• რეკლამა
  • კონტაქტი
12:36, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალადობაში ბრალდებული ცნობილი მოკრივე გირაოთი გაათავისუფლეს – მსხვერპლი ქალის პირველი ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
20:34 10-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
477

ქალზე განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობაში ბრალდებული ცნობილი მოკრივე გირაოთი გაათავისუფლეს. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული გიორგი ყუშიტაშვილის მსხვერპლი კი პირველ ინტერვიუს “პირველებს” აძლევს.

სასწაულით გადარჩენილი ქალი დეტალურად ყვება, როგორ უსწორდებოდა მას ცნობილი სპორტსმენი. მოკრივემ მას თავი ჯერ მანქანაში არტყმევინა, შემდეგ გადმოათრია და სასტიკი ცემა ქუჩაში განაგრძო.

თმაში მომიკიდა ხელი, გადმომათრია, სკამზე მარტყმევინა თავი, ხელში რადგან მეჭირა ტელეფონი, არ ვიცი რანაირად, მაგრამ წამიერად ჩავრთე ვიდეო, ვიდეოსთან ერთად ჩაირთო ფლეში, ამაზე ჰქონდა უარესი რეაქცია. სკამზე მთლიანად გადმომაჯდა, მირტყამდა, თან მეჭიდავებოდა, თან ტელეფონის წართმევას ცდილობდა. ძალიან შემეშინდა, ძალიან ძლიერია, დიდი ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი

მანქანიდან როგორც კი გადავიდა, დავრეკე 112-ზე, თავიდან ეგონა ტაქსს ვურეკავდი და არ ჰქონდა რეაქცია, შემდეგ როგორც  კი გაიგო ვის ველაპარაკებოდი, მოვიდა და საჯდომით და იდაყვებით მათრია ხრეშიან გზაზე. ბოლო ხმაზე ვკიოდი, არავის არ ქჰონდა რეაგირება ერთი კაცის გარდა და იმასაც გიორგიმ დაუყვირა, ისიც შეტრიალდა და წავიდა”.- ამბობს ქალი. 

მას შემდეგ, რაც ცნობილმა მოკრივემ ქალზე იძალადა, ის შსს-ს წარმომადგენლებმა დააკავეს, თუმცა რის საფუძველზე გაათავისუფლა გიორგი ყუშიტაშვილი სასამართლომ, ეს კითხვა თემიდას მსახურებთან პროკურატურასაც აქვს. შოთაძის უწყებაში  ამბობენ, რომ სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გირაოს გადაწყვეტილება მიიღო.

მსხვერპლი ამბობს, რომ რაც გაიგო, რომ ყუშიტაშვილი გაათავისუფლეს, ძალიან ეშინია, რადგან თავს ძალიან დაუცველად გრძნობს.

რაც გავიგე რომ გამოუშვეს, მეშინია, არ შემიძლია მარტო დარჩენა. საშინლად დაუცველად ვგრძნობ თავს”. – ამბობს მსხვერპლი ქალი.

ყუშიტაშვილი წლების განმავლობაში რუსეთში ასპარეზობდა.  ქვეყანა პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ დატოვა და სპორტული კარიერა საქართველოში გააგრძელა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი ძალადობაში ბრალდებულმა მოკრივემ საპატიმროც დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved