• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სისხლისმსმელ ბელადს ტკბილად გაღიმებია. გამომშვიდბებია ნაშრომ მებაღეს” – რა ისტორიას იხსენებს ზურა შევარდნაძე

ალია ავტორი - ალია
13:56 10-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,814

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ამ ამბვის იმდენი ვერსია არსებობს რამდენიც მთხრობელი. მისხალიც იყოს ჩვენამდე მოღწეულიდან მართალი აზრი უცვლელი რჩება, რომ ის იყო ღირსეული, მისაბაძი, მაღალი ზნეობის, ნამდვილი ქართველი, დიდი ადამიანი.
მაშინ მიხეილ მამულაშვილი საქვეყნოდ ცნობილი, დიდი გემოვნებით გამორჩეული, უკვე ხანში შესული მებაღე იყო.
გაზაფხულის პირზე თავისივე ბაღში მომუშავეს მცხეთის რაიკომის მდივანი დადგომია თავზე და უთქვამს, რომ სტალინის აგარაკზე, სოჭშია გამოძახებული, სასწრაფოდ აქვს დავალებული მისი იქ გაგზავნა. ამ დროს მიხეილ მამულაშვილის ორი შვილი დაპატიმრებულია, გადასახლებულია, მიწერ-მოწერის უფლების გარეშე, ოქტომბრის აქეთ არაფერი სმენია მათზე. ესეც არ იყოს, წელიწადის ამ დროს არ ეთმობა მებაღეს ბაღი და მოძალებული საგაზაფხულო საქმე, მაგრამ სხვა რა გზაა? ადრე დილითვე გამგზავრებულა. თან მცხეთელი , დამხმარე ბიჭი გოგილო გაუყოლებია.
მწვანეში ჩაფლული სააგარაკე სახლი შემაღლებულზე, ზღვის პირას, კონცხზე, ულამაზეს ბაღში მდგარა. აგარაკის პერსონალთან და გოგილოსთან ერთად დიდი სამუშაო გაუწევია მებაღეს, გასასხლავი გაუსხლავს, გახევებული ჰორტენზიის, აზალიის, ოლეანდრის და ოსმანთუსის ბუჩქებისთვის ფორმა მიუცია, გაუახლებია როზარიუმი, საყვავილე თარგები, კვლები და ვაზონები უზადო გემოვნებით მოურთავს და მოულამაზებია. 9 დღეს დარჩენილა და უმუშავია მაშინ სოჭში. იქ ყოფნის მეშვიდე დღეს, საღამოს “დიდი ბელადი” ჩამობრძანებულა მცირე ამალასთან ერთად, ბაღი ფეხდაფეხ შემოუვლია და ყველაფერი უნახავს. გამომგზავრებამდე, წინა საღამოს კაცი გაუგზავნია და მიხეილ მამულაშვილი ვახშმად დაუპატიჟებია.
“მომცრო სასადილო ოთახში, დიდ მაგიდასთან გაეშალათ მოკრძალებული სუფრა, თევზი, მოხარშული კარტოფილი, უცხო ბოსტნეული და ლამაზი ხილი დაელაგებინათ. ქართულად დამელაპარაკა, სამი მოკლე სადღეგრძელოც წარმოთქვა და ჭიქა შუამდე დაცალა, დაღლილს, დარდიანს ჰგავდა. ბოლოს მითხრა: -ნაშრომს გიქებ მხცოვანო მებაღევ, როგორ იოლად დაგიტყვია აქაურობისთვის თქვენი მშრომელი ხელი. კარგი იქნება თუ აქაურობას თქვენს მზრუნველობას არ დააკლებ. ვიცი ხვალ შინ ბრუნდები, ეგებ არის რამ რაც შემიძლია თქვენთვის გავაკეთო, სათხოვარი ხომ არ გაქვს?
-ამხანაგო სტალინ, მადლობა მომიხსენებია მასპინძლობისთვის, მაქვს პატარა სათხოვარი.
-დღეს ხარბად გაზრდილი დაფნის ღობეები გავსხალი, შინ დაბრუნებულს ბევრი დაკვეთა დამიხვდება, გვირგვინები და თაიგულები მექნება დასამზადებელი, თქვენი ნებართვით ნასხლავ ტოტებს წავიღებ თან.”
სისხლისმსმელ ბელადს ტკბილად გაღიმებია. გამომშვიდბებია ნაშრომ მებაღეს.
მესამე დღეს დილით ჩამოუღწევია მიხეილ მამულაშვილს მცხეთაში, თავის ბაღში შესულს მხარზე გადებული დაფნის კონა ხელიდან გავარდნია. ბაღის სკამზე, დიდი უთხოვრის ქვეშ თავისი ორივე შვილი დაუნახავს. გოგილოს ყვირილი მოურთავს, ძვლივს დაუწყნარებიათ.
რაიკომის მდივანს და კომისარს პირობა ჩამოურთმევია ოჯახისთვის, გოგილოსთვის რომ ამ საკითხზე არც ერთი სიტყვა, არსად ითქმებოდა და მითუმეტეს დაიწერებოდა.
მას შემდეგ მიხეილ მამლაშვილი კიდევ ოთხჯერ ყოფილა სოჭში, სამთავრობო აგარაკზე, ბაღში სამუშაოდ. “დიდი ბელადი” აღარასდროს აღარ უნახავს.
#GardeniaShevardnadze”

თეგები: გარდენიე შევარდნაძეზურაბ შევარდნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved