• რეკლამა
  • კონტაქტი
22:08, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიკვდილი ყველაზე სასტიკი, გაუგებარი და უპასუხო სახით გამეცნო“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
12:05 10-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოცქსელში წერს:

„სამყარომ ასე ინება, რომ სიკვდილი ყველაზე სასტიკი, გაუგებარი და უპასუხო სახით გამეცნო. ამგვარი ამბავი არც მონაყოლი მსმენია და არც სადმე ფილმში მინახავს. არადა მოხდა ჩემი სახლის გვერდით, ღობე რომ გვეყოფს, იმ სახლში და სახლები კიდევ, ისე ახლოს დგანან ოზურგეთულ ქუჩებში, სუნთქვა უჭირთ.ხოლო მანამდე, რაც მახსენდება, გარდაცვალების თაობაზე, გაცილებით იოლი საქმეა და პატიოსნად რომ ვთქვა, მაინცდამაინც საშიშიც ძნელად: ერთხელ ბებიაჩემი დაბრუნდა ბაზრიდან და სხვათაშორის თქვა, საწყალი ფირუზიე, გადაბრუნდა და მოკვდაო. ფირუზიე ხინიკაძე. მე ვიფიქრე, რომ სიკვდილი ასეთი რამაა – აუცილებლად უნდა გადაბრუნდე-მეთქი და სულ გულაღმა ვწვებოდი. გულაღმა, რადგან ეგეც შევიტყვე, მკვდრის უკან მობრუნება აღარ იქნებოდა. ახლა გადავეჩვიე. ეგრე გადაეჩვია ალბათ ფირუზიეც. და ყველა.სიკვდილი ნიშნავდა ჭირიან ქათმებსაც წვიმიან დღეებში, ეზოში, გუბეებთან რომ ისხდნენ მობუზულები და თვალდახუჭულები. ამაზე სევდიანი სცენა მე იშვიათად მინახავს.მაგრამ ეს ფიქრი და დარდი იოლად ნაცვლდებოდა რამე უმიზეზო სიხარულით. ბავშვობას ყოფნიდა ძალა, მივიწყების უჯრაში ჩაეტენა ეს წარმოსახვები და თვითონ სიცოცხლის ღია კარში გავარდნილიყო უკანმოუხედავად.დიახ. ვახტანგ ნემსაძე. ვახტულია. სრულიად გენიალური ბიჭი. უკეთილესი. მარად მოღიმარი. ჩემი კარის მეზობელი. ხომ ექვსი წლისას არ ვიყავი, მაგრამ ვახტულია მახსოვს ცხადად. ის საღამოებიც მახსოვს, ცოლი რომ უნდა შეერთო და შემოსასვლელს ღებავდა. თან გვეხუმრებოდა და თან ღებავდა, მაგრამ იმ დღეების თვალები არ მაგონდება და რომ მომაგონდეს, ვფიქრობ, რამეს ამოვიკითხავ, თითქოს წაკითხვა ახლა რამეს უშველიდეს. მაგრამ ადამიანი იმთავითვე უცნაურადაც ჩაფიქრებული და სულ ვცდილობ, რომ რამე ფრაგმენტი დავტყუო მეხსიერებას, სადაც ვახტულიას თვალებსაც დავინახავ, მაგრამ დრომ მაინდამაინც ეგ მონაკვეთები ამოჭრა ან ასე იყო – ვახტულიას მზერა მიწისკენ ჰქონდა დახრილი.ქორწილი მზადდებოდა. გაშალეს სეფა. ამინდი რას ჩივა? რადიომ მზეაო. რადიოს კაცის ბარომეტრი ჯობია. თუმცა ბარომეტრმაც მზეაო. დაინიშნა თავიკაცი. თეფშების რეცხვა. ქვაბების დუღული. რამდენი გოჭი ეყოფა? გრძელი ხის სკამები და ამ საკმებზე გადაგებული ქაღალდი, მწვანე და წითელი ძაფებით დამაგრებული. ნოხს რომელს კიდებთ მეფე-დედოფლის უკან? ღვინო სადაურია? არ დაგვაკლდეს. სამასი კაცი იქნება. სამტრედიიდან ცოლოურები ჩამოვლენ ასე სამ საათში. თამადა რენოა? რენომ კუჭის ოპერაცია გაიკეთა მოსკოვში. თავიდან გული ეგონათ. მაშინ თენგო. თენგო კაია. ნელის ამბავი გეიგეთ? არ მჯერა, ბაღნებს გეფიცები, ამხელა ქალი! რაფერ იკადრა?! ხაჭაპურები არ მიიწვას! რას გავხარ ბიჯო, სა ირბინე, რა მიიცხე მაი შუბლზე გარბაჩოვის ტყლიპივით! პი-პიი! ერთი ლიმონათი გუუხსენით ამ ბაღანას, აფერი არ დაშავდება! პიპო-პაპო! პიპო-პაპო! მაყარი ვარ, მაყარი! პი-პიიი!მოკლედ ქორწილის წინა დღე. მზადება. მოხუცები. ბავშვები. შუახნისები. დიდი ჩოჩქოლი.ბაღნებო, არ შუუშალოთ ახლა ხელი – ვახტო წვერს იპარსავს. მამაჩემმა თქვა, მე დილით გავიპრსავო და შვიდ საათზე ადგა. მახსოვს ეგეც, როგორ ადგა და მერე ისევ ჩამეძინა. და მერე იყო ბღავილი, რომლის მსგავსი არც მანამდე ყოფილა და არც მერე განმეორდება. ეს იყო ტკივილის, გაოცების, შეძრწუნების, სიყვარულის, შიშის, მსხვრევის, მშველელის მოხმობის, სამყაროს შერყევის სურვილის, ეგებ სიზმარი იყოს და ამ სიზმრიდან გამოსვლის მცდელობის ხმა ერთად. და კიდევ ბევრი, ბევრი რამის.ვახტულიას მამის ხმა.დედაჩემი წამოხტა და ოთახში ჩამკეტა.კივილი, ხავილი და ღრიალი კაწრავდა ფანჯრის მინებს.საკუთარი ქორწილის დილით, უკანა ეზოში, სანადირო თოფით, ვახტულიამ თავი მოიკლა.არავინ იცის რატომ.და იწვა ვახტულია საქორწინო პიჯაკში და დედოფალს ელოდა. და დედოფალი ჩამოვიდა სამტრედიიდან. დედოფალი და მაყარი. და მე ფანჯრიდან დავინახე, როგორ ადიოდა ქალი დედოფლის თეთრი კაბით კიბეზე.ეს არის ჩემი ცხოვრების ერთი მთავარი კადრი.და ამის შემდეგ სხვა სიკვდილები, რა გასაკვირია, რომ გაუბრალოვდნენ. და ძალიან დაპატარავდნენ. უსუსურებად იქცნენ.ხუთი წლის შემდეგ, ზუსტად იმ ადგილის პარალელურად, მეზობელ ეზოში ანუ ჩვენთან – ბაბუაჩემმა ჩამოიხრჩო თავი. და მერე, პანაშვიდებზე, შესამჩნევი ჩურჩულით ითქვა, რომ ეს არის დაწყევლილი მიწა, რადგან ოდესღაც ერთი კაცის სამოსახლო იყო და ბოლშევიკებმა წაართვეს. მე არ ვიცი, ვინ იყო ის კაცი და როგორი იყო, მაგრამ მაისის ოცდაორში, რეანიმაციაში მესიზმრა და თოხი დამიმიზნა თოფივით. მე გამეცინა და ის გაქრა.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved