• რეკლამა
  • კონტაქტი
20:37, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

Bitcoin-ი და ძირითადი კრიპტო ვალუტები: ფასი იცვლება 2021 წლიდან

ალია ავტორი - ალია
17:26 10-26-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

როგორც ბევრს ახსოვს, 2021 ნამდვილად კრიპტო ვალუტის წელი იყო. მხოლოდ ათწლეულის წინ, Bitcoin-ის ფასი დოლარზე ნაკლები იყო, ხოლო 2021 წლის ნოემბერში, ფასი ავარდა და 65,000$-ს გადააჭარბა!
ძირითადი კრიპტო ვალუტების ფასი მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებდა სანამ დიდი კრახი არ განიცადა. მაშინ როდესაც 2021 წელი კრიპტოს წელი იყო, 2022 ყველაფერი იყო კრიპტო წლის გარდა, და არც ციფრული ვალუტის ინვესტორებისთვის იყო სასარგებლო.
ეს სტატია განიხილავს ამ თემას და აღწერს თუ რა ბედი ეწია 2021 წლიდან ბაზარზე არსებულ ძირითად კრიპტო ვალუტებს.

კრიპტო ვალუტის ბაზრის მდგომარეობა 2021 წელს

სანამ Bitcoin-ის ფასის განახლებამდე მივალთ, მოდით შევხედოთ ბაზრის მდგომარეობას 2021 წელს. მაშინ კრიპტო ვალუტის ბაზარმა არსებითი ზრდა და არასტაბილურობა განიცადა. Bitcoin-მა, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციით ყველაზე ღირებული კრიპტო ვალუტა არის, არნახული რეკორდი მოხსნა 2021 წლის მაისში მკვეთრ დაცემამდე.
სხვა ძირითადმა კრიპტო ვალუტებმა, როგორიცაა Ethereum, Binance Coin და Dogecoin,
აღნიშნულის გამო მნიშვნელოვანი ფასის მერყეობები განიცადეს წლის განმავლობაში.
კრიპტო ვალუტის ბაზრის იმდროინდელი ტენდენცია იყო ფასის ზრდის გამო კრიპტოში
ინვესტირება მოგების მიღების მიზნით.
გაზრდილი ინსტიტუციონალური მოხმარება და კრიპტო ვალუტების, როგორც რეალური აქტივის კლასის, მიღება ერთ-ერთი მიზეზი იყო რამაც ხელი შეუწყო კრიპტო ვალუტის ბაზრის აღმავლობას 2021 წელს, რამაც კრიპტო ვალუტის ფასებში ცვლილებები გამოიწვია.
დიდმა კორპორაციებმა, როგორიცაა Tesla და Square მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს კრიპტოში, და ტრადიციულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორიცაა Goldman Sachs და Morgan Stanley კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროდუქტების მიყიდვა დაიწყეს თავიანთი კლიენტებისთვის. ამრიგად, კრიპტო ტრეიდინგი დამწყებთათვის მეტი ადამიანის ინტერესად იქცა, რამაც ასევე გამოიწვია ციფრული ვალუტების ზრდა.
ჩვეულებრივი ინვესტორების მზარდი ინტერესი კიდევ ერთი ასპექტი იყო რამაც კრიპტოსა და კონკრეტულად Bitcoin-ის ბაზრის ზრდას ხელი შეუწყო. მიმ ვალუტა Dogecoin-ის პოპულარობამ, რასაც მან სოციალური მედიისა და ცნობილი ადამიანების მხარდაჭერით მიაღწია, კიდევ ერთი ინვესტორთა ტალღა მიიზიდა ბაზარზე. ამან გამოიწვია Bitcoin-ისა და ალტკოინების ფასთა ცვლილებები.
თუმცა, რეგულატორული გამოწვევებმა და კრახებმა ზოგიერთ ქვეყანაში დააზარალა კრიპტო ვალუტა. ჩინეთმა აკრძალა კრიპტო მაინინგი და ტრეიდინგი, რამაც Bitcoin-ისა და სხვა კრიპტო ვალუტების ღირებულების მნიშვნელოვანი დაცემა განაპირობა.
რომ შევაჯამოთ, 2021 წელი კრიპტოს ღირებულების ზრდის წელი იყო. ხალხმა და ბიზნესებმა მეტად დაიწყო ვალუტის მიღება, კერძოდ კი ციფრული ვალუტის ანგარიშსწორების მეთოდებში მიღებადობაზე საუბრების გამო. თუმცა, ფასის ზრდამ დიდ ხანს ვერ გასტანა.

Bitcoin-ის ფასის ცვლილება 2021 წლის შემდეგ

ძირითადი კრიპტო ვალუტების ფასების ანალიზის უმრავლესობა აჩვენებს, რომყველაფრის ცვლილება 2021 წლის მიწურულს დაიწყო. ფასმა მეტად დაიწყო მერყეობა მას შემდეგ, რაც ინვესტორები ინფლაციაზე დაფიქრდნენ და წარმოიშვა ახალი COVID-19 სახელწოდებით ომიკრონი.
კრიპტო ვალუტის ფასის მერყეობები გაგრძელდა, და უფრო ფასის კლებისკენ ვიდრე ზრდისკენ. BTC მნიშვნელოვნად დაეცა 2022 წლის იანვარსა და მაისში. დახურვის ფასებმა 47,445$-ს მიუკაკუნა მარტის ბოლოსკენ. მართალია ზოგიერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ფასები ვარდნას გააგრძელებდა, ბევრმა ეს ვერ განჭვრიტა. საბოლოოდ, BTC 28,305$-მდე დაეცა 2022 წლის მაისის დასაწყისში.
მას შემდეგ, 2022 წლის მიწურულს Bitcoin-ი 20,000$-ზე დაბლა დაეცა. 2022 წლის ივლისში, BTC-ს ფასი 16,000$-ზე ნაკლები იყო.

სხვა ძირითადი კრიპტო ვალუტების ფასებიც ცვლილებები
2021 წლიდან

Bitcoin-ის მსგავსად, ბევრმა სხვა კრიპტო ვალუტამაც დაკარგა თავისი ღირებულება.
2022 წელს, ყველაზე პოპულარული ვალუტების სიაში შედიოდნენ Ethereum, Terra, Dogecoin, Cardano, Solana, და სხვები. საერთო ჯამში, 2022 წლის დეკემბრის მიწურულს, ამ ვალუტებმა ღირებულების პროცენტული ოდენობები შემდეგნაირად დაკარგეს:
● Ether – 67%
● Dogecoin – 55%
● Solana – 93%
● Cardano – 80%
● Terra – 100%
● AMP – 93%
თუმცა, როგორც ექსპერტთა უმრავლესობამ იწინასწარმეტყველა, კრიპტო ვალუტამ დაიწყო ისევ ზრდა. მართალია მან 2021 წლის მიწურულის ღირებულება ვერ დაიბრუნა, თუმცა მისი ღირებულება ნელ-ნელა იზრდება. მაგალითად, Bitcoin-მა, რომელიც 16,000$-ზე ნაკლებად ექვემდებარებოდა ვაჭრობას 2022 წლის ივლისში, მისი ღირებულების ნაწილი დაიბრუნა და დღეს, 2023 წელს, 29,000$-ზე მეტი ღირს. Ethereum-ი, რომელიც 1,000$-ზე ოდნავ მეტს ფასობდა 2022 წლის ივლისში, ახლა 2,000$-ს აჭარბებს.

ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ კრიპტო ვალუტის ბაზარზე

კრიპტო ბაზრის მუშაობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ერთი რამ ნაღდია:
იგი უკიდურესად არასტაბილურია, რასაც ეს სტატია ადასტურებს ციფრებში.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ვალუტაში საინვესტიციო შესაძლებლობები კვლავაც გასაოცარია, ხალხმა უკეთ უნდა გაიაზროს კრიპტოს ღირებულებაზე მოქმედი საკითხები. ესეც რამდენიმე ყველაზე კრიტიკული ფაქტორი:
● მოთხოვნა და მიწოდება. კრიპტო ვალუტის ფასი პირდაპირ პროპორციულია მისი მოთხოვნისა და უკუპროპორციულია მიწოდების. ფასი გაიზრდება თუკი მეტი მყიდველი არსებობს ვიდრე გამყიდველი, და პირიქით.
● მიმდინარე მოვლენები და სიახლეები. პოზიტიურმა სიახლეებმა შესაძლოა ინვესტორის თავდაჯერება გაზარდოს, მაშინ როცა უარყოფითმა სიახლეებმა შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს და გაყიდვები დააპროვოციროს.
● რეგულატორული ცვლილებები. პოზიტიურმა წესებმა შესაძლოა ბაზრის თავდაჯერება გაზარდოს და მეტი ინვესტორი მოიზიდოს, ხოლო ცუდმა რეგულაციებმა შესაძლოა გაურკვევლობა შექმნას და ინვესტორები განიზიდოს.
● ძირითადი კორპორაციების მხრიდან ადაპტაცია და გამოყენება. რაც უფრო მეტი ადამიანი და ბიზნესი იყენებს კრიპტო ვალუტებს, მით უფრო ღირებული ხდება ისინი.
● ბაზრის სენტიმენტი. ეს ტერმინი ეხება ინვესტორთა საერთო დამოკიდებულებას და განწყობას ბაზრის მიმართ. პოზიტიურმა სენტიმენტმა შესაძლოა მეტი შენაძენი გამოიწვიოს, მაშინ როცა ნეგატიური სენტიმენტი იწვევს მეტ გაყიდვებს.
● ტექნოლოგიური პროგრესი. ახალ ტექნოლოგიებს აქვთ პოტენციალი, რომ კრიპტო ვალუტები უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და მასშტაბური გახადონ. ბუნებრივია, ამან შესაძლოა ციფრული აქტივების ღირებულების ზრდა გამოიწვიოს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხანდახან კრიპტო ფასებზე გავლენა აქვს აჟიოტაჟსა და მედიის ყურადღებას. თუმცა, ეს ყოველთვის დადებითად არ აისახება, რამდენადაც ბევრი ამ გზით მანიპულირებს ბაზარს, ყიდულობს ვალუტას დაბალ ფასად და შემდეგ უფრო მაღალ ფასად ყიდის.

 

კრიპტო ვალუტის ბაზრის სამომავლო პროგნოზები

ამჟამინდელი ციფრული აქტივების ბაზრის სიახლე ისაა, რომ კრიპტო ვალუტა თავის ღირებულებას იბრუნებს. ბოლო დროს, Ripple-მ მოიგო დავა SEC-ის წინააღმდეგ, რამაც XRP-ს ფასის ზრდა გამოიწვია. საერთო ჯამში, ინვესტორების ხასიათი უფრო პოზიტიური მიმართულებით იცვლება, ხოლო ფასები ამტკიცებს, რომ მეტი ადამიანი იძენს კრიპტო ვალუტაში ინვესტირების თავდაჯერებას. კრიპტო ვალუტის ფასების პროგნოზი რთულია მისი არასტაბილურობის გამო, თუმცა ბევრ ექსპერტს სჯერა, რომ კრიპტოს ღირებულება ზრდას გააგრძელებს. კრიპტოს ადაპტაციის ზრდამ სხვადასხვა ინდუსტრიაში და უფრო მკაფიო რეგულაციებმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება შესძინოს კრიპტოს.

დასკვნა

საერთო ჯამში, კრიპტო ვალუტა სამყაროს კვლავ სთავაზობს გასაოცარ მოგებებს და სხვა ბენეფიტებს. ის ნელ-ნელა ბრუნდება დიდი კრახის შემდგომ. მაშინ როდესაც ბევრმა გადაწყვიტა თავი დაანებოს კრიპტოში ინვესტირებას, ზოგმა უბრალოდ ისწავლა გაკვეთილი: ინვესტორებმა ყოველთვის უნდა ადევნონ თვალყური ბაზარს და სიახლეებს.
კრიპტო ვალუტა ძალიან არასტაბილურია, თუმცა ის შეიძლება კარგ ფაქტორს წარმოადგენდეს მათთვის, ვისაც უნდათ ნაადრევად ინვესტირება როდესაც ფასები დაბალია, და მოგების მიღება მაშინ როდესაც ფასები გაიზრდება. თუ თქვენ აპირებთ რომ სცადოთ, ყოველთვის ადევნეთ თვალი სიახლეებს. მეტიც, დიდი დანაკარგების თავიდან ასარიდებლად გამოიყენეთ რისკის მართვის სტრატეგია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved