• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სამარცხვინოა… სადაც უნდა იქ წავიდეს და სადაც უნდა იქ გადავიდეს“ – კალაძე პრეზიდენტზე

ალია ავტორი - ალია
15:03 10-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,686

თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტზე:

„რაც შეეხება ზოგადად პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. პირველი, უმძიმესი ფაქტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა აღნიშნული ქმედება. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია.

რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია მისი ბოლომდე მიყვანა და განხორციელება, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.

სადაც უნდა იქ წავიდეს და სადაც უნდა იქ გადავიდეს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.

ყველაფერს ნიღბავს იმით, რომ თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალზე შესტკივა გული და ამ დროს, რეალობაში რა ხდება? ვისმენთ განცხადებებს მისი მხრიდან, (ჩვენ ხომ არ ვიგონებთ) ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო და დაამატა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. თუ ვინმე სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და უბრალოდ მარტივად, რომ შევაფასოთ მავნებლობა.

ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აცდენილია რეალობას”

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved