაუგებრობას წარმოადგენს, რადგან საქართველოს გადასახედიდან, რატომ უნდა დავპატიჟო თურქეთი და სომხეთი და რა სარგებელს პოულობს ამით, გაუგებარია…

– მით უმეტეს, რა გვესაქმება ისეთ ფორმატში, რომლის წევრებად მოაზრებული ქვეყნებიდან რუსეთი უკვე ომშია ჩართული, შესაძლოა, სომხეთ–აზერბაიჯანის ომი კიდევ განახლდეს და ასევე, დიდი შანსია, რომ ირანი სამხედრო ძალით ისრაელ–პალენტინის ომში ჩაერიოს. საბოლოოდ, ახლო მომავალში შესაძლოა,ამ ფორმატის 6 ქვეყნიდან 4 დიდ ომში იყოს გახვეული ჩვენი და თურქეთის გარდა, არა?

– კი, ეგ თავისთავად, ეგ რაც შლეიფად მოჰყვება ამ ფორმატს. თან ამ ფორმატში გვეპატიჟება რუსეთი, რომელიც თვითონაც აღარ არის მასპინძელი, ამიერკავკასიაში გავლენა აღარ გააჩნია. ქიმერაა ის,თითქოს აქ გავლენა აქვს რუსეთს. რასაც კავკასიაში რუსეთის გავლენას ეძახიან, ეს ინერციაა. რამაც თავის დროზე ეს გავლენა შექმნა, რუსეთს ის აღარ აქვს–სამხედრო ძლიერება.

–ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ რუსეთს ირანი და ჩრდილოეთ კორეა აწვდიან იარაღს.

–კი, ეს და სხვა ბევრი ფაქტორი არსებობს, მათ შორის, ეს ინდიკატორებიც არის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ცდილობს თავის წრედში ჩაითრიოს საქართველო. ამ ჩათრევას სჭირდება ზეწოლის ბერკეტები. ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია რუსეთს და მაშინ უნდა შექმნას ზეწოლის ბერკეტი. ასეთი ბერკეტია ოჩამჩირის პორტი. თუ იქ განათავსებს რამდენიმე გემს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს გემები პირდაპირ გააკონტროლებენ საქართველოს მთელ საზღვაო აკვატორიას. გააკონტროლებენ უშუალოდ იმ შესაძლებლობების სარაკეტო და საარტილერიო საშუალებებით, რაც ექნებათ ამ გემებს. გააკონტროლებს რადიოელექტრონული და რადიოსაკომუნიკაციო საშუალებებით და სრულად დაფარვს საქართველოს საზღვაო აკვატორიას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რაიმე ფორმით გამოხატავს დაუმორჩილებლობას რუსეთის მიმართ, მას შეეძლება ფოთისა და ბათუმის პორტების მუშაობის შეფერხება. მოიგონებს რაღაცას, იტყვის, რომ ანხორციელებს ანტიტერორისტულ საქმიანობას ან სხვა მიზეზით განახორციელებს პატრულირებას ჩვენს მიერ კონტროლირებად წყლებში და სადაც სამხედრო გემები იქნებიან, იქ ახლო– მახლო, სატვირთო, სამგზავრო და სხვა სახის გემი აღარ გაჭაჭანდება. ესეც ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც სამხედრო გზით მოიპოვებს რუსეთი.

– ნებისმიერ დროს შეუძლია ფოთისა და ბათუმის პორტების ბლოკირება და ასევე, ანაკლიის პროექტიც ჩავარდება. რუსული სამხედრო–საზღვაო ბაზის სიახლოვეს, სამოქალაქო დანიშნულების პორტს არავინ ააშენებს. სადაც ფოთისა და ბათუმის პორტების პარალიზებას შეძლებს, ანაკლია უფრო ახლოს არის.

–კი, თუ სამხედრო ძალაზეა საუბარი, მასძალისმიერი მოქმედების ეფექტი აქვს, როგორც ცხელ ფაზაში, ეს არის გასროლილი ჭურვი თუ ტყვია და მშვიდობიან პერიოდში, სამხედრო ყოფნა გავლენას ახდენს იმით, რომ ის სწვდება რაღაც სივრცეს და პოტენციაში შეუძლია  ეს ძალა სხვა და სხვა მიზნით გამოიყენოს. მაგალითად, ამერიკამ ორი ავიამზიდი გააგზავნა ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის დასახმარებლად,მათ არც ერთი გასროლა არ გაუკეთებიათ, მაგრამ სამხედრო ფაქტორი შექმნეს. კი, ბატონო, თქვენ სწორედ თქვით, ეკონომიკაზე შეუძლიათ მყისიერი გავლენის მოხდენა. როგორც კი პირველი რუსული სამხედრო გემების „მეგობრული ვიზიტი“ შედგება საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, გართულდება იმ გემების დაზღვევა, რომლებიც იყენებენ ფოთისა და ბათუმის პორტებს გადასატვირთად, ეს გააძვირებს ამ პორტების ფუნქციონირებას, ბიზნესი კი ძალიან მგრძნობიარეა ტარიფების ასეთი ცვლილებების მიმართ და საზღვაო–გადამზიდი კომპანიები მოძებნიან სხვა პორტებს, სადაც ამ მხრივ სტაბილურობა იქნება. ეს საბოლოოდ უზარმაზარ დანაკარგებს გამოიწვევს, დიდ დარტყმას მიაყენებს ცალკე ბიზნესს, ცალკე საბიუჯეტო ორგანიზაციებს და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამ გადასახედიდან უნდა შევხედოთ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას. ჩვენი ხელისუფლება დამთმობია რუსეთის მიმართ, პირდაპირ ანხორციელებს პრორუსულ პოლიტიკას და რუსეთი ამ პოლიტიკის გამო რაიმე დივიდენდს კი არ აძლევს საქართველოს, ზრდის ხელისუფლებაზე ზეწოლის, გავლენის ბერკეტებს, რომ კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს რუსეთზე. ხელისუფლებამ მოახდინა სახელმწიფო აპარატის პოლიტიზირება, სახელმწიფო აპარატი ფუნქციონირებს არა იმ ვალდებულებიდან, რაც კონსტიტუციით ევალება და რა დავალების შესრულებაც ხალხმა დააკისრა იმავე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, არამედ რა დავალებასაც მიიღებს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა უუნაროა, რაიმე ტიპის ეფექტური პოლიტიკა გაატაროს, თუნდაც ამ ტიპის საფრთხეების ქვეყნისთვის ასაცილებლად, რადგან დამოკიდებულია რუსეთის ხელისუფლებაზე, ვერ უწევს მას წინააღმდეგობას, რისი არც უნარი გააჩნია და არც სურვილი. ამიტომ, როდესაც გვესმის 3+3 და ოჩამჩირე, ერთი ალტერნატივაღა გვაქვს–სახალხო პროტესტი. პროტესტი იმისთვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, გაატაროს ქვეყნის ინტერესების შესატყვისი პოლიტიკა.

–თუ ძალიან გაუშინაურდენენ რუსული სამხედრო გემები ფოთისა და ბათუმის პორტების სიხლოვეს, ეს და ზოგადად, ოჩამჩირის რუსული სამხედრო ბაზის ფაქტორი ქვეყნის საგარეო კურსზეც ხომ არ იმოქმედებს, უცხოეთის ქვეყნები ხელს ხომ არ აიღებენ ჩვენზე ხელს?

–რაც გითხარით, ეს ერთ–ერთი ფაქტორია საქართველოზე რუსეთის ზემოქმედებისა. იმდღიდანვე, როდესაც რუსეთი განაცხადებს, რომ ჩემი გემები ოჩამჩირის სამხედრო ბაზას იყენებენ და ეს არის რუსული სამხედრო ფლოტის ბაზა, შეიძლება გაჩნდეს ასეთი ფრაზა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს ანხორციელებს საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება ობიექტური რეალობა, რადგან აფხაზეთი, ოჩამჩირე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ჩვენთვისაც არის საქართველოს ტერიტორია და თუ საბრძოლო მოქმედებებებს ეს გემები განახორციელებენ უკრაინის მიმართულებით, განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიიდან.

–გამოდის, რომ რუსეთ–უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი კი არ გვითრევს, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს, არამედ თავად ხელისუფლება და რუსეთი გვითრევენ ომში უკრაინის წინააღმდეგ. თუ ოჩამჩირეში ბაზირებულმა რუსულმა სამხედრო გემებმა განახორციელეს დარტყმა უკრაინულ სამხედრო ობიექტებზე, უკრაინას უფლება ექნება საპასუხო დატყმის განხორციელებისა. და ეს დარტყმა მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე–ზღვაზე ან ხმელეთზე, ან ორივეზე?

–კი, რა თქმა უნდა, ეს აზრი არ არის შორს რეალობისგან, მაგრამ უკრაინას იმდენი სამიზნე აქვს, რამდენად განახორციელებს ოჩამჩირის დაბომბვას, ეს მომავლის თემაა. ისიც, რომ პირდაპირ და უცებ ჩაითრევს ომში. თუმცა, ამის რისკს გაზრდის, თუ რუსეთი ოჩამჩირიდან განახორციელებს უკრაინულ სამხედრო მცურავ საშუალებებზე შეტევას. ეს ობიექტური რეალობაა, რაც მომავალში შეიძლება დადგეს. თუმცა, ჩვენ თუ ამას გავაპროტესტებთ,  მოვახდენთ ეტაპობრივ დისტანცირებას რუსეთისგან, საერთაშორისო საზოგადოებას თუ დავანახებთ, რომ ვემიჯნებით რუსეთის ამ პროვოკაციულ ქმედებას, ცხადია, ამ მოვლენის მიმართ დამოკიდებულება იქნება განსხვავებული. იტყვიან, რომ რაც შეეძლო ამ პატარა ქვეყანას გააკეთა და თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდაო. თუმცა, რუსეთთან დისტანცირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ და საკუთარი ნებით ამას არ გააკეთებს, ისევ სახალხო პროტესტი და მასზე ზეწოლაა ამის ერთადერთი გზა. თუ ასეთი ხისტი პოზიცია არ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ჩათრეულნი დიდ შარში. ფორმალური პროტესტის ნოტა კი გამოაცხო ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, მაგრამ არსებითად და რეალურად, რუსეთს უჭერს მხარს, რუსეთის ბანაკშია. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ლევან ნიკოლეიშვილი თუ მისი სხვა ექსპერტები გამოვლენ და რაღაცას წაიბჟუტურებენ, ამით მათსავე რომელიმე უწიგნურ მომხრეს მოატყუებენ  ეს დიდი საქმეა. საერთაშორისო საზოგადოება ამაზე არ წამოეგება. წინა საუკუნეში ორი მსოფლიო ომი აქვს ევროპას გამოვლილი. ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რაც ამ ომებს ახლდა თან, სხვა და სხვა ქცევა ევროპული სახელმწიფობისა, სხვა და სხვა მოვლენები ევროპის ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებშია შეტანილი და მათ მოტყუებას აპირებენ კობახიძე და ღარიბაშვილი? დაწყებითი პოლიტიკური კურსებიც არ გაუვლიათ და ევროპელ პოლიტიკოსებთან შედარებით ბავშვები არიან.

–ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მესამე მსოფლიო ომის შემაკავებელ ფაზაში ვცხოვრობთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ამაზე დიდი კონფლიქტები და ომები იქნება ახლო მომავალში, მიზამიმართულად ხდება კონფლიქტების გაღვივება. ხომ არ ვცდები?

–არა, არ ცდებით. მოდით, ბოლოდან დავიწყოთ. რუსეთი და ჩინეთი შეეცდებიან კიდევ ერთი ევროპული რეგიონის აფეთქებას. შესაძლოა, ეს მოხდეს ბალკანეთში ან სხვაგან. ჯერ პოლიტიკურ წრეებში ამაზე არ მიდის ხმამაღალი საუბარი, მაგრამ დასავლელმა ანალიტიკოსებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთს–უკრაინის ომი, ეს არის ბრძოლა ცივილიზებულ სამყაროსა და ბოროტებას შორის. იგივე ხდება ისრაელ–პალენტინის ომთან დაკავშირებით. სამწუხროდ, იმ ტიპის მმართველობებში, რაც ჩინეთში, რუსეთში და ირანშია, ძალიან დიდია პოლიტიკური ლიდერების მიერ გახმოვანებული სულელური აზრების პროგნოზირების რისკები. ობიექტურად თუ შევხედავთ, ჩინეთს არაფერში სჭირდება, იყოს ფორმალური პოლუსი. მის ეკონომიკას, მის განვითარებას, ხვალინდელ დღეს ეს არ სჭირდება. თუმცა, ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინს უნდა გახდეს იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც იქნება ამერიკის ალტერნატივა, მეორე პოლუსი მსოფლიოში. ამაში თავისი მომხრეების დარწმუნებაც მოახერხა, შეინარჩუნა მმართველობა. ეს არის ჩინური ამბიცია, მაგრამ მას არავინ მისცემს საშუალებას, რომ შეიქმნას ახალი ბოროტების იმპერია საბჭოთა კავშირის მსგავსად. ამერიკა და ევროპა თავიანთ პარტნიორებთან ერთად მზად არიან ყველანაირად წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, ამას არ დაუშვებენ. არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო ამ ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ დარჩება, ეს აჩვენა უკრაინისა და ისრაელის მაგალითებმა. პუტინის ხუშტურები გამო იბომბება უკრაინა ყოველდღე და იღუპება უამრავი ადამიანი. „ჰამასის“ლიდერების ხუშტურების გამო, 1 400 მშვიდობიანი მოქალაქე ერთ დღეში დახოცეს ისრაელში.

–თან ეს მოხდა კონკრეტული პოლიტიკური და სამხედრო გეგმის გარეშე. ეს იყო მკვლელობები ებრაელთა სიძულვილის გამო. „ჰამასს“ უკან ჯარი რომ მოჰყოლოდა და ღაზას აღება ეცადათ, ამით გამართლება არა, მაგრამ რაღაც ახსნა მაინც ექნებოდა იმ ველურობას, რაც ჩაიდინეს.

–ახლა ჩვენ სი ძინ პინი, პუტინი და ვიღაც გაუგებარი ტიპის ნაძირლები გვთავაზობენ, რომ როგორც თავიანთ ქვეყნებშია მოწყობილი ერთმმართველობები, მთელი მსოფლიო ისე უნდა მოეწყოს. ორი პოლუსი ებრძვის ერთთმანეთს, ძალადობა, ერთმმართველობა და დემოკრატია, ეს ფაქტია. დემოკრატია არის დამცავი ფარი, ამგვარი ლიდერების ხუშტურებისგან დასაცავად, რომელიც პირდაპირ ძალადობაში გადადის. დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა საშუალება, რომ მსოფლიოში შემცირდეს ძალადობა და ძალადობისგან დაზარალებული ადამიანების რაოდენობა. მოდით, ცოტა სხვანაირად შევხედოთ. ომებს, მცირე გამონაკლისის გარდა, ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური მიზანი, ან ფინანსური სარგებელი უნდა ენახა აგრესორ ქვეყანას, ან ტერიტორია უნდა გაეფართოებინა, ან ქვეყნის უსფრთხოება უნდა გაეუმჯობესებინა. არც ახლო აღმოსვლეთში, არც უკრაინაში მიმდინარე ომებს არ აქვს არც ერთი ეს მიზანი, ეს არის ცალკეული პოლიტიკოსების ამბიცია და ავადმყოფური პროექტები. ქვეყნებში სადაც ისინი მმართველები არიან, მმართველი კლასი სრულად ემორჩილება და ამის გამოა, რომ აქვთ საშუალება, თავიანთი ავადმყოფური ფანტაზიები განახორციელონ და კაცობრიობის პრობლემებად აქციონ. არანაირი ობუექტური ახსნა არ აქვს რუსეთის ომს უკრაინაში, მით უფრო, რომ ომის დასაწყისშივე ფინიში გაურკვეველი იყო. საბოლო ჯამში მივდივართ იქითკენ, რომ  რაც ხდება, ეს არის ერთის მხრივ, ჩინეთის წაქეზების გამო, რომ იქცეს ამერიკის ალტერნატივად და მეორე პოლუსად და მეორე მხრივ, რუსეთის უსაფუძვლო ამბიციის გამო, რომ აღადგინოს იმპერია და დაიბრუნოს საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დაკარგული ტერიტორიების ნაწილი.

თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved