• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„4 წელი არ გვინახავს, მხოლოდ გარდაცვლილი ვნახეთ, როდესაც აქ მოვასვენეთ“ – შემზარავი მკვლელობის ახალ დეტალებზე ბიძა საუბრობს

ალია ავტორი - ალია
11:05 10-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
599

მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამის ძმა “კურიერთან” ამბობს, რომ გარდაცვლილის მამას შვილებთან კონტაქტი არ ჰქონდა და მათ მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა. როგორც ბიძა ჰყვება, ის რუსეთში ცხოვრობდა და არაფერი იცოდა მოზარდის იძულებით გათხოვების შესახებაც.

“ჩემი ძმა იყო რუსეთში, იქიდან მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა. ცოლთან ოფიციალურად გაშორებული იყო და მათ არც უთქვამთ გოგონას გათხოვების ამბავი. ჩვენ ეს ტელევიზორით მას შემდეგ გავიგეთ, რაც გოგო მოკლეს. ბოლო 3-4 წელი ჩვენ ის არ გვინახავს, ვნახეთ მხოლოდ გარდაცვლილი, როდესაც აქ მოვასვენეთ. პანაშვიდებზე დედასთან არ გვილაპარაკია. მიიჩნევდა თუ არა თავს დამნაშავედ. გოგო აქ, ჩვენი სოფლის სასაფლაოზე დავკრძალეთ და შემდეგ დაიწყო გამოკითხვები პოლიციაში. მოვიდნენ სამართალდამცველები, წაიყვანეს ჩემი ძმა და მან ყველაფერი მოყვა, რისი თქმაც შეეძლო,” – აცხადებს მოკლული გოგონას ბიძა.

14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძის და ბიძაშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს სასამართლო იმსჯელებს. ორივე მათგანს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა. დანაშაულის მიუხედავად, ბიძამ და ბიძაშვილმა პოლიციას არ შეატყობინეს. ახლა მათ 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“თითოეულ ბრალდებულს, როგორც ასლანოვს, ისე ალიევს წაყენებული აქვთ 376-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება, რაც ნიშნავს დანაშაულის შეუტყობინებლობას. ბრალდების მხარე, აღნიშნული დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, შუამდგომლობს პატიმრობის გამოყენებით, ჩვენი, დაცვის პოზიცია იქნება გირაოს გამოიყენება თითოეულ მათგანზე 5 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევი და ვფიქრობთ, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, რომ გირაოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს,”- აცხადებს ადვოკატი არჩილ დვალიშვილი.

პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლული აითაჯის დედა და კიდევ ერთი ბიძა – მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved