• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს-ს მაღალჩინოსანს 2022 წელს მეუღლის მამიდამ ფული 24-ჯერ აჩუქა, საგარეოს თანამშრომელმა კი მშობლებისგან 119 ათასიანი Porsche მიიღო- თანამდებობის პირების საჩუქრები

ალია ავტორი - ალია
14:39 10-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
745

აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრებმა 2020-2022 წლებში 27,8 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე მეტი საჩუქარი ძალოვან უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებმა 2020-2022 წლებში 5.7 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა – 4.75 მილიონი ლარის საჩუქრები, ხოლო პროკურატურის მაღალჩინოსნებმა – 3.08 მილიონი ლარის საჩუქრები. ძალოვანი უწყებების გარდა, მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულებით ასევე გამოირჩევიან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები.

სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა 16,6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი ფულადი ფორმით მიიღეს, 9,1 მილიონი ლარის საჩუქარი –  უძრავი ქონების სახით, ხოლო 2,1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები – ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით.

დასაჩუქრებულთა სიის სათავეშია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, რომელმაც 2020-2022 წლებში 1 359 416 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო. მას მოსდევს იმავე უწყების სამმართველოს უფროსი ლიანა ლატარია, რომელმაც მშობლებისგან 804 765 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო, მათ შორის, 119 ათასი ევროს ღირებულების Porsche 911 CARRERA 4S, საცხოვრებელი ბინა ღირებულებით 100 ათასი აშშ დოლარი და ფულადი თანხა 60 ათასი ლარი.

სოლიდური საჩუქრები აქვს მიღებული NCDC გენერალურ დირექტორ პაატა იმნაძეს, რომელსაც 700 000 საჩუქარი გადასცეს.

ღარიბაშვილს მშობლებმა 300 000 ლარი აჩუქეს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა მშობლების დანაზოგს წარმოადგენს, თუმცა მისი წარმომავლობა ბუნდოვანია.

კვლევის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძვირადღირებული საჩუქრის მიმღებ პირებს ხშირ შემთხვევაში მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობები უკავიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა. კერძოდ, შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილემ,  ბაკური გიორგობიანმა 2022 წელს მეუღლის მამიდისგან ფულადი საჩუქარი 24-ჯერ მიიღო, მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან 3,250 აშშ დოლარი, მეუღლის მეგობრისგან 6,000 ევრო, მეუღლის დედისგან 8,450 ლარი და 2,000 აშშ დოლარი, მეუღლის სხვა ნათესავისგან 1,000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი მეგობრებისგან 12,110 ლარი და 403 აშშ დოლარი.

„მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved