• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბელარუსი აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, მაგრამ ეს ბევრად შორი პერსპექტივაა, ვიდრე საქართველოს ამ ოჯახში შესვლა“- ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
15:05 10-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
333

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ანტიზელენსკური და ლამის ანტიუკრაინული განწყობები, რაც ამ გამონათქვამმა ზოგიერთებში გამოიწვია, არც ადეკვატური ჰგონია და არც მორალურად გამართული.

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს ბელარუსიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ საქართველო ჯერ ბელარუსი ნამდვილად არ არის.

“ზელენსკის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაზე მეც ვიტყვი, იმ დათქმით, რომ ანტიზელენსკური და ლამის ანტიუკრაინული განწყობები, რაც ამ გამონათქვამმა ზოგიერთებში გამოიწვია, არც ადეკვატური მგონია და არც მორალურად გამართული.

1. საქართველოს ბელორუსიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ საქართველო ჯერ ბელორუსი ნამდვილად არ არის (ჯერ)

2. ბელორუსი აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ამას ბელორუსი ხალხი ცალსახად იმსახურებს, და ბელორუსი ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესში არანაკლებაა, ვიდრე ბელორუსის პოტენციურ ინტერესში ევროკავშირის წევრობა . მაგრამ ეს ბევრად შორი პერსპექტივაა (იმედია), ვიდრე საქართველოს ამ ოჯახში შესვლა

3. იდეალური იქნება, თუ გაფართოების ბოლო ტალღა მოიცავს ბელორუსს და სომხეთს. საქართველოს ახლა მისცემენ სტატუსს თუ არა, ის მაინც უფრო წინ იქნება. მეტიც, მოვლენათა ნორმალური განვითარების პირობებში, ტრიოს ლიდერი გახდება ისევ. დღევანდელ ჩამორჩენას მე არ მივიჩნევ ტრიოდან საბოლოოდ ამოვარდნად და არც კოსოვომდე დაქვეითების პერსპექტივას ვუყურებ რეალისტურად.

4. საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება წელს სტატუსით თუ უამისოდ, მაგრამ ამ ხელისუფლების აუცილებელი შეცვლის და შეუქცევადი და მაღალი ხარისხის დემოკრატიის აშენების შემდეგ. ერთიც და მეორეც სრულიად შესაძლებელია დროის იმაზე მოკლე მონაკვეთში, ვიდრე ახლა შეიძლება გვეჩვენებოდეს”, – წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved