• რეკლამა
  • კონტაქტი
07:43, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – ლაშა ჟვანია

ალია ავტორი - ალია
11:43 10-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ საელჩო კავშირზე იმყოფება საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან. მისივე თქმით, ღაზის სექტორის გარშემო შვიდკილომეტრიანი ზოლი მთლიანად ევაკუირებულია და აღნიშნულ მონაკვეთში საქართველოს მოქალაქეები დღეისათვის არ არიან.

ლაშა ჟვანიამ ისრაელში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ისრაელში მდგომარეობა კვლავ ისეთი დაძაბულია, როგორც იყო 10 დღის წინ, ჩრდილოეთის მხარეს კიდევ უფრო იძაბება, რადგან დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ პრაქტიკულად ომში ჩაერთო, ამიტომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან, რომელიც არის საზღვარი ლიბანთან, კილომეტრის პერიმეტრზე ხდება მოსახლეობის ევაკუაცია.

ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებული არიან საელჩოში და ტელეფონის ნომრები გვაქვს. გუშინ ყველასთან განხორციელდა ზარი და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. დაგვიდასტურეს, რომ ნაწილი, რომელიც ბინებში ცხოვრობენ და უვლიან მოხუცს ან ოჯახებში მუშაობენ, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თავშესაფარი ჰქონდეთ. ნაწილი, რომელთა ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდება, ისინიც გაჰყვებიან ოჯახის წევრებს. ღაზის სექტორის გარშემო შვიდკილომეტრიანი ზოლი მთლიანად ევაკუირებულია და ჩვენ ამ შვიდკილომეტრიან ზოლში საქართველოს მოქალაქეები დღეისათვის არ გვყავს.

აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რა სიახლეც გვაქვს, არის ის რომ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირ რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს. რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანია „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკი“. ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები. ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში-ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით. ასევე, სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ რამე სჭირდებათ. დღეს მოხდა ასეთი კავშირი ახალგაზრდა დედასთან, იქ სამი შვილით იმყოფება და დავეხმარეთ, შეიძინა პირდაპირი ავიაბილეთი და დღეს საქართველოში მოემგზავრება. მთავარია, რომ ინფორმაცია გავრცელდეს. როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მერე იწყება ნერვიულობა ჩვენს მოქალაქეებშიც, რომლებიც ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. როდესაც სწორ ინფორმაციას იგებენ, უფრო გონივრული ნაბიჯების გადადგმა იწყება. ზოგიერთს გადაწყვეტილი აქვს, რომ დარჩეს, ზოგს უნდა გამგზავრება ისრაელიდან საქართველოში და ასეთ ადამიანებს ვაკვალიანებთ“, – განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved