• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აითაჯმა იმ დღეს დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა… გოგონას არ სურდა დარჩენა, მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინეს” – რას ჰყვება ჩვენებაში მოკლული 14 წლის გოგონას ბებია?

ალია ავტორი - ალია
12:09 10-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

10:48 / 16-10-2023
“აითაჯმა იმ დღეს დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა… გოგონას არ სურდა დარჩენა, მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინეს” – რას ჰყვება ჩვენებაში მოკლული 14 წლის გოგონას ბებია
“რუს­თა­ვი 2” ავ­რცე­ლებს სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი 14 წლის გო­გო­ნას, აითაჯ შახ­მა­რო­ვას ბე­ბი­ის, ეთერ მა­გა­რა­მო­ვას ჩვე­ნე­ბა. ქა­ლის თქმით, აი­თა­ჯზე ზე­გავ­ლე­ნა მის­მა შვი­ლებ­მა ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო მო­ახ­დი­ნეს.

“ჩემი შვი­ლი ნა­ტიკ მა­გა­რა­მო­ვი არის მწყემ­სი, ის მუ­შა­ობ­და ალიმ სა­დი­გოვ­თან. შარ­შან გა­ვი­გე, რომ ჩემს შვილს ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვას სურ­და მისი შვი­ლის, აი­თა­ჯის ალი სა­დი­გოვ­ზე გა­თხო­ვე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვი მხო­ლოდ 13 წლის იყო. უნ­დო­და თუ არა გა­თხო­ვე­ბა, აი­თა­ჯის­თვის დე­და­მისს არ უკი­თხავს. მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში ჩემ­მა შვილ­მა მი­თხრა, რომ მას და აი­თაჯს შეხ­ვდა ალიმ სა­დი­გო­ვი და მა­ლე­ვე გაქ­რნენ მისი თვალ­თა­ხედ­ვი­დან. აი­თაჯ­მა იმ დღეს დე­დას ვი­ღა­ცის ტე­ლე­ფო­ნი­დან და­უ­რე­კა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. ეგო­ნა კა­ხეთ­ში, ძმებ­თან ერ­თად წა­ვი­და. გა­და­წყვი­ტეს, რომ აი­თა­ჯი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო იმ კაც­თან ცო­ლის სტა­ტუ­სით, რად­გან მისი დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და ოჯა­ხის სირ­ცხვი­ლი. აი­თაჯს არ სურ­და დარ­ჩე­ნა, მას­ზე ზე­გავ­ლე­ნა ჩემ­მა შვი­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს, რად­გან ბავ­შვს, მათი აზ­რით, ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და”, – ამ­ბობს ბე­ბია ჩვე­ნე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი ქმა­რი, 27 წლის ალიმ ას­ლა­ნო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის “ე’’ “თ’’ და “კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დედა და ბიძა და­ა­კა­ვეს. ორი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved