• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იმედი მაქვს, ამჯერად აღარ დააყოვნებთ და იმოქმედებთ“ – სააკაშვილის მიმართვა ნიკოლ პაშინიანს

ალია ავტორი - ალია
11:33 10-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,889

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ პაშინიანს მიმართავს.

„ჩემი მიმართვა ნიკოლ პაშინიანს,
სომხეთის პრემიერ-მინისტრს

მე თქვენ პირველად მოგმართავთ და ამას საჯაროდ ვაკეთებ, რადგან ძალიან მაღელვებს ჩვენი რეგიონის და სომხეთის ბედი. რუსეთთან და პუტინთან (რომელმაც დსთ-ს ამასწინდელ სამიტზე პრაქტიკულად ბრალი დამდო ამ ორგანიზაციის დაშლაში) ჩემი ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავს უფლებას მივცემ, მოგცეთ რამოდენიმე რჩევა.
თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით სახალხო გამოსვლების შედეგად, რაც პუტინის ტერმინოლოგიით “ფერადი რევოლუციაა”. ამიტომ, დამიჯერეთ, როგორც არ უნდა ეცადოთ პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც არ უნდა ეფიცოთ ერთგულებაში, ის თქვენ არასოდეს გაპატიებთ. განსაკუთრებით – თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებების, პოლიტიკური სვლების და განსაკუთრებით რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ. ის თქვენი მოსისხლე მტერია და შეეცდება თქვენს დამხობას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით: შიდა არეულობით, სამხედრო მოქმედებების ხელშეწყობით.
ის დაიწყებს თქვენს მოხრჩობას ეკონომიკურად და გამოიყენებს ჰიბრიდული ომის მთელს არსენალს.
უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან ცოტა დრო გაქვთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენ ვერ შეძელით ან არ განახორციელეთ ფუნდამენტური რეფორმები და ამიტომ თქვენი დღევანდელი სახელმწიფო აპარატი რეალურად კრემლის მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებს. თქვენ დააგვიანეთ ევროინტეგრაციის პროცესი.
რარიგ რთულიც არ უნდა იყოს ეს თქვენთვის, სომხეთის გარშემო განვითარებული მოვლენები ჩვენს რეგიონს ახალ შანსს აძლევს. რაღაცა დროის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ვიცხოვროთ ბალტიის სამი ქვეყნის მსგავსად – ღია საზღვრებით, შევქმნათ ლოჯისტიკური, ფინანსური, ენერგეტიკული ჰაბების მთელი სისტემა, გამოვიყენოთ ჩვენი სამეულიდან თითოეული ქვეყნის უპირატესობები.
ამის მისაღწევად თქვენ უნდა იჩქაროთ და დაივიწყოთ ნებისმიერი მერყეობა, უნდა წახვიდეთ ვა-ბანკზე. უნდა მოითხოვოთ რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა, უნდა გამოხვიდეთ დსთ-დან, ОДКБ-დან, საბაჟო კავშირიდან და უნდა შეიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ნატოში შესასვლელად.
2013 წელს ჩამოვფრინდი ერევანში ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ბაროზოსთან ერთად. უშედეგოდ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა თქვენი წინამორბედი, არ შესულიყო რომელიმე, მოსკოვის ეგიდით შექმნილ ორგანიზაციაში.
და ბოლოს, თქვენ უნდა ღიად განაცხადოთ და სასწრაფოდ მოაწეროთ ხელი მშვიდობის ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან და ამ ნაბიჯით გაუხსნათ გზა სომხეთს შიდა და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებებისთვის.
თქვენ არ გაკლიათ პირადი ვაჟკაცობა და პოლიტიკური სიმამაცე და ამიტომ მაქვს იმედი, რომ არ მისცემთ პუტინს საშუალებას გაგანადგუროთ პირადად, დაანგრიოს თქვენი ქვეყანა და საბოლოოდ ააფეთქოს ჩვენი რეგიონი. საფრთხე, რომელიც მოგვადგა ყველა ჩვენგანს, ძალზედ რეალურია და ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებებს.
იმედი მაქვს, ამჯერად აღარ დააყოვნებთ და იმოქმედებთ.
გისურვებთ წარმატებებს თქვენ და სომხეთის ხალხს“, – აღნიშნულია პოსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved