• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, სამშაბათი, 9 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პირდაპირ ვამბობ, ამ კომპანიის უკან დგას ვახტანგ გომელაური” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი ყუფარაძე

ალია ავტორი - ალია
16:50 10-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,864

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგიც ცენტრის“ ხელმძღვანელი, გიორგი ყუფარაძე.

–გიორგი, თქვენი ორგანიზაცია იცავს კოჯორში, სამშენობაში მცხოვრებ 13 ოჯახს, რომელთაც გამოსახლებას უპირებენ.  კონკრეტულად რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?

–ჩვენი ორგანიზაცია საადვოკატო და სხვა საჭირო მომსახურებას უწევს ამ ოჯახებს. 1998 წელს, გარდაბნის გამგეობამ, ორსართულიან შენობებში შეასახლა ერთი ოჯახი. შემდეგ, ეტაპობრივად შესახლდა 13 ოჯახი, 2005 წლის ჩათვლით. ერთი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, დანარჩენებს სახლ–კარი არ ჰქონდათ და იქ ცხოვრების ნება დართეს. ამ ხალხმა იქ უკვე დიდხანს იცხოვრა, შვილები გაზარდეს, დააოჯახეს და ახლა ზოგს შვილიშვილები ჰყავს. ეს შენობები მდებარეობს კურსანტების ქუჩაზე, იქ მაცხოვრებლები დამისამართებულნიც კი არიან. ეს შენობები თავისი მიმდებარე მიწით სახელმწიფოს ეკუთვნოდა, გარდაბნის რაიონს. მერე გადავიდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე. 2018 წელს, ქონების მართვის სააგენტომ ეს ქონება გადასცა შპს „რუსთავის წყლის გამწმენდ შენობა–ნაგებობას“, სახელმწიფოკომპანიას. მოგვიანებით, სახელმწიფო შპს–მ „რუსთავის წყლის გამწმენდი შენობა–ნაგებობამ“ კერძო კომპანიას, „გარდაბნის წლის გამწმენდი შენობა–ნაგებობას“ გადასცა ქონება და ამ უკანასკნელმა მოახდინა ამ 3 შენობა–ნაგებობისა და მისი მიმდებარე 16 000 კვ.მ. მიწის პრივატიზაცია, თუმცა, ამ კომპანიას ბიუჯეტში ფული არ გადაუხდია, აჩუქეს მთელი ქონება. შემდეგ, ამ კერძო კომპანიისგან შეიძინა ქონება კომპანია „ტაბახმელა ვილიჯმა“ ძალიან იაფად. 21 დოლარად იყიდა 1 კვ.მ. მიწა ამ სამ, ორსართულიან კორპუსთან ერთად, როცა კოჯორში 1 კვ. მიწის ფასი მინიმუმ 150 დოლარია. „ტაბახმელა ვილიჯის“ მფლობელია ვინმე ლაშა სიხარულიძე, რომელიც კოტეჯების ჩადგმას აპირებს. ერთი, მესამე ჯგუფის ინვალიდი ქალბატონი ცხოვრობს, ნონა გომარიშვილი, ყველა ოჯახი სოციალურად დაუცველია, „ტაბახმელა ვილიჯის“ მფლობელი მათ გამოსახლებას უპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ამ ქუჩაში დარჩენა ემუქრება ბავშვებთან ერთად.

–კონკრეტულ სამართალდარღვევებს სად ხედავთ ამ საქმეში?

–ჯერ ერთი, გარდაბნის რაიონის ბალანსიდან თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე ისე გადავიდა ეს ქონება, იმ ხალხს, ვინც ფაქტობრივად ეპატრონებოდა მას, არ გაუგია, მათთან არაფერი შეუთანხმებიათ. ეს გაიგეს მოგვიანებით, პოსტს–ფაქტუმ. მერე, მერიამ „რუსთავის წყლის გამწმენდი შენობა–ნაგებობაის“ ბალანსზე ისე გადაიტან ქონება, იქიდან კიდევ „გარდაბნის წლის გამწმენდი შენობა–ნაგბობაის“ ბალანსზე,  ესეც არ გაუგია იმ ხალხს. ცხადია, არც ის გაუგიათ, რომ სახელმწიფომ „გარდაბნის წლის გამწმენდი შენობა–ნაგბობას“ აჩუქა, მასზე გაასხვისა ქონება, ესეც მოგვიანებით გაიგეს. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ეს შენობები და მიწა ბოლოს „ტაბახმელა ვილიჯის“ ხელში აღმოჩენილიყო. სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსნდრე გზირიშვილმა ორი სხდომა ჩაატარა და ისე გამოიტანა ხალხის გამოსახლების დაიყონებლივი აღსრულების გადაწყვტილება, როდესაც სამოქალაქო საქმეები წლების განმავლობაში გრძელდება პირველ ინსტანციაში. როგორ, 13 ოჯახი დავობს ქონებაზე და ოჯახიდან თითო კაცი მინც არ უნდა დაეკითხათ? რა უბედურება იყო ეს ექსპრეს–სასამართლო? მარტო ერთმა კაცმა, გია გორელაშვილმა მისცა ჩვენება პროცესზე, როგორც მოწმემ. მოსმართლე ალექსამდრე გზირიშვილის შვილის ნათლია ლევან მურუსიძე, რაც მრავლის მეტყველი ფაქტია, ეს ბევრ რამეს ხსნის და ამაზე ქვემთ მოგახსენებთ. კანონით არ შეიძლება იმ ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა და მით უფრო გასხვისებ, სადაც ხალხი ცხოვრობს. ჯერ უნდა გამოასახლო ხალხი და მერე გადაიტანო ბალანსიდან ბალანსზე, გაყიდო, გააჩუქო თუ სულაც დაანგრიო.კანონი პირველად 2018 წელს დაირღვა,როდესაც სახელმწიფო შპს–ს, „რუსთავის წყლის გამწმენდი შენობა–ნაგებობას“ გადასცა ეს ქონება. კანონი დირღვა მაშინ, როდესაც მერიის ქონების მართვის სააგენტომ ქონება აჩუქა ,,გარდაბნის წლის გამწმენდი შენობა–ნაგბობას“ მაშინ, როდესაც იქ ხალხი ცხოვრობდა. ეს მთავარი დარღღევაა ამ სქმეში.

–„ტაბახმელა ვილიჯის“ მფლობელი, ლაშა სიხარულიძე აცხადებს, რომ ის ამ ქონების კეთილსინდისიერი მყიდველია, კერძო კომპანიისგან იყიდა და სახელმწიფოსთან საქმე არ ჰქონია. ამაზე რას იტყვით?

–ეგ კარგად ვიცი, მაგრამ აქ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ მაქინაციასთან, რომლის მსგავსიც არაერთხელ გვინახავს. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ „ტაბახმელა ვილიჯს“ კაპიკებად ჩაეგდო ეს ქონება ხელში, 1 კვ.მ. 21 დოლარად. 16 000 კვ.მ. მიწა თავისი შენობა– ნაგებობით „ტაბახმელა ვილიჯმა“ 370 000დოლარად იყიდა. ახლა გეკითხებით, თუ მაქინაცისთან არ გვაქვს საქმე, როგორ მიჰყიდა კვ.მ. მიწა, შენობებს თავი დავანებოთ, 21 დოლარად კომპანია „გარდაბნის წლის გამწმენდი შენობა–ნაგებობამ“ ვიმეორებ, კოჯორში ყველაზე იაფად 150 დოლარად იყიდით 1.კვ. მეტრ მიწას. ეს იყო   „გარდაბნის წლის გამწმენდი შენობა–ნაგებობა“ წმინდა წყლის მაქინაცია, ჩვეულებრივი კორუფციული სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ქონება მართლა ჩალის ფასად უნდა აღმოჩენილიყო „ტაბახმელა ვილიჯის“ საკუთრებაში და ასეც მოხდა. ახლა იმის შესახებ, თუ ვინ დგას „ტაბახმელა ვილიჯის“ უკან.ეს გახლავთ შ.ს. მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

–რა მტკიცებულება გაქვთ, რომ ამ კომპანიის უკან ვახტანგ გომელაური დგას?

–მაქვს ინფორმაცია და იმაზე დაყრდნობით ვამბობ ამას. იმას არ ვამტკიცებ, რომ არაფორმალურად გომელაურის საკუთრებაა ეს კომპანია, რომ ის აპირებს კოტეჯების ჩადგმას. შესაძლოა, ვინმე მისი ახლობელი იყოს „ტაბახმელა ვილიჯის“ რეალური მეპატრონე, მისი ბიზნესია, მაგრამ გომელაური რომ ირჯება ვიღაცის გამო, ამის შესახებ მაქვს ინფორმაცია.

–ვის გამო შეიძლება ვახტანგ გომელაური ჩარეულიყო ამ საქმეში?

–ეს წესით გამოძიებამ უნდა დაადგონოს. მე მზად ვარ, მივცე გამოძიებას ჩემს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომ გომელაური მოქმედებს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ობიექტურად ამ საქმეს არავინ გამოიძიებს. „ტაბახმელა ვილიჯის“რეალური მფლობელი ან შ.ს. მინისტრის რომელიმე მოადგილეა ან ვახტანგ გომელაურის ნათესავი. თუმცა, ამას მალე დავაზუსტებ. ისე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავად გომელაურისა იყოს კომპანია, ეს მალე გამოჩნდება. ცნობილი ფაქტია, გომელაურთან ასოცირებულმა  კომპანიამ ტაბახმელაში ააშენა კოტეჯები და გაყიდა. ეს ფაქტიც აძლიერებს ეჭვს, რომ შესაძლოა, პირადად მისი ბიზნესი იყოს „ტაბახმელა ვილიჯი“.

–სამართლებრივი გზის გარდა, სხვა რა გზას მიმართავთ ამ ხალხის დასაცავად?

–ჯერ ისევ სამართლებრივ  გზაზე ვიტყვი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსახლების დაუყონებლივი აღსრულების შესახებ, სააპალაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, მაგრამ აზრი? სააპელაციოს რეალური შეფი ლევან მურუსიძეა და ჯერ ერთი, თვისი ნათელ–მირონის, ალექსანდრე გზირიშვილის გადაწყვეტილებას არ გააბათილებს, ასევე, რაკიღა გომელაურია საქმეში ჩართული, გამოდის, მის დაკვეთას შეასრულებს და პირველი ინსტაციის გადაწყვეტილებას დატოვებს ძალაში. ხალხი არ ჩერდება, აქციები გამართეს სასამართლოსთან, სახელმწიფო კანცელარიასთან, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია.  კარგად ვიცი, ამ ხალხის განწყობა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და თან, ხელისუფლებას ვაფრთხილებ–თუ კოჯორში ამ ხალხის გამოსასახლებლად სააღსრულებო პოლიცია მივა, იქ აუცილებლად სისხლი დაიღვრება!  ეს კი ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას.

თეგები: გიორგი ყუფარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი ოქროს შეფასებას ზრდის!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი ოქროს შეფასებას ზრდის!

18:46 09-08-2025
სიმაღლეზე მუშაობის თანამედროვე სტანდარტი — Haulotte-ს ამწეები K2-ისგან
ახალი ამბები

სიმაღლეზე მუშაობის თანამედროვე სტანდარტი — Haulotte-ს ამწეები K2-ისგან

18:34 09-08-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

15:05 09-08-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

14:07 09-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved